ცვლადი სიდიდე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ცვლადი სიდიდესიდიდე, რომლის მნიშვნელობა მოცემული ამოცანის პირობებში შეიძლება შეიცვალოს.

XVII საუკუნეში მათემატიკაში ცვლადი სიდიდის შემოტანა წარმოადგენდა რევოლუციურ ნახტომს მეცნიერების განვითარებაში საერთოდ. იგი ნიშნავდა ბუნების მოვლენების შემეცნების ახალ საფეხურს მათ ურთიერთკავშირსა და მოძრაობაში. მძლავრმა მათემატიკურმა მეთოდებმა და დიფერენციალური და ინტეგრალური აღრიცხვის მოხერხებულმა აპარატმა, რომლებიც დაფუძნებული იყო დეკარტის, ნიუტონის, ლაიბნიცის შრომებით, XIX ს-ში განიცადეს მნიშვნელოვანი ცვლილება, და რაც მთავარია, მკაცრი მეცნიერული დასაბუთება. ამ დროისათვის შეიქმნა ზღვართა თეორია, ხოლო მის კვალდაკვალ უწყვეტი ფუნქციათა თეორია.

თანამედროვე მათემატიკისათვის ცვლადი სიდიდის ადრინდელი განსაზღვრა არ არის საკმარისი. კერძოდ, სიდიდის ქვეშ ესმით არა მარტო რიცხვი, არამედ აგრეთვე, რაიმე სიმრავლის ნებისმიერი ბუნების ელემენტი. ცვლადი სიდიდის ძველი ცნება მოსახერხებელია მრავალი საინჟინრო ამოცანისათვის, აგრეთვე მათემატიკის ზოგადი კურსის სწავლებისას.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები