გუბაზ II

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გუბაზ IIეგრისის მეფე VI საუკუნის 40-50-იან წლებში. მისი მეფობის დროს დიდი ბრძოლა მიმდინარეობდა ირანსა და ბიზანტიას შორის. ირანელების მიერ ქართლის დაკავებისა და მეფობის გაუქმების შემდეგ ბიზანტიელებმა ეგრისის გამაგრებისა და ირანელების შემოსევის თავიდან აცილების მიზნით, ქვეყანაში ჯარების შემოყვანა იწყეს, მაგრამ ბიზანტიელების თავხედობამ, მეფის საქმეებში ჩარევამ ხალხის ყვლეფამ, იმდენად განარისხა ეგრისელები, რომ გუბაზმა ელჩები დაუგზავნა 541 წ. ირანის შაჰის ხოსრო I-ს, რათა იგი დახმარებოდა მას ბიზანტიელთა ძალმომრეობისაგან ქვეყნის დასახსნელად. ხოსრომ სიხარულით მიიღო გუბაზის ელჩები და მალე 542 წელს, დიდი ჯარით შეიჭრა ეგრისში. გუბაზმა დახმარება გაუწია ირანელებს და ბიზანტიელები დამარცხდნენ, მაგრამ ხოსროს ვერაგული გეგმა ჰქონდა გუბაზისა და ეგრისელების გასანადგურებლად. მას სურდა რომ გუბაზი მოეკლა, ეგრისელები მშობლიური მიწა-წყლიდან აეყარა და იქ ირანელები და თავისი ერთგული ტომები ჩაესახლებინა. ირანის შაჰმა გუბაზის მოკვლა დაავალა ლაზ დიდებულს ფარსანს, რომელსაც დიდი ხნის მტრობა ჰქონდა გუბაზთან. მაგრამ ფარსანმა დაივიწყა პირადი დამოკიდებულება მეფესთან და გუბაზს აცნობა ყველაფერი. შაჰის ნამდვილი ზრახვები გამომჟღავნდა და გუბაზი ბიზანტიელების მხარეს გადავიდა. ომი ახალი სისასტიკით განახლდა. ეგრისელები მეფესთან ერთად გმირულად იბრძოდნენ საკუთარი მიწა-წყლისთვის, მაგრამ, არც ბიზანტიელები აღმოჩნდნენ სანდონი, მათი უგულობისა და ღალატის წყალობით ირანელებმა რამდენჯერმე გაიმარჯვეს. ამ დამარცხებაში გუბაზი ბიზანტიელთა სარდლებს მარტინეს, ბესსა დარუსტიკეს სდებდა ბრალს. მათ კი ვითომ სათათბიროდ 564 წელს მდინარე ხობისწყალთან მიიწვიეს მეფე და ვერაგულად მოკლეს. ამ ამბავმა სასტიკად აღაშფოთა ეგრისელები, რომლებმაც კრება მოიწვიეს და მოსთხოვეს ბიზანტიის იმპერატორს დაესაჯა მკვლელები, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ირანელების მხარეზე გადასვლით იმუქრებოდნენ. იმპერატორმა კარგად იცოდა, თუ რა მოჰყვებოდა მათთვის ეგრისელების ირანელების მხარეზე გადასვლას და 555 წელს გუბაზი მკვლელები გაასამართლეს და სიკვდილით დასაჯეს.


იხილე აგრეთვე

სახალხო კრება ეგრისში

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები