შემკვრელი
შემკვრელი -
1. პოლიმერი, რომელიც ბუნებრივი ან ხელოვნური სინთეზური მასალაა და ის პლასტმასის საფუძველს წარმოადგენს. ბუნებრივი პოლიმერის ნიმუშია მერქნის ცელულოზა (C6H10O5)n, ხოლო სინთეზურ (ხელოვნურ) პოლიმერებს, რომლებიც მიიღება პოლიმერიზაციის რეაქციის შედეგად, მიეკუთვნება: პოლივინილაცეტატი, პოლივინილქლორიდი, პოლიმეთილმეთაკრილატი, პოლიპროპილენი, პოლისტირენი, პოლიეთილენი და სხვ. პოლიკონდენსაციის რეაქციის დახმარებით კი მიიღება ფენოლფორმალდეჰიდური პოლიმერები: რეზორცინულ-ფორმალდეჰიდური, კარბამიდული, პოლიეთერული, პოლიურეტანული, ეპოქსიდური, კაჟბადორგანული და სხვ. ბეტონში შემკვრელის მოვალეობას ასრულებს ცემენტი, რომლის სახეობაზეა დამოკიდებული ბეტონის ფიზიკურ-მექანიკური თვისებები. დუღაბებში შემკვრელი გამოიყენება: კირი, ცემენტი, თაბაშირი, თიხა.
2. ნივთიერება, რომელიც ემატება ფხვნილოვან (მარცვლოვან) კაზმს და ხელს უწყობს კაზმის მთლიან სხეულად შეკვრას, აგრეთვე ზრდის მასალის სიხისტეს და სიმტკიცის მაჩვენებლებს.