ბესიკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ბესიკი''' – (1750 – 1791), ნამდვილი სახელი და გვარი – ბესარიონ გაბაშ...)
 
 
(2 მომხმარებლების 9 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ბესიკი''' – (1750 – 1791), ნამდვილი სახელი და გვარი – ბესარიონ გაბაშვილი; პოეტი და პოლიტიკური მოღვაწე.  
+
[[ფაილი:Besiki (crop).png|thumb|ბესიკი]]
 +
'''ბესიკი,''' (გაბაშვილი ბესარიონ) – (1750-91), პოეტი. [[თეიმურაზ II|თეიმურაზ მეორის]] კარის მოძღვრის, მწერალ [[ზაქარია გაბაშვილი|ზაქარია გაბაშვილის]] ვაჟი.
  
დაიბადა [[თბილისი|თბილისში]]. იყო [[თეიმურაზ II]]-ის კარის მოძღვრის ზაქარია გაბაშვილის ვაჟი. მას ქართლ-კახეთის სამეფო კარზე კარგი განათლება მიუღია, შემდეგ იგი [[ერეკლე II]]-ის კარზე მოღვაწეობდა, მაგრამ როცა მისი მამის ზაქარია გაბაშვილისა
+
აღზრდა-განათლება სამეფო კარზე მიიღო. პოეტის მამა [[ანტონ პირველი (1720-1788)|ანტონ პირველთან]] საეკლესიო-დოგმატურ საკითხებში მძაფრი კონფლიქტის გამო 1767 წ. [[ქართლი|ქართლ]]-[[კახეთი|კახეთიდან]] გააძევეს სასულიერო ღირსებებაყრილი. ბესიკი მეფის კარზე დარჩა. მას მფარველობდნენ თეიმურაზ მეორის ქვრივი, დედოფალი ანა-ხანუმი, [[ერეკლე მეორე|ერეკლეს ძე]] — [[ლევან ბატონიშვილი]] და ერეკლეს სიძე, [[სარდალი]] [[დავით ორბელიანი]] (ბესიკის უახლოესი მეგობარი). შემდგომში ერეკლეს საწინააღმდეგო ინტრიგებმა, რომლებშიც პოეტის მამა მონაწილეობდა, სერიოზული ხასიათი მიიღო, რის გამოც ბესიკი ქართლიდან გაუძევებიათ (1777). იგი იმერეთის მეფეს ეახლა. [[სოლომონ პირველი|სოლომონ პირველმა]] ბესიკს მამულები და მდივანთუხუცესობა უბოძა, შემდეგ კი თავადობა მიანიჭა. 1778 წ. დიპლომატიური მისიით წარგზავნა სპარსეთს, 1788-91 წლებში კი — კრემენჩუგში, სადაც მოლაპარაკებას აწარმოებდა მთავარსარდალ პოტიომკინთან, რათა, ქართლ-კახეთის მსგავსად, [[იმერეთი|იმერეთსაც]] მიეღო [[რუსეთი]]ს მფარველობა. შემდგომში იგი წარგზავნეს კიშინიოვსა და იასიში, სადაც რუსეთ-თურქეთის საზავო მოლაპარაკება მიმდინარეობდა. პოეტი გარდაიცვალა იასიში, იქვე დაკრძალეს. მისი საფლავი დაკარგულია.
და [[კათალიკოსი|კათალიკოს]] [[ანტონ I]]-ს შორის კონფლიქტი ქართლ-კახეთიდან ზაქარიას განდევნით დამთავრდა, ამან გარკვეული როლი ითამაშა ბესიკის ცხოვრებაშიც და მას ქართლ-კახეთის დატოვება მოუხდა. XVIII საუკუნის 70-იანი წლებიდან ბესიკი იმერეთის მეფის [[სოლომონ I]]-ის კარზე იმყოფებოდა. 1778 წელს ბესიკი [[ირანი|ირანში]] გაემგზავრა ქერიმ-ხანთან დიპლომატიური მისიით, მაგრამ იგი გარდაცვლილი დახვდა.  
+
  
ბესიკის პოეტური მემკვიდრეობა მრავალფეროვანია, მას ეკუთვნის რამდენიმე პოემა, სახოტბო ოდები, სხვადასხვა ტიპის გასართობი ლექსები. მისი ლირიკული ლექსებიდან აღსანიშნავია: „სევდის ბაღს შეველ“, „ტანო-ტატანო“, „მე შენზე ფიქრმა მიმარინდა” და სხვა. მისი ლექსები სიმღერებად ვრცელდებოდა, რამაც დიდი პოპულარობა მოუპოვა. საგმირო-პატრიოტულ პოემაში „ასპინძისათვის” ოსმალო-ლეკთა ჯარზე გამარჯვების ამბავი გადმოსცა და ხოტბა შეასხა [[ქართველები|ქართველ]] გმირებს. [[ომი|ომის]] თემას ეხება, აგრეთვე, პოემა „რუხის ომი”. მისი შემოქმედებისათვის დამახასიათებელია დახვეწილი ბგერწერა და მდიდარი მეტაფორული აზროვნება.  
+
ბესიკის ლიტერატურული მემკვიდრეობიდან უმთავრესია სატრფიალო ლირიკა. მიჩნეულია, რომ ერეკლე მეფის დისწულის (მამუკა ორბელიანის ქვრივის) მაია ერისთავის პიროვნებით შთაგონებული ეს ლექსები განწყობილებისა და განცდის ხასიათით ერთიანდება ციკლში, რომელსაც პირობითად „სევდის ბაღი“ ეწოდება („სევდის ბაღს შეველ“, „ბულბული მოდის მწუხარებით“, „მე შენზე ფიქრმა მიმარინდა“, „ტანო ტატანო“, „ვარდო სასურო, მაისურო“, „შავნი შაშვნი“, „მე შენი მგონე“ და სხვა). ბესიკს წარმოსახვით „სევდის ბაღში“ შეჰყავს გამიჯნურებული ჭაბუკი, აქვე ჩნდებიან საოცნებო ქალისა და მისი მეგობრების სახე-სიმბოლოები: ვარდი, ია, ნარგიზი. გმირი თანაგრძნობასა და შველას სთხოვს ყვავილებს, ეს ღაღადისი წრფელია, სიყვარულის ვნება — თავგანწირული. ამ პოეტურ [[ბაღი|ბაღში]] ნაზი სევდა ასხივოსნებს ყველაფერს. ლტოლვის საგნის გამძაფრებული ჭვრეტის ჟამს ზოგჯერ ზედმეტი ხდება მეტაფორული საბურველი და პირობითობა, მიწიერი მშვენიერება ანტიკური ქანდაკების სისავსით ფეთქავს („ტანო ტატანო, გულწამტანო, უცხოდ მარებო, ზილფო კავებო, მომკლავებო, ვერსაკარებო, წარბ-წამწამ-თვალნო, მისათვალნო, შემაზარებო, ძოწლალ-ბაგეო, დამდაგეო, სულთწამარებო, პირო მთვარეო, მომიგონე, მზისა დარებო“)."
  
1787 წელს იმერეთის მეფე დავითმა ბესიკს დააკისრა საგანგებო მისია – რუსეთისათვის მფარველობის თხოვნა, გაფორმება
+
ბესიკის პოეტურ სამყაროში აღტაცება-სიხარული ყველგან შემღვრეულია ტკივილითა და ნაღველით, ეს არის ტანჯვა იდეალთან ვერმიახლოებისა, მარადი წყურვილისა, მარადი ფიქრის. თუმცა ბესიკი მაღლდება ტანჯვასა და დაუკმაყოფილებლობაზე, თავისი პოეტური ცხოვრების ნაწილად, თვითგამოხატვის რომანტიკულ ფორმად აქცევს მათ: „ბესიკი სიკვდილს არ ვემალები, თავი მაქვს მისთვის შენაწონები“.
ისეთივე ტრაქტატისა, როგორიც დაიდო რუსეთსა და ქართლ-კახეთის სამეფოს შორის 1783 წელს. ამ მისიის შესრულებისას იგი გარდაიცვალა ახლანდელი [[რუმინეთი]]ს ქალაქ იასში, დაკრძალულია იქვე.
+
  
 +
პატრიოტულ მოტივებს შეიცავს ბესიკის ორი მცირე მოცულობის პოემა — „ასპინძისათვის“ და „რუხის ომი“. პირველი ეხება 1770 წ. [[ასპინძის ბრძოლა 1770|ასპინძის მიდამოებში ბრძოლა]]ს, როცა ერეკლემ დაამარცხა ოსმალები და ლეკები. ნაწარმოებში შესხმულია სარდალი დავით ორბელიანი. პოემაში [[ომი]]ს პერიპეტიების აღწერას ხშირად ენაცვლება ლირიკული პასაჟები. „რუხის ომი“ მოგვითხრობს 1780 წ. ამბავს, როცა [[აფხაზები|აფხაზთა]], [[ჯიქეთი|ჯიქთა]] და ალანთა [[ჯარი]] თავს დაესხა [[სამეგრელო|სამეგრელოს]] სამთავროს. კაცია დადიანს მიეშველა იმერთა მეფე [[სოლომონ პირველი]] და მათ სასტიკად დაამარცხეს მომხდურნი. ამ ნაწარმოებებში ლექსის ფორმას ენაცვლება პროზაული თხრობა.
  
:::: * * *
+
ბესიკს ეკუთვნის დავით ორბელიანისადმი და [[ლევან ბატონიშვილი]]სადმი მიძღვნილი სახოტბო ნაწარმოებები, აგრეთვე სამგლოვიარო [[ოდა]] „სამძიმარი“, რომელშიც დატირებულია ერეკლეს უდროოდ გარდაცვლილი ძე ლევანი. სატირული პოემის „რძალ-დედამთილიანის“ თემა, [[ლექსიკა]], ფრაზეოლოგია ხალხური ყოფიდანაა აღებული გესლიანი [[სატირა|სატირული]] ლექსები უძღვნა ბესიკმა ერეკლეს სამეფო კარის მდივან-ბეგს [[მზეჭაბუკ ორბელიანი|მზეჭაბუკ ორბელიანს]].
  
::ტანო ტატანო, გულწამტანო,
+
ბესიკის ლექსები გამოირჩევა ფორმის არტისტული დახვეწილობით. ეს უმთავრესად მჟღავნდება ნაწარმოების მუსიკალურ ხმოვანებაში და მიიღწევა [[ალიტერაცია|ალიტერაციითა]] და ბგერწერის სხვა ხერხთა მომარჯვებით. ბესიკმა ქართულ ლექსთწყობაში დაამკვიდრა ახალი საზომი („[[ბესიკური]]“). [[მუხამბაზი|მუხამბაზური]] [[ინტონაცია]], [[სტროფი]] და რითმაც მანვე განამტკიცა ჩვენში. ბესიკის თხზულებათა მხატვრული ღირსებაა აგრეთვე კომპოზიციური დახვეწილობა.
::უცხოდ მარებო!
+
 
::ზილფო, კავებო, მომკლავებო,
+
ბესიკის პოეტური სიტყვის ზეგავლენა XIX ს. ქმნილებებში მკაფიოდ შეინიშნება, თუმცა, არსებითად, მისი შემოქმედებით დასრულდა ერთი ვრცელი პერიოდი ქართული პოეზიის ისტორიაში.
::ვერსაკარებო,
+
 
::წარბ-წამწამ-თვალნო, მისათვალნო,
+
==ტექსტი==
::შემაზარებო,
+
თხზულებანი, თბ., 1962.
::ძოწ-ლალ-ბაგეო, დამდაგეო,
+
 
::სულთწამარებო,
+
==ლიტერატურა==
::პირო მთვარეო, მომიგონე მზისა დარებო!
+
ს. ცაიშვილი, ბესიკი, წიგნში: ქართული ლიტერატურის ისტორია, II, თბ., 1966 [[https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/2999]].
::თვალთა ნარგისი, დამდაგისი,
+
::შეგშვენის მწველად,
+
::ყელსა ბროლისა, უტოლებსა,
+
::გველი გყვა მცველად,
+
::გეხსნეს ხალები, მაკრძალები,
+
::ამარტის ველად,
+
::ნარინჯნი ორნი, ტოლნი, სწორნი,
+
::მიქმოდენ ხელად,
+
::მიწვევენ შენად შესამკობლად,
+
::დამამწარებო!
+
::ალვაო, გესხნეს ორნი ნორჩნი
+
::მოსარხეველნი,
+
::მკლავნი მომკლავნი, თითნი თლილნი
+
::მოსახვეველნი,
+
::ზარიფსა წელსა დაეკვირნეს
+
::ქვეყანად მვლელნი,
+
::ოდეს გნახვიდი, შევიმატნი
+
::ათასნი წელნი.
+
::აწ დამლევიან ყოვლნი დღენი,
+
::უცხო ვარებო.
+
::ბაგემდუმრიად გიალერსებ,
+
::ბაგეო ვარდო!
+
::თვალთა სურიან ხილვა შენი,
+
::კეკელა მარდო!
+
::გულსა სწყურიან დამაშვრალსა
+
::რას შეგაფარდო?
+
::თუცა შენ დაგთმო, ვინღა ვპოვო,
+
::სად გავიზარდო?
+
::უშენოდ ხილვა არვისი მსურს,
+
::შევიზარებო.
+
::შენმა გონებამ მიმამსგავსა
+
::მილეულს მთავრეს,
+
::სიცოცხლის ნაცვლად მოვინატრი
+
::სიკვდილსა მწარეს.
+
::მოდით, მიჯნურნო, შემიბრალეთ,
+
::მოვლეთ ჩემს არეს,
+
::მკვდარი მიჯნური დამიტირეთ,
+
::დამფალთ სამარეს!
+
::ვაჰ, სიცოცხლეო უკუღმართო,
+
::დანაცარებო!
+
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
[[ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)]]
+
* [[ქართული მწერლობა: ლექსიკონი-ცნობარი]].
 +
 
 
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]]
 
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]]
[[კატეგორია:გაბაშვიები]]
+
[[კატეგორია:გაბაშვილები]]

მიმდინარე ცვლილება 23:01, 30 იანვარი 2024 მდგომარეობით

ბესიკი

ბესიკი, (გაბაშვილი ბესარიონ) – (1750-91), პოეტი. თეიმურაზ მეორის კარის მოძღვრის, მწერალ ზაქარია გაბაშვილის ვაჟი.

აღზრდა-განათლება სამეფო კარზე მიიღო. პოეტის მამა ანტონ პირველთან საეკლესიო-დოგმატურ საკითხებში მძაფრი კონფლიქტის გამო 1767 წ. ქართლ-კახეთიდან გააძევეს სასულიერო ღირსებებაყრილი. ბესიკი მეფის კარზე დარჩა. მას მფარველობდნენ თეიმურაზ მეორის ქვრივი, დედოფალი ანა-ხანუმი, ერეკლეს ძელევან ბატონიშვილი და ერეკლეს სიძე, სარდალი დავით ორბელიანი (ბესიკის უახლოესი მეგობარი). შემდგომში ერეკლეს საწინააღმდეგო ინტრიგებმა, რომლებშიც პოეტის მამა მონაწილეობდა, სერიოზული ხასიათი მიიღო, რის გამოც ბესიკი ქართლიდან გაუძევებიათ (1777). იგი იმერეთის მეფეს ეახლა. სოლომონ პირველმა ბესიკს მამულები და მდივანთუხუცესობა უბოძა, შემდეგ კი თავადობა მიანიჭა. 1778 წ. დიპლომატიური მისიით წარგზავნა სპარსეთს, 1788-91 წლებში კი — კრემენჩუგში, სადაც მოლაპარაკებას აწარმოებდა მთავარსარდალ პოტიომკინთან, რათა, ქართლ-კახეთის მსგავსად, იმერეთსაც მიეღო რუსეთის მფარველობა. შემდგომში იგი წარგზავნეს კიშინიოვსა და იასიში, სადაც რუსეთ-თურქეთის საზავო მოლაპარაკება მიმდინარეობდა. პოეტი გარდაიცვალა იასიში, იქვე დაკრძალეს. მისი საფლავი დაკარგულია.

ბესიკის ლიტერატურული მემკვიდრეობიდან უმთავრესია სატრფიალო ლირიკა. მიჩნეულია, რომ ერეკლე მეფის დისწულის (მამუკა ორბელიანის ქვრივის) მაია ერისთავის პიროვნებით შთაგონებული ეს ლექსები განწყობილებისა და განცდის ხასიათით ერთიანდება ციკლში, რომელსაც პირობითად „სევდის ბაღი“ ეწოდება („სევდის ბაღს შეველ“, „ბულბული მოდის მწუხარებით“, „მე შენზე ფიქრმა მიმარინდა“, „ტანო ტატანო“, „ვარდო სასურო, მაისურო“, „შავნი შაშვნი“, „მე შენი მგონე“ და სხვა). ბესიკს წარმოსახვით „სევდის ბაღში“ შეჰყავს გამიჯნურებული ჭაბუკი, აქვე ჩნდებიან საოცნებო ქალისა და მისი მეგობრების სახე-სიმბოლოები: ვარდი, ია, ნარგიზი. გმირი თანაგრძნობასა და შველას სთხოვს ყვავილებს, ეს ღაღადისი წრფელია, სიყვარულის ვნება — თავგანწირული. ამ პოეტურ ბაღში ნაზი სევდა ასხივოსნებს ყველაფერს. ლტოლვის საგნის გამძაფრებული ჭვრეტის ჟამს ზოგჯერ ზედმეტი ხდება მეტაფორული საბურველი და პირობითობა, მიწიერი მშვენიერება ანტიკური ქანდაკების სისავსით ფეთქავს („ტანო ტატანო, გულწამტანო, უცხოდ მარებო, ზილფო კავებო, მომკლავებო, ვერსაკარებო, წარბ-წამწამ-თვალნო, მისათვალნო, შემაზარებო, ძოწლალ-ბაგეო, დამდაგეო, სულთწამარებო, პირო მთვარეო, მომიგონე, მზისა დარებო“)."

ბესიკის პოეტურ სამყაროში აღტაცება-სიხარული ყველგან შემღვრეულია ტკივილითა და ნაღველით, ეს არის ტანჯვა იდეალთან ვერმიახლოებისა, მარადი წყურვილისა, მარადი ფიქრის. თუმცა ბესიკი მაღლდება ტანჯვასა და დაუკმაყოფილებლობაზე, თავისი პოეტური ცხოვრების ნაწილად, თვითგამოხატვის რომანტიკულ ფორმად აქცევს მათ: „ბესიკი სიკვდილს არ ვემალები, თავი მაქვს მისთვის შენაწონები“.

პატრიოტულ მოტივებს შეიცავს ბესიკის ორი მცირე მოცულობის პოემა — „ასპინძისათვის“ და „რუხის ომი“. პირველი ეხება 1770 წ. ასპინძის მიდამოებში ბრძოლას, როცა ერეკლემ დაამარცხა ოსმალები და ლეკები. ნაწარმოებში შესხმულია სარდალი დავით ორბელიანი. პოემაში ომის პერიპეტიების აღწერას ხშირად ენაცვლება ლირიკული პასაჟები. „რუხის ომი“ მოგვითხრობს 1780 წ. ამბავს, როცა აფხაზთა, ჯიქთა და ალანთა ჯარი თავს დაესხა სამეგრელოს სამთავროს. კაცია დადიანს მიეშველა იმერთა მეფე სოლომონ პირველი და მათ სასტიკად დაამარცხეს მომხდურნი. ამ ნაწარმოებებში ლექსის ფორმას ენაცვლება პროზაული თხრობა.

ბესიკს ეკუთვნის დავით ორბელიანისადმი და ლევან ბატონიშვილისადმი მიძღვნილი სახოტბო ნაწარმოებები, აგრეთვე სამგლოვიარო ოდა „სამძიმარი“, რომელშიც დატირებულია ერეკლეს უდროოდ გარდაცვლილი ძე ლევანი. სატირული პოემის „რძალ-დედამთილიანის“ თემა, ლექსიკა, ფრაზეოლოგია ხალხური ყოფიდანაა აღებული გესლიანი სატირული ლექსები უძღვნა ბესიკმა ერეკლეს სამეფო კარის მდივან-ბეგს მზეჭაბუკ ორბელიანს.

ბესიკის ლექსები გამოირჩევა ფორმის არტისტული დახვეწილობით. ეს უმთავრესად მჟღავნდება ნაწარმოების მუსიკალურ ხმოვანებაში და მიიღწევა ალიტერაციითა და ბგერწერის სხვა ხერხთა მომარჯვებით. ბესიკმა ქართულ ლექსთწყობაში დაამკვიდრა ახალი საზომი („ბესიკური“). მუხამბაზური ინტონაცია, სტროფი და რითმაც მანვე განამტკიცა ჩვენში. ბესიკის თხზულებათა მხატვრული ღირსებაა აგრეთვე კომპოზიციური დახვეწილობა.

ბესიკის პოეტური სიტყვის ზეგავლენა XIX ს. ქმნილებებში მკაფიოდ შეინიშნება, თუმცა, არსებითად, მისი შემოქმედებით დასრულდა ერთი ვრცელი პერიოდი ქართული პოეზიის ისტორიაში.

[რედაქტირება] ტექსტი

თხზულებანი, თბ., 1962.

[რედაქტირება] ლიტერატურა

ს. ცაიშვილი, ბესიკი, წიგნში: ქართული ლიტერატურის ისტორია, II, თბ., 1966 [[1]].

[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები