დადიანი ცოტნე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ცოტნე დადიანი - შერგილ დადიანის ძე; ოდიშის ერისთავი და მანდატურთუხუცესი დაახლ. 1310-იანი წწ-ის მიწურულში. მის შესახებ ძალზე მწირი ცნობებია შემონახული. როგორც ჩანს, ერისთავობდა ძალზე მცირე ხანს. მის ერისთავობას ადასტურებს ჯვრის მონასტრის აღაპი: „მანდატურთუხუცესისა და ერისთავთ-ერისთავისა ცოტნე დადიანისა“. ცოტნეს მიუღია მანდატურთუხუცესობასაც, ისევე, როგორც ბედანის შტოს სხვა წარმომადგენლებს. სავარაუდოდ, მისი ძეა ოდიშის ერისთავი გიორგი (II), რომელიც, ვახუშტის ცნობით, გარდაცვლილა 1323 წ.

ცოტნე დადიანს აქტიური მონაწილეობა მიიღო კოხტასთავის შეთქმულებაში (დაახლ. 1245), რომელიც მიზნად ისახავდა მონღოლთა წინააღმდეგ შეიარაღებული გამოსვლის მომზადებას. მონღოლებმა შეიტყვეს შეთქმულების შესახებ და ქართველი დიდებულები დააპატიმრეს. ცოტნე დადიანი და რაჭის ერისთავი დაპატიმრებას შემთხვევით გადაურჩნენ (ისინი ამ დროს დასავლეთ საქართველოში იყვნენ ლაშქრის შესაგროვებლად. ცოტნე დადიანმა გაიგო თუ არა მისი თანამებრძოლების დაპატიმრების შესახებ, მაშინვე ანისს მიაშურა და გვერდით მიუჯდა მცხუნვარე მზეზე მწოლიარე შეთქმულებს. ცოტნე დადიანის ამ დიპლომატიურმა ნაბიჯმა მიზანს მიაღწია, მონღოლებმა ირწმუნეს ქართველ დიდაზნაურთა უდანაშაულობა და ისინი გაათავისუფლეს. ცოტნე დადიანის ეს თავდადებული საქციელი ქართველმა ხალხმა სავსებით სამართლიანად გმირობად შერაცხა. ხობის ტაძარში შემონახულია ცოტნე დადიანის ფრესკა.



წყაროები და ლიტერატურა

  • მეტრეველი 1962: 170, N247;
  • ბახტაძე 2003: 242

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები