დადიანი ცოტნე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ცოტნე დადიანი-დან)
ცოტნე დადიანი - შერგილ დადიანის ძე; ოდიშის ერისთავი და მანდატურთუხუცესი დაახლ. 1310-იანი წწ-ის მიწურულში. მის შესახებ ძალზე მწირი ცნობებია შემონახული. როგორც ჩანს, ერისთავობდა ძალზე მცირე ხანს. მის ერისთავობას ადასტურებს ჯვრის მონასტრის აღაპი: „მანდატურთუხუცესისა და ერისთავთ-ერისთავისა ცოტნე დადიანისა“. ცოტნეს მიუღია მანდატურთუხუცესობასაც, ისევე, როგორც ბედანის შტოს სხვა წარმომადგენლებს. სავარაუდოდ, მისი ძეა ოდიშის ერისთავი გიორგი (II), რომელიც, ვახუშტის ცნობით, გარდაცვლილა 1323 წ.
წყაროები და ლიტერატურა
- მეტრეველი 1962: 170, N247;
- ბახტაძე 2003: 242
წყარო
ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში