არგუმენტი (მათემატიკა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Echelidze გვერდი „არგუმენტი (მათემატიკა)“ გადაიტანა გვერდზე „[[დამოუკიდებელი ცვლად...)
(მომხმარებელმა Echelidze გვერდი „დამოუკიდებელი ცვლადი“ გადაიტანა გვერდზე „[[არგუმენტი (მათემატიკა...)
 

მიმდინარე ცვლილება 16:51, 25 ივნისი 2024 მდგომარეობით

არგუმენტი – დამოუკიდებელი ცვლადი სიდიდე.


1) ფუნქციის არგუმენტი ფუნქციის დამოუკიდებელი ცვლადი, რომლის მნიშვნელობაზეა დამოკიდებული ფუნქციის მნიშვნელობები. მაგალითად, f(x) ფუნქციის არგუმენტი არის x.

2) კომპლექსური რიცხვის არგუმენტი არის კუთხე აბსცისთა ღერძის დადებით მიმართულებასა და კოორდინატთა სისტემის სათავიდან მოცემული კომპლექსური რიცხვის შესაბამის წერტილისაკენ მიმართულ ვექტორს შორის, ათვლილი საათის ისრის მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით.


ტერმინი წარმოიშვა ლათინური სიტყვიდან argumentum – „ნიშანი“, „ნიშანთვისება“, „შინაარსი“, „მოსაზრება“. ლაიბნიცმა სიდიდეები დაყო მუდმივ და ცვლად სიდიდეებად და შემოიღო ტერმინი „ცვლადი სიდიდე“, „ცვლადი რაოდენობა“. ეს გამოთქმები აღნიშნავდნენ ფუნქციის არგუმენტს (მათ იყენებდნენ ბერნული, ეილერი, ლაგრანჟი, გაუსი, კოში). ზოგჯერ ცდილობდნენ შემოეღოთ ამ ცნების განსაკუთრებული სახელწოდება, მაგრამ უშედეგოდ. მაგალითად, პორტუგალიელი მეცნიერი კუნია იყენებდა ტერმინს „ფუნქციის ფესვი“, როგორც არგუმენტის სახელწოდებას.


კომპლექსური ცვლადის კუთხისათვის ტერმინი „არგუმენტი“ პირველად შემოიღო კოშიმ (1847). 1854 წელს იგი გაიმეორა ბელავიტისმა. ნაბეჭდი სახით გამოთქმა „ფუნქციის არგუმენტი“ პირველად გამოჩნდა 1862 წელს კ. ნეიმანის ერთ-ერთ სტატიაში. ეს ტერმინი საყოველთაოდ მიღებულ იქნა XX საუკუნის 20-იან წლებში.


[რედაქტირება] წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები