მუხამბაზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მუხამბაზი - ხუთტაეპედი ლექსი (სიტყვა არაბული წარმოშობისაა და ხუთტაეპოვანს ნიშნავს). ჩვეულებრივ მუხამბაზი ხუთი სტროფისგან მედგებოდა, თითოეულ სტროფში ხუთი ტაეპი იყო. რითმა ამგვარ სქემას მიუყვებოდა: aaaab, ccccb, ddddb… მეტრის მხრივ უფრო 14 და 15 მარცვლიანი ნარევი საზომი იყო.

მუხამბაზი ჩვენში XVIII ს-ის მეორე ნახევარში გავრცელდა. იგი ძირითადი სალექსო ფორმაა XVIII ის მიწურულისა და ე. წ. გარდამავალი ხანის პოეტების შემოქმედებაში. მის კანონიზატორად ბესიკს მიიჩნევენ. მუხამბაზური ხუთტაეპედის ნიმუშია ბესიკის „მე შენმა ფიქრმა მიმარინდა“, „ბულბულის შურსა“, „ცრემლთა ისარნი“, „მოდით, მიჯნურნო“. მუხამბაზი ქალაქური პოეზიის სახეობაა და გარკვეულ სოციალურ წრესთან არის დაკავშირებული. XIX საუკუნეში იგი აშუღური პოეზიის ერთ-ერთ ჟანრულ სახეობად ითვლებოდა. რომანტიკოსთაგან აღებული ახალი კურსი აღარ ესადაგებოდა მუხამბაზის სასიმღერო ელფერს. ვ. ორბელიანი გადაჭრით ემიჯნებოდა მუხამბაზურ კილოს: „მე არ მიყვარს კილო მუხამბაზისა, კინტოთ კილო, კილო შუა ბაზრისა“. თუმცა, როგორც ჩანს, მუხამბაზმა გარკვეული ხიბლი მაინც შეინარჩუნა. გ. ორბელიანმა და ა. წერეთელმა თავის შემოქმედებაში ხარკი გადაუხადეს მას.


ლიტერატურა

  • ა. გაწერელია, ქართული კლასიკური ლექსი, 1955.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები