სატირა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სატირა – (ლათ. satira < satura – გადავსებული, აღრეული), კომიკურის სახეობა, ობიექტის გამანადგურებელი დაცინვა. სატირას ახასიათებს გაზვიადება, გამწვავება, გროტესკულობა. მასში ფართოდ არის გამოყენებული ირონია და იუმორი.

არსებობს სატირის სხვადასხვა სახეობები ფანტასტიკური, ალეგორიული, ფილოსოფიური, პაროდიულ-ირონიული, რომლებშიც ინტელექტუალიზებულია სატირის ობიექტი, დეკლარაციულად გამოკვეთილია მოვლენის უარყოფითი მხარეები.

სატირული სახიერება ჩაისახა ხელოვნების უძველეს, სინკრეტულ სტადიაში და განიცადა უამრავი სახეცვლილებები: „მენიპეური სატირა“ – ძველ საბრძნეთში, ჰორაციუსის მორალისტური და იუვენალის მოქალაქეობრივი სატირა, პლავტუსის და ტერენციუსის კომედიები. შუასაუკუნეებში ქალაქების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებულია ანეკდოტისა და ფაბლიოს განვითარება, სამოედნო ფარსი. აღორძინების ეპოქას ახასიათებს შუასაუკუნეობრივი იდეოლოგიური ნორმების სატირული მოაზრება (ანონიმური ფრანგული პოლიტიკური სატირა – „მენიპეური სატირა“, ერაზმ როტერდამელის „ქებანი სისულელისანის“ (მე-2 ნაწ.), შექსპირის კომედიები. კლასიციზმისათვის ნიშნეულია სატირული კომედიები მკაცრად გამოკვეთილი ტიპებით (მოლიერი, ბომარშე, შერიდანი).

მე-19-20 სსაუკუნეების სატირა იღებს სხვადასხვა შეფერილობებს. იგი დიდ გასაქანს პოულობს პოლიტიკურ თეატრში (ბ. ბრეხტი). მოდერნიზმი სატირულად ასახავს ცივილიზაციის კრიზისს. გამოუვალობის და აბსურდის შეგრძნებით არის გამსჭვალული აბსურდისტების სატირა (ე. იონესკო). პოსტმოდერნისტულ ხანაში სატირა რამდენადმე შერბილებული, ლოიალური ხდება და ხასიათდება შემრიგებლური ტენდენციებით.

ქართულ დრამატურგიაში სატირის შესანიშნავი ნიმუშები შექმნეს გ. ერისთავმა, დ. კლდიაშვილმა, პ. კაკაბაძემ.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები