ინტონაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ინტონაცია − (ლათ. intono – ხმამაღალი) – 1) ხმოვანი მეტყველების ძირითადი გამომსახველი საშუალება, ხმიერი მონაცემების ერთობლიობა, რომლებიც
ა) ფონეტიკურად აყალიბებენ მეტყველებას, ყოფენ მას აზრის მიხედვით ფრაზებად და მანიშნებელ მონაკვეთებად – სინტაგმებად;
ბ) ამყარებენ აზრობრივ კავშირს ფრაზის ნაწილებს შორის;
გ) ანიჭებენ ფრაზას თხრობით, კითხვით, წამქეზებლურ, წამოძახილის და სხვა მნიშვნელოვან შეფერილობას;
დ) გამოხატავენ სხვადასხვა გრძნობებს (საზეიმო, ინტიმური, ირონიული, მრისხანე, სევდიანი და ა.შ.).

ინტონაციის გამოსახვის საშუალებათა ფონეტიკური ნიშნებია: ძირითადი ტონის ამაღლება ან დადაბლება (მეტყველების მელოდიკა); პაუზები; მახვილების განლაგება ფრაზაში (მეტყველების დინამიკა); ტემპი; ხმის აწევის ხარისხი; ძირითადი ტონის ელფერი (ტემბრი).

ნაწერში ინტონაცია რამდენადმე გამოიხატება ფრაზის სინტაქსური საშუალებით, სასვენი ნიშნებით და ასევე გრაფიკულად (მაგ. აბზაცის გამოყენება, სიტყვების ხაზგასმა, შრიფტებით ვარირება და ა.შ.).

ინტონაცია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საშუალებაა სცენაზე მხატვრული სახის შესაქმნელად. იგი ორგანულად ყალიბდება გარდასახვის პროცესში, თუმც, ამასთანავე, საჭიროებს სტილიზაციას.

ინტონაცია პირდაპირ კავშირშია პიესის გრძნობათა ბუნებასთან, რის გამოც მას საკვანძო მნიშვნელობა აქვს დრამატული თეატრისათვის.

მ. გეგია


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები