ხობის მონასტერი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ნოჯიხევის მონასტერი“ გადაიტანა გვერდზე „ხობის მონასტერი“ გად...)
 
ხაზი 2: ხაზი 2:
 
'''ხობის მონასტერი''' (ნოჯიხევის მონასტერი) – (ინგლ. Khobi Monastery),  XIII-XIV სუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების მნიშვნელოვანი ძეგლი, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დედათა მონასტერი. მდებარეობს [[სამეგრელო]]ს მხარეში, ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნოჯიხევის ტერიტორიაზე, ქ. ხობიდან 3 კმ-ის დაშორებით, მდ. ხობისწყლის მარცხენა ნაპირზე. კომპლექსში შემავალი ნაგებობებია: ტაძარი, სასახლე, [[სამრეკლო]], [[გალავანი]], სხვა [[ნაგებობა]]თა ნაშთები.
 
[[ფაილი:Xobis monasteri 2.JPG|thumb|მარცხნივ|გალერეა]]
 
[[ფაილი:Xobis monasteri 2.JPG|thumb|მარცხნივ|გალერეა]]
დიდი ქართველი ისტორიკოსის, არქეოლოგისა და საზოგადო მოღვაწის [[ექვთიმე თაყაიშვილი]]ს აზრით მონასტერი აგებულია X-XI საუკუნეებში, თუმცა მკვლევართა უმეტესობა აკადემიკოს [[ბერიძე ვახტანგი|ვ. ბერიძე]]ს უჭერს მხარს, რომელიც ხონის ტაძრის აგებას XIII-XIV საუკუნეების მიჯნით ათარიღებს. გადმოცემის მიხედვით ტაძრის აშენება უკავშირდება ეგრისის მეფის გუბაზ II-ის (VI საუკუნის 40-50-იანი წლები), [[საქართველო]]ს მეფის [[დავით აღმაშენებელი|დავით აღმაშენებლის]] (დ. 1073 - გ. 1125 წ.), [[თამარ მეფე|თამარ მეფისა]] (დ. 1160 - გ. 1210/1213 წ.) და საქართველოს დიდგვაროვანი ფეოდალის [[ცოტნე დადიანი]]ს (დ. ? - გ. 1260 წ.) სახელებს. შუა საუკუნეებში ხობის მონასტერი დასავლეთ საქართველოს [[კათოლიკოსი]]ს რეზიდენციას წარმოადგენდა.
+
დიდი ქართველი ისტორიკოსის, არქეოლოგისა და საზოგადო მოღვაწის [[ექვთიმე თაყაიშვილი]]ს აზრით მონასტერი აგებულია X-XI საუკუნეებში, თუმცა მკვლევართა უმეტესობა აკადემიკოს [[ბერიძე ვახტანგი|ვ. ბერიძე]]ს უჭერს მხარს, რომელიც ხონის ტაძრის აგებას XIII-XIV საუკუნეების მიჯნით ათარიღებს. გადმოცემის მიხედვით ტაძრის აშენება უკავშირდება [[ეგრისი]]ს მეფის [[გუბაზ II]]-ის (VI საუკუნის 40-50-იანი წლები), [[საქართველო]]ს მეფის [[დავით აღმაშენებელი|დავით აღმაშენებლის]] (დ. 1073 - გ. 1125 წ.), [[თამარ მეფე|თამარ მეფისა]] (დ. 1160 - გ. 1210/1213 წ.) და საქართველოს დიდგვაროვანი ფეოდალის [[ცოტნე დადიანი]]ს (დ. ? - გ. 1260 წ.) სახელებს. შუა საუკუნეებში ხობის მონასტერი დასავლეთ საქართველოს [[კათოლიკოსი]]ს რეზიდენციას წარმოადგენდა.
 
[[ფაილი:Xobis monasteri 3.JPG|thumb|ინტერიერი]]
 
[[ფაილი:Xobis monasteri 3.JPG|thumb|ინტერიერი]]
 
ტაძრის შენობა ქართულ არქიტექტურაში გავრცელებულ რომელიმე ტიპს არ მიეკუთვნება: ის უგუმბათო შენობაა, რომლის შიგნით [[კამარა|კამარები]] ჯვაროვან სივრცეს, გარედან კი მათი [[სახურავი|სახურავები]] ჯვაროვან მოცულობას ქმნიან. ჩრდილო-დასავლეთისა და სამხრეთ-დასავლეთის კუთხეები თავდაპირველად ცალკე [[ეგვტერი|ეგვტერებად]] იყო გამოყოფილი, უფრო გვიან კედლები გამოიღეს და ეგვტერები მთავარ სივრცეს დაუკავშირეს. დასავლეთისა და სამხრეთის [[ფასადი|ფასადებს]] მთელ სიგრძეზე მიჰყვება ღია [[გალერეა]], რომელიც სამხრეთ ფასადის აღმოსავლეთ ნაწილში დახურული ეგვტერით მთავრდება. ტაძარი შემკულია [[ჩუქურთმა|ჩუქურთმებითა]] და [[ფრესკა|ფრესკებით]]. ტაძრის მხატვრობა რამდენჯერმეა განახლებული. დღემდე მოღწეული მხატვრობა კი XVII საუკუნეში ლევან დადიანის დაკვეთითაა შესრულებული.
 
მიმდინარე ცვლილება 21:01, 12 ივნისი 2024 მდგომარეობით

ხობის მონასტერი

ხობის მონასტერი (ნოჯიხევის მონასტერი) – (ინგლ. Khobi Monastery), XIII-XIV სუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების მნიშვნელოვანი ძეგლი, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დედათა მონასტერი. მდებარეობს სამეგრელოს მხარეში, ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნოჯიხევის ტერიტორიაზე, ქ. ხობიდან 3 კმ-ის დაშორებით, მდ. ხობისწყლის მარცხენა ნაპირზე. კომპლექსში შემავალი ნაგებობებია: ტაძარი, სასახლე, სამრეკლო, გალავანი, სხვა ნაგებობათა ნაშთები.

გალერეა

დიდი ქართველი ისტორიკოსის, არქეოლოგისა და საზოგადო მოღვაწის ექვთიმე თაყაიშვილის აზრით მონასტერი აგებულია X-XI საუკუნეებში, თუმცა მკვლევართა უმეტესობა აკადემიკოს ვ. ბერიძეს უჭერს მხარს, რომელიც ხონის ტაძრის აგებას XIII-XIV საუკუნეების მიჯნით ათარიღებს. გადმოცემის მიხედვით ტაძრის აშენება უკავშირდება ეგრისის მეფის გუბაზ II-ის (VI საუკუნის 40-50-იანი წლები), საქართველოს მეფის დავით აღმაშენებლის (დ. 1073 - გ. 1125 წ.), თამარ მეფისა (დ. 1160 - გ. 1210/1213 წ.) და საქართველოს დიდგვაროვანი ფეოდალის ცოტნე დადიანის (დ. ? - გ. 1260 წ.) სახელებს. შუა საუკუნეებში ხობის მონასტერი დასავლეთ საქართველოს კათოლიკოსის რეზიდენციას წარმოადგენდა.

ინტერიერი

ტაძრის შენობა ქართულ არქიტექტურაში გავრცელებულ რომელიმე ტიპს არ მიეკუთვნება: ის უგუმბათო შენობაა, რომლის შიგნით კამარები ჯვაროვან სივრცეს, გარედან კი მათი სახურავები ჯვაროვან მოცულობას ქმნიან. ჩრდილო-დასავლეთისა და სამხრეთ-დასავლეთის კუთხეები თავდაპირველად ცალკე ეგვტერებად იყო გამოყოფილი, უფრო გვიან კედლები გამოიღეს და ეგვტერები მთავარ სივრცეს დაუკავშირეს. დასავლეთისა და სამხრეთის ფასადებს მთელ სიგრძეზე მიჰყვება ღია გალერეა, რომელიც სამხრეთ ფასადის აღმოსავლეთ ნაწილში დახურული ეგვტერით მთავრდება. ტაძარი შემკულია ჩუქურთმებითა და ფრესკებით. ტაძრის მხატვრობა რამდენჯერმეა განახლებული. დღემდე მოღწეული მხატვრობა კი XVII საუკუნეში ლევან დადიანის დაკვეთითაა შესრულებული.

ყურადღებას იქცევს თლილი ქვისგან ნაგები გვიანი შუა საუკუნეების გუმბათიანი სამრეკლო, რომელიც ერთ-ერთი უდიდესია საქართველოში. იგი ძველად მოხატული ყოფილა.

ქრისტიანი მრევლისთვის ხობის მონასტრის განსაკუთრებულ მისიას განაპირობებდა ის, რომ საუკუნეების განმავლობაში აქ ინახებოდა უდიდესი სიწმინდეები: ღვთისმშობლის კვართი, ძელი ცხოველის ნაწილი, წმ. იოანე ნათლისმცემლის ძვლის ნაწილი, წმ. გიორგის ბარძაყი, წმ. მარინეს მკლავი, წმ. კვირიკეს ხელის მტევანი და სხვა სიწმინდეები რომელთაც თაყვანს სცემდნენ არა მარტო ქართველები, არამედ საქართველოში ჩამოსული მისიონერებიც (დასტურდება მათივე ჩანაწერებით). მონასტრის საგანძურში შედიოდა აგრეთვე თამარ მეფის გულსაკიდი ჯვარი, თამარ მეფის დედის – ბურდუხან დედოფლის მრავალნაწილიანი ვერცხლის ხატი (XII ს.), ხობის ღვთისმშობლის ხატი, მაცხოვრის ხატი, სხვადასხვა ხელნაწერები, ტიპიკონი (1756 წ.), სახარება (XVII ს.), სულხან-საბას ლექსიკონი (XIX ს.), უამრავი ნაბეჭდი წიგნი და ა.შ.

[რედაქტირება] წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები