სიბრძნე ბალაჰვარისი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''სიბრძნე ბალაჰვარისი''' („ბალავარიანი“) — ბუდას ცხოვრე...)
 
(წყარო)
 
(2 მომხმარებლების 8 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''სიბრძნე ბალაჰვარისი''' („ბალავარიანი“) — [[ბუდა|ბუდას]] ცხოვრების [[ლეგენდა|ლეგენდად]] ქცეული ამბის მიხედვით შექმნილი ძეგლის ქართული ვერსია. მისი [[თარგმანი|თარგმნის]] (გადმოკეთების, დამუშავების, ჩაწერის) დრო და მთარგმნელის (გადმომკეთებლის, დამმუშავებლის, ჩამწერის) ვინაობა დღემდე არ არის საბოლოოდ დადგენილი. ამ თხზულებას [[ტრადიცია|ტრადიციულად]] ჰაგიოგრაფიულ [[ჟანრი|ჟანრს]] აკუთვნებენ, ზოგიერთი მკვლევარი „სასულიერო რომანს“ უწოდებს.
+
'''„სიბრძნე ბალაჰვარისი"''' („ბალავარიანი“) — საშუალო საუკუნეების პოპულარული სასულიერო რომანი.  
  
ძეგლის ლიტერატურული ისტორია ამგვარია: [[ბუდიზმი|ბუდიზმის]] ფუძემდებლის ბუდას ცხოვრების ლეგენდად ქცეული ამბავი VI საუკუნეში დამუშავდა ფაჰლაური (საშუალო სპარსულ) ენაზე. ფაჰლაური ვერსია დღემდე აღარ შემორჩენილა, მაგრამ მისი არსებობა უეჭველ ფაქტად არის მიჩნეული თუნდაც იმის გამო, რომ სწორედ ფაჰლაურის თარგმნის შედეგად შეიქმნა VIII საუკუნეში არაბული ვერსია - „წიგნი ბილაუჰარისა და ბუდასფისა“, რომელიც ემყარება კიდევ ოთხი სხვა არაბული თხზულება. ზოგიერთი მეცნიერი ვარაუდობდა, რომ ფაჰლაურიდან ძეგლი უნდა ეთარგმნათ აგრეთვე [[სირია|სირიულად]], ხოლო ამ უკანასკნელიდან — [[ქართული ენა|ქართულად]]; მაგრამ სირიული ვერსიის არსებობა არაფრით დადასტურებულა. XI ს-ის დამდეგს გაჩნდა ძეგლის [[საბერძნეთი|ბერძნული]] ვერსია — „ვარლაამი და იოსაფატი“, რომელიც მალე ითარგმნა ლათინურად, შემდეგ დასავლეთ და აღმოსავლეთ [[ევროპა|ევროპის]] ხალხთა [[ენა (მეტყველება)|ენებზეც]] გავრცელდა და შუა საუკუნეთა ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ნაწარმოებად იქცა. ბერძნულიდანვე იღებს სათავეს [[ქრისტიანობა|ქრისტიანულ]]-არაბული, [[ისრაელი|ებრაული]], [[ეთიოპია|ეთიოპური]] და [[სომხეთი|სომხური]] ვერსიები. საკუთრივ ბერძნული ვერსიის შექმნის თაობაზე მეცნიერებაში დიდხანს იყო აზრთა სხვადასხვაობა, ვიდრე საბოლოოდ არ დამტკიცდა, რომ ბერძნული ვერსია ქართულიდან თარგმნა და გადაამუშავა [[ექვთიმე ათონელი|ექვთიმე ათონელმა]]. მაშასადამე, ქართული ვერსიის წყარო რომ დადგენილიყო, უკვე ნათლად წარმოისებოდა ძეგლის ინდოეთიდან დასავლეთით გავრცელების თითქმის სრული სურათი. კარგა ხნის მანძილზე ქართულის წყაროდ მიაჩნდათ არაბული ვერსია, მაგრამ გაირკვა, რომ ქართული თხზულება შეიცავს ისეთ ელემენტებს, რომლებიც იპოვებოდა ინდურ პირველწყაროებსა და ფაჰლავურ ვერსიაში, ხოლო არაბულ ვერსიაში აღარ გადასულა; მაშასადამე, ქართულს სხვა წყაროთი უნდა ესარგებლა. გამოითქვა მოსაზრება, რომ ქართული თხზულების წყარო ფაჰლაური ვერსია უნდა ყოფილიყო. ისიც გაირკვა, რომ ქართული ვერსიის ძირითადი ნაწილი, მართალია, თითქმის სიტყვასიტყვითს თარგმანს წარმოადგენს, მაგრამ, გარდა ამისა, ქართული ვერსია შეიცავს აგრეთვე მოზრდილ ტექსტს (თხზულების დასკვნითი ნაწილი), რომელიც სრულიად უცნობი იყო ადრინდელი, თუნდაც ქართულის წყაროდ საგულვებელი ვერსიებისთვის, ხოლო ამ ტექსტს, თხზულების ძირითადი ნაწილის ქართულ თარგმანში შეტანილ სხვა ცვლილებებთან ერთად, ეკისრება უმნიშვნელოვანესი ფუნქცია — ბუდას ცხოვრების ამბის გარდათქმა პროზელიტი [[ქრისტიანობა|ქრისტიანის]], შემდეგ კი უკვე გამოჩენილი ქრისტიანი მოღვაწის, წმიდანის ცხოვრების ამბად, რის მეოხებითაც იქმნება სწორედ ძეგლის პირველი ქრისტიანული ვერსია. ამ ქართული ქრისტიანული ვერსიიდან იღებს დასაბამს ბერძნული (და მისი მეშვეობით — ყველა ევროპული) თხზულება.
+
[[ბუდა|ბუდას]] ცხოვრების [[ლეგენდა|ლეგენდად]] ქცეული ამბის მიხედვით შექმნილი ძეგლის ქართული ვერსია. მისი [[თარგმანი|თარგმნის]] (გადმოკეთების, დამუშავების, ჩაწერის) დრო და მთარგმნელის (გადმომკეთებლის, დამმუშავებლის, ჩამწერის) ვინაობა დღემდე არ არის საბოლოოდ დადგენილი. ამ თხზულებას [[ტრადიცია|ტრადიციულად]] ჰაგიოგრაფიულ [[ჟანრი|ჟანრს]] აკუთვნებენ, ზოგიერთი მკვლევარი „სასულიერო რომანს“ უწოდებს.
  
„სიბრძნე ბალაჰვარისი“ ჩვენამდე მოღწეულია ორი რედაქციით — ვრცელი და მოკლე რედაქციებით, რომლებიც ერთიმეორისგან საგრძნობლად განსხვავდება როგორც ცალკეული [[პასაჟი|პასაჟებით]] და დეტალებით, ისე, განსაკუთრებით, მოცულობით. მეცნიერთა ერთი ნაწილი ([[ყაუხჩიშვილი სიმონ|ს. ყაუხჩიშვილი]], [[ნუცუბიძე შალვა|შ. ნუცუბიძე]]) მიიჩნევდა, რომ პირველადია ინდოეთიდან ზეპირი გზით მოტანილი მონათხრობის ჩაწერის შედეგად იოანე მოსხის მიერ VII საუკუნეში შექმნილი მოკლე რედაქცია, ხოლო ვრცელი რედაქცია წარმოადგენს მის განვრცობა-გადამუშავებას, რაც XI საუკუნეში განხორციელდა; ამასთან, სწორედ მოკლე რედაქციის თარგმნის შედეგად არის მიღებული ბერძნული ვერსია სხვა მეცნიერთა ([[აბულაძე ილია|ი. აბულაძე]], [[კეკელიძე კორნელი|კ. კეკელიძე]], დ. ლანგი) შეხედულებით, პირუკუ, პირველადია IX-X საუკუნეებში არაბულიდან თარგმნილი ვრცელი რედაქცია, ხოლო მოკლე რედაქცია მისი გამოკრებისა და შეკუმშვის გზით არის შექმნილი XI საუკუნეში; ამასთან, სწორედ ვრცელი რედაქციის თარგმნის შედეგად არის მიღებული ბერძნული ვერსია. გამოითქვა სხვა მოსაზრებაც ([[თვარაძე რევაზ|რ. თვარაძე]]): არც ვრცელი რედაქცია მომდინარეობს მოკლესგან და არც მოკლე — ვრცელისგან, ორივე მათგანი დამოუკიდებლად არის მიღებული აწ დაკარგული დედნიდან - პირველი ქართული ვერსიიდან, რომელიც, თავის მხრივ, ფაჰლაურიდან უნდა ყოფილიყო თარგმნილი.
+
ძეგლის ლიტერატურული ისტორია ამგვარია: [[ბუდიზმი|ბუდიზმის]] ფუძემდებლის ბუდას ცხოვრების ლეგენდად ქცეული ამბავი VI საუკუნეში დამუშავდა ფაჰლაური (საშუალო სპარსულ) ენაზე. ფაჰლაური ვერსია დღემდე აღარ შემორჩენილა, მაგრამ მისი არსებობა უეჭველ ფაქტად არის მიჩნეული თუნდაც იმის გამო, რომ სწორედ ფაჰლაურის თარგმნის შედეგად შეიქმნა VIII საუკუნეში არაბული ვერსია - „წიგნი ბილაუჰარისა და ბუდასფისა“, რომელიც ემყარება კიდევ ოთხი სხვა არაბული თხზულება. ზოგიერთი მეცნიერი ვარაუდობდა, რომ ფაჰლაურიდან ძეგლი უნდა ეთარგმნათ აგრეთვე [[სირია|სირიულად]], ხოლო ამ უკანასკნელიდან — [[ქართული ენა|ქართულად]]; მაგრამ სირიული ვერსიის არსებობა არაფრით დადასტურებულა. XI ს-ის დამდეგს გაჩნდა ძეგლის [[საბერძნეთი|ბერძნული]] ვერსია — „ვარლაამი და იოსაფატი“, რომელიც მალე ითარგმნა ლათინურად, შემდეგ დასავლეთ და აღმოსავლეთ [[ევროპა|ევროპის]] ხალხთა [[ენა (მეტყველება)|ენებზეც]] გავრცელდა და შუა საუკუნეთა ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ნაწარმოებად იქცა. ბერძნულიდანვე იღებს სათავეს [[ქრისტიანობა|ქრისტიანულ]]-არაბული, ებრაული, ეთიოპური და სომხური ვერსიები. საკუთრივ ბერძნული ვერსიის შექმნის თაობაზე მეცნიერებაში დიდხანს იყო აზრთა სხვადასხვაობა, ვიდრე საბოლოოდ არ დამტკიცდა, რომ ბერძნული ვერსია ქართულიდან თარგმნა და გადაამუშავა [[ექვთიმე ათონელი|ექვთიმე ათონელმა]]. მაშასადამე, ქართული ვერსიის წყარო რომ დადგენილიყო, უკვე ნათლად წარმოისებოდა ძეგლის ინდოეთიდან დასავლეთით გავრცელების თითქმის სრული სურათი. კარგა ხნის მანძილზე ქართულის წყაროდ მიაჩნდათ არაბული ვერსია, მაგრამ გაირკვა, რომ ქართული თხზულება შეიცავს ისეთ ელემენტებს, რომლებიც იპოვებოდა ინდურ პირველწყაროებსა და ფაჰლავურ ვერსიაში, ხოლო არაბულ ვერსიაში აღარ გადასულა; მაშასადამე, ქართულს სხვა წყაროთი უნდა ესარგებლა. გამოითქვა მოსაზრება, რომ ქართული თხზულების წყარო ფაჰლაური ვერსია უნდა ყოფილიყო. ისიც გაირკვა, რომ ქართული ვერსიის ძირითადი ნაწილი, მართალია, თითქმის სიტყვასიტყვითს თარგმანს წარმოადგენს, მაგრამ, გარდა ამისა, ქართული ვერსია შეიცავს აგრეთვე მოზრდილ ტექსტს (თხზულების დასკვნითი ნაწილი), რომელიც სრულიად უცნობი იყო ადრინდელი, თუნდაც ქართულის წყაროდ საგულვებელი ვერსიებისთვის, ხოლო ამ ტექსტს, თხზულების ძირითადი ნაწილის ქართულ თარგმანში შეტანილ სხვა ცვლილებებთან ერთად, ეკისრება უმნიშვნელოვანესი ფუნქცია — ბუდას ცხოვრების ამბის გარდათქმა პროზელიტი ქრისტიანის, შემდეგ კი უკვე გამოჩენილი ქრისტიანი მოღვაწის, წმიდანის ცხოვრების ამბად, რის მეოხებითაც იქმნება სწორედ ძეგლის პირველი ქრისტიანული ვერსია. ამ ქართული ქრისტიანული ვერსიიდან იღებს დასაბამს ბერძნული (და მისი მეშვეობით — ყველა ევროპული) თხზულება.
 +
 
 +
„სიბრძნე ბალაჰვარისი“ ჩვენამდე მოღწეულია ორი რედაქციით — ვრცელი და მოკლე რედაქციებით, რომლებიც ერთიმეორისგან საგრძნობლად განსხვავდება როგორც ცალკეული [[პასაჟი|პასაჟებით]] და დეტალებით, ისე, განსაკუთრებით, მოცულობით. მეცნიერთა ერთი ნაწილი ([[ყაუხჩიშვილი სიმონ|ს. ყაუხჩიშვილი]], [[ნუცუბიძე შალვა|შ. ნუცუბიძე]]) მიიჩნევდა, რომ პირველადია ინდოეთიდან ზეპირი გზით მოტანილი მონათხრობის ჩაწერის შედეგად [[იოანე მოსხი]]ს მიერ VII საუკუნეში შექმნილი მოკლე რედაქცია, ხოლო ვრცელი რედაქცია წარმოადგენს მის განვრცობა-გადამუშავებას, რაც XI საუკუნეში განხორციელდა; ამასთან, სწორედ მოკლე რედაქციის თარგმნის შედეგად არის მიღებული ბერძნული ვერსია სხვა მეცნიერთა ([[აბულაძე ილია|ი. აბულაძე]], [[კეკელიძე კორნელი|კ. კეკელიძე]], დ. ლანგი) შეხედულებით, პირუკუ, პირველადია IX-X საუკუნეებში არაბულიდან თარგმნილი ვრცელი რედაქცია, ხოლო მოკლე რედაქცია მისი გამოკრებისა და შეკუმშვის გზით არის შექმნილი XI საუკუნეში; ამასთან, სწორედ ვრცელი რედაქციის თარგმნის შედეგად არის მიღებული ბერძნული ვერსია. გამოითქვა სხვა მოსაზრებაც ([[თვარაძე რევაზ|რ. თვარაძე]]): არც ვრცელი რედაქცია მომდინარეობს მოკლესგან და არც მოკლე — ვრცელისგან, ორივე მათგანი დამოუკიდებლად არის მიღებული აწ დაკარგული დედნიდან - პირველი ქართული ვერსიიდან, რომელიც, თავის მხრივ, ფაჰლაურიდან უნდა ყოფილიყო თარგმნილი.
  
 
ბუდას ცხოვრების ლეგენდად ქცეული ამბავი თავისთავადაც უაღრესად მომხიბვლელია. ფუფუნებით აღზრდილი, უმშვენიერესი შიმუნვარებით გარემოცული, ყოველგვარ საწუხარს საგულდაგულოდ განრიდებული უფლისწული (ბოდჰისატვა, ფაჰლაურ-არაბულის ბუდასფი, ქართულის იოდასაფი, ბერძნულის იოასაფი ან [[იოსაფატი]]) გარდუვალი ბედისწერის ძალით მაინც გადაეყრება სოფლის მსწრაფლწარმავლობისა და ამაოების [[მაცნე|მაცნეებს]] — ბერიკაცს, სნეულს, მკვდრის გვამს. მათი ხილვა და მათთა ამბავთა გამოძიება შეაძრწუნებს ჭაბუკს, ხოლო მისდა სულიერ მხსნელად მოვლენილი [[ასკეტი]] [[ბერი]] განუმარტავს, რომ ქვეყნად ყოველივე წარმავალია, ხრწნადი და ფუჭი. უფლისწული მამისეულ სასახლეს მიატოვებს, მეფური ცხოვრების ბრწყინვალებას [[განდეგილი|განდეგილის]] ფლასზე გადაცვლის, მეუდაბნოედ იქცევა, მრავალი წლის დაუცხრომელი სულიერი კვეთების შემდეგ ბოლოს მოიპოვებს სრულ სიბრძნეს, სწვდება ჭეშმარიტებას და მშობლიურ ქვეყანას დაბრუნებული სხვათაც განანათლებს.
 
ბუდას ცხოვრების ლეგენდად ქცეული ამბავი თავისთავადაც უაღრესად მომხიბვლელია. ფუფუნებით აღზრდილი, უმშვენიერესი შიმუნვარებით გარემოცული, ყოველგვარ საწუხარს საგულდაგულოდ განრიდებული უფლისწული (ბოდჰისატვა, ფაჰლაურ-არაბულის ბუდასფი, ქართულის იოდასაფი, ბერძნულის იოასაფი ან [[იოსაფატი]]) გარდუვალი ბედისწერის ძალით მაინც გადაეყრება სოფლის მსწრაფლწარმავლობისა და ამაოების [[მაცნე|მაცნეებს]] — ბერიკაცს, სნეულს, მკვდრის გვამს. მათი ხილვა და მათთა ამბავთა გამოძიება შეაძრწუნებს ჭაბუკს, ხოლო მისდა სულიერ მხსნელად მოვლენილი [[ასკეტი]] [[ბერი]] განუმარტავს, რომ ქვეყნად ყოველივე წარმავალია, ხრწნადი და ფუჭი. უფლისწული მამისეულ სასახლეს მიატოვებს, მეფური ცხოვრების ბრწყინვალებას [[განდეგილი|განდეგილის]] ფლასზე გადაცვლის, მეუდაბნოედ იქცევა, მრავალი წლის დაუცხრომელი სულიერი კვეთების შემდეგ ბოლოს მოიპოვებს სრულ სიბრძნეს, სწვდება ჭეშმარიტებას და მშობლიურ ქვეყანას დაბრუნებული სხვათაც განანათლებს.
  
ბუნებრივია, რომ ამ ამბავში დაუნჯებული იდეა ამქვეყნიური დიდების არად მიჩნევის და მარადიულ სულიერ ფასეულობათა ძიებისა თანაბრად სანუკვარი აღმოჩნდებოდა ნებისმიერი რელიგიის ადეპტთათვის. ამიტომ იყო, რომ ამ ძეგლით მაჰმადიანნიც დაინტერესდნენ, ქრისტიანნიც და მანიქეველნიც. ოღონდ საგულისხმოა, რომ მსოფლმხედველობრივად ამორფული მაჰმადიანური ვერსიებისგან განსხვავებით, ძეგლის პირველსავე ქრისტიანულ ვერსიაში (ქართული თხზულება) ბუდიზმი, როგორც მსოფლმხედველობა, სავსებით დაძლეულია, იმ ზომამდე, რომ შექმნილია ნაწარმოების ორი მთავარი პერსონაჟის (უფლისწულისა და განდეგილის) შემდგომში ქრისტიან წმიდანებად შერაცხვის სრული საფუძველი. ქრისტიანული ვერსიის შემქმნელი მარჯვედ იყენენებს ბიბლიურ წიგნებს, რელიგიურ-ფილოსოფიურ ლიტერატურას (პატრისტიკა, არისტიდეს „აპოლოგია“, შესაძლოა - ფსევდო-დიონისე რეოპაგელი), ანტიკურ ფილოსოფიას (განსაკუთრებით - პლატონი). საკუთრივ ბუდისტური სიბრძნიდან მას მხოლოდ ის აქვს შეწყნარებული, რაც შესაწყნარებელი იქნებოდა ნებისმიერი მონოთეისტური რელიგიისათვის.
+
ბუნებრივია, რომ ამ ამბავში დაუნჯებული იდეა ამქვეყნიური დიდების არად მიჩნევის და მარადიულ სულიერ ფასეულობათა ძიებისა თანაბრად სანუკვარი აღმოჩნდებოდა ნებისმიერი რელიგიის ადეპტთათვის. ამიტომ იყო, რომ ამ ძეგლით მაჰმადიანნიც დაინტერესდნენ, ქრისტიანნიც და მანიქეველნიც. ოღონდ საგულისხმოა, რომ მსოფლმხედველობრივად ამორფული მაჰმადიანური ვერსიებისგან განსხვავებით, ძეგლის პირველსავე ქრისტიანულ ვერსიაში (ქართული თხზულება) ბუდიზმი, როგორც მსოფლმხედველობა, სავსებით დაძლეულია, იმ ზომამდე, რომ შექმნილია ნაწარმოების ორი მთავარი პერსონაჟის (უფლისწულისა და განდეგილის) შემდგომში ქრისტიან წმიდანებად შერაცხვის სრული საფუძველი. ქრისტიანული ვერსიის შემქმნელი მარჯვედ იყენენებს ბიბლიურ წიგნებს, რელიგიურ-ფილოსოფიურ ლიტერატურას (პატრისტიკა, არისტიდეს „აპოლოგია“, შესაძლოა - ფსევდო-დიონისე რეოპაგელი), ანტიკურ ფილოსოფიას (განსაკუთრებით - [[პლატონი]]). საკუთრივ ბუდისტური სიბრძნიდან მას მხოლოდ ის აქვს შეწყნარებული, რაც შესაწყნარებელი იქნებოდა ნებისმიერი [[მონოთეიზმი|მონოთეისტური]] [[რელიგია|რელიგიისათვის]].
  
[[არქიტექტონიკა|არქიტექტონიკის]] თვალსაზრისით ინდურმა ამბავმა ფაჰლაურ ვერსიაშივე  განიცადა ცვლილება — უსაზომოდ გაიზარდა [[განდეგილი|განდეგილის]], [[ასკეტი|ასკეტის]] (ბილაუჰარი, ქართული ვერსიის ბალაჰვარი, ბერძნულის ვარრლაამი) როლი და უფლისწულთან მის სულისმარგებელ საუბარს მრავალი იგავითურთ თხზულების მეტი ნაწილი დაეთმო. პირველ ქრისტიანულ (ქართულ) ვერსიაში სიუჟეტს დაერთო სხვა სიახლეც: [[კერპთაყვანისმცემლობა|კერპთაყვანისმცემელი]] მეფისა და ჭეშმარიტების გზას მიდევნებული უფლისწულის მიერ [[სახელმწიფო|სახელმწიფოს]] ორად გაყოფა, მეფის განმგებლობაში მოხვედრილი ქვეყნის დაკნინება და უფლისწულის საგანმგებლოს ყოველმხრივ — სულიერადაც და მატერიალურადაც — აყვავება, რასაც შედეგად მოჰყვა განდეგილისა და უფლისწულის სარწმუნოების (ქრისტიანობის) უპირატესობის პრაქტიკული დადასტურება და, საბოლოოდ, კერპმთმსახური მეფისა და მისი სამფლობელოს გაქრისტიანება. გამოითქვა მოსაზრება, რომ ეს სიუჟეტური სიახლე პირველი ქრისტიანული ვერსიის შემქმნელს უნდა შემოეტანა [[პლატონი|პლატონის]] „სახელმწიფოს“ იმ დებულებაზე დამყარებით, რომლის თანახმადაც მხოლოდ ბრძენი მმართველის, ფილოსოფოსის განმგებლობა განაპირობებს ქვეყნის ყოველმხრივ აყავებას.
+
[[არქიტექტონიკა|არქიტექტონიკის]] თვალსაზრისით ინდურმა ამბავმა ფაჰლაურ ვერსიაშივე  განიცადა ცვლილება — უსაზომოდ გაიზარდა განდეგილის, ასკეტის (ბილაუჰარი, ქართული ვერსიის ბალაჰვარი, ბერძნულის ვარრლაამი) როლი და უფლისწულთან მის სულისმარგებელ საუბარს მრავალი იგავითურთ თხზულების მეტი ნაწილი დაეთმო. პირველ ქრისტიანულ (ქართულ) ვერსიაში სიუჟეტს დაერთო სხვა სიახლეც: [[კერპთაყვანისმცემლობა|კერპთაყვანისმცემელი]] მეფისა და ჭეშმარიტების გზას მიდევნებული უფლისწულის მიერ [[სახელმწიფო|სახელმწიფოს]] ორად გაყოფა, მეფის განმგებლობაში მოხვედრილი ქვეყნის დაკნინება და უფლისწულის საგანმგებლოს ყოველმხრივ — სულიერადაც და მატერიალურადაც — აყვავება, რასაც შედეგად მოჰყვა განდეგილისა და უფლისწულის სარწმუნოების (ქრისტიანობის) უპირატესობის პრაქტიკული დადასტურება და, საბოლოოდ, კერპმთმსახური მეფისა და მისი სამფლობელოს გაქრისტიანება. გამოითქვა მოსაზრება, რომ ეს სიუჟეტური სიახლე პირველი ქრისტიანული ვერსიის შემქმნელს უნდა შემოეტანა პლატონის „სახელმწიფოს“ იმ დებულებაზე დამყარებით, რომლის თანახმადაც მხოლოდ ბრძენი მმართველის, ფილოსოფოსის განმგებლობა განაპირობებს ქვეყნის ყოველმხრივ აყავებას.
  
მიუხედავად სიუჟეტის ამგვარად წარმართვისა, ამ ვერსიის შემქნელი თხზულების ფინალში გამოკვეთავს ყველა ადრინდელი ვერსიისათვის უცნობ იდეალს — უფლისწულის მიერ სოფლიური ყოფის საბოლოოდ მოძაგებას და ასკეტ მეუდაბნოედ ქცევას (ინდურ პირველწყაროებში განდეგილად წასვლა ოდენ დროებითი აქციაა, განმარტოებაში ინდივიდუალური ძალისხმევის მეოხებით ჭეშმარიტების წვდომის საწინდარი; ამის შემდეგ ბუდა საკუთარი სულის გადარჩენისთვის კი აღარ ზრუნავს, ქვეყანას უბრუნდება და სხვათა გამოხსნისთვის იწყებს მოღვაწეობას. იგივე ხდება ფაჰლაურსა და არაბულ ვერსიებში). ეს იდეალი ძველი და [[ახალი აღთქმა|ახალი აღთქმის]] წიგნებისთვის შეუთავსებელი, მაგრამ ქრისტიანობის განვითარების გარკვეულ ეტაპზე ადრეულ შუა საუკუნეებში დიდად პოპულარული, არის სწორედ ქართული ვერსიისა და მისგან მომდინარე ძეგლების მამოძრავებელი ღერძი. ოღონდ საგულისხმოა, რომ თხზულებაში, ამასთან ერთად, ნაგრძნობი და მინიშნებულია ის დაფარული შინაგანი წინააღმდეგობა, რაც გარდუვალად თან სდევს განდეგილობისა და ასკეტობის ეგოისტურ იდეალს. სწორედ ეს გარემოება ხდის შესაძლოს აღიძრას „სიბრძნე ბალაჰვარისის“ არეოპაგიტიკასთან დაკავშირების საკითხი. რადგან ამ ძეგლის წარმოქმნის ეპოქაში ხსენებული წინააღმდეგობა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლებოდა წარმოჩენილიყო, თუკი [[არეოპაგი|არეოპაგიტული]] თვალთახედვით იქნებოდა მოაზრებული შუა საუკუნეთა ქრისტიანული ქვეყნიერების ძირითადი მსოფლმხედველობრივი პრობლემა — სოფლისა და ზესთასოფლის მიმართება.
+
მიუხედავად სიუჟეტის ამგვარად წარმართვისა, ამ ვერსიის შემქნელი თხზულების ფინალში გამოკვეთავს ყველა ადრინდელი ვერსიისათვის უცნობ იდეალს — უფლისწულის მიერ სოფლიური ყოფის საბოლოოდ მოძაგებას და ასკეტ მეუდაბნოედ ქცევას (ინდურ პირველწყაროებში განდეგილად წასვლა ოდენ დროებითი აქციაა, განმარტოებაში ინდივიდუალური ძალისხმევის მეოხებით ჭეშმარიტების წვდომის საწინდარი; ამის შემდეგ ბუდა საკუთარი სულის გადარჩენისთვის კი აღარ ზრუნავს, ქვეყანას უბრუნდება და სხვათა გამოხსნისთვის იწყებს მოღვაწეობას. იგივე ხდება ფაჰლაურსა და არაბულ ვერსიებში). ეს იდეალი ძველი და [[ახალი აღთქმა|ახალი აღთქმის]] წიგნებისთვის შეუთავსებელი, მაგრამ [[ქრისტიანობა|ქრისტიანობის]] განვითარების გარკვეულ ეტაპზე ადრეულ შუა საუკუნეებში დიდად პოპულარული, არის სწორედ ქართული ვერსიისა და მისგან მომდინარე ძეგლების მამოძრავებელი ღერძი. ოღონდ საგულისხმოა, რომ თხზულებაში, ამასთან ერთად, ნაგრძნობი და მინიშნებულია ის დაფარული შინაგანი წინააღმდეგობა, რაც გარდუვალად თან სდევს განდეგილობისა და ასკეტობის ეგოისტურ იდეალს. სწორედ ეს გარემოება ხდის შესაძლოს აღიძრას „სიბრძნე ბალაჰვარისის“ არეოპაგიტიკასთან დაკავშირების საკითხი. რადგან ამ ძეგლის წარმოქმნის ეპოქაში ხსენებული წინააღმდეგობა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლებოდა წარმოჩენილიყო, თუკი არეოპაგიტული თვალთახედვით იქნებოდა მოაზრებული შუა საუკუნეთა ქრისტიანული ქვეყნიერების ძირითადი მსოფლმხედველობრივი პრობლემა — სოფლისა და ზესთასოფლის მიმართება.
  
„სიბრძნე ბალაჰვარისის“ მსოფლმხედველობრივი რაობის ამოსაცნობად ისიც დიდად საგულისხმოა, რომ თხზულებაში შემეცნების გზად დასახულია გონების მოღვაწეობა, ჭეშმარიტების წვდომის საშუალებად — მსჯელობა, კამათი. გონება აგრეთვე მიიჩნევა უმთავრეს ძალად, რომელმაც უნდა სძლიოს ბნელი მატერიისკენ სულის წარმზიდველ სურვილს, რაც, თავის მხრივ, აღიძვრის იმის არცოდნის შედეგად, რომ სოფელი, მატერიალური სამყარო არა-არსია. ადამიანის [[სული|სულში]] მიმდინარეობს მარადი ბრძოლა გონებასა და სურვილს შორის და ეს [[ბრძოლა]] და გონების გამარჯვება შეადგენს კაცობრიული არსებობის აზრს. ამასთან ერთად, თხზულების ავტორი ცდილობს, ყველგან თანმიმდევრულად ლოგიკური იყოს და ყოველი თავისი დებულება დაასაბუთოს.
+
„სიბრძნე ბალაჰვარისის“ მსოფლმხედველობრივი რაობის ამოსაცნობად ისიც დიდად საგულისხმოა, რომ თხზულებაში შემეცნების გზად დასახულია გონების მოღვაწეობა, ჭეშმარიტების წვდომის საშუალებად — მსჯელობა, კამათი. გონება აგრეთვე მიიჩნევა უმთავრეს ძალად, რომელმაც უნდა სძლიოს ბნელი მატერიისკენ სულის წარმზიდველ სურვილს, რაც, თავის მხრივ, აღიძვრის იმის არცოდნის შედეგად, რომ სოფელი, მატერიალური სამყარო არა-არსია. ადამიანის სულში მიმდინარეობს მარადი ბრძოლა გონებასა და სურვილს შორის და ეს ბრძოლა და გონების გამარჯვება შეადგენს კაცობრიული არსებობის აზრს. ამასთან ერთად, თხზულების ავტორი ცდილობს, ყველგან თანმიმდევრულად ლოგიკური იყოს და ყოველი თავისი დებულება დაასაბუთოს.
  
ეს ყოველივე ორგანულად არის შერწყმული ინდური თუ ფაჰლაური პირველწყაროებიდანვე მომდინარე მიმზიდველ სიუჟეტურ ხაზს, დახვეწილ ფსიქოლოგიზმს, ადამიანის ბუნების ღრმა ცოდნას, ხასიათთა გამოძერწვის ოსტატობას, მარჯვედ წარმართულ [[დიალოგი|დიალოგებს]], დღესაც შეუნელებელი გულისყურით წასაკითხი [[იგავი|იგავების]] მიერ შექმნილ განუმეორებელ კოლორიტს. „სიბრძნე ბალაჰვარისი“ არის ერთ-ერთი ჩინებული ნიმუში აღმოსავლურ და დასავლურ [[კულტურა|კულტურათა]] ორგანული [[სინთეზი (უნარ-ჩვევა)|სინთეზისა]], რასაც ოდითგანვე ესწრაფვოდა და ახორციელებდა ქართული კულტურა. ეს არის საეტაპო ნაწარმოები, რომელშიც, როგორც [[ფოკუსი|ფოკუსში]], ისე იყრის თავს შუა საუკუნეთა ქართული მწერლობის [[მსოფლმხედველობა|მსოფლმხედველობრივი]] და ლიტერატურული პრობლემატიკა. ამიტომ ბუნებრივია ის ცხოველი ინტერესი, რომელსაც იჩენს ამ ძეგლისადმი როგორც ქართული, ისე უცხოური მეცნიერება. არ არსებობს შუა საუკუნეთა ქართული მწერლობის ძეგლი, გარდა „ვეფხისტყაოსნისა“, რომელსაც ამდენი გამოკვლევა მიძღვნოდეს (აქ ისიც გასათვალისწინებელია, რომ ბუდას ცხოვრების ამბის ინდოეთიდან დასავლეთით გავრცელების რთულ ეტაპებად მიმდინარე პროცესში „სიბრძნე ბალაჰვარისის“ განსაკუთრებული როლი აქვს შესრულებული და, ამდენად, მისი შესწავლა ოდენ ქართული კულტურის ინტერესებს არ ემსახურება).
+
ეს ყოველივე ორგანულად არის შერწყმული ინდური თუ ფაჰლაური პირველწყაროებიდანვე მომდინარე მიმზიდველ სიუჟეტურ ხაზს, დახვეწილ ფსიქოლოგიზმს, ადამიანის ბუნების ღრმა ცოდნას, ხასიათთა გამოძერწვის ოსტატობას, მარჯვედ წარმართულ [[დიალოგი|დიალოგებს]], დღესაც შეუნელებელი გულისყურით წასაკითხი [[იგავი|იგავების]] მიერ შექმნილ განუმეორებელ კოლორიტს. „სიბრძნე ბალაჰვარისი“ არის ერთ-ერთი ჩინებული ნიმუში აღმოსავლურ და დასავლურ [[კულტურა|კულტურათა]] ორგანული სინთეზისა, რასაც ოდითგანვე ესწრაფვოდა და ახორციელებდა ქართული კულტურა. ეს არის საეტაპო ნაწარმოები, რომელშიც, როგორც [[ფოკუსი|ფოკუსში]], ისე იყრის თავს შუა საუკუნეთა ქართული მწერლობის [[მსოფლმხედველობა|მსოფლმხედველობრივი]] და ლიტერატურული პრობლემატიკა. ამიტომ ბუნებრივია ის ცხოველი ინტერესი, რომელსაც იჩენს ამ ძეგლისადმი როგორც ქართული, ისე უცხოური მეცნიერება. არ არსებობს შუა საუკუნეთა ქართული მწერლობის ძეგლი, გარდა „ვეფხისტყაოსნისა“, რომელსაც ამდენი გამოკვლევა მიძღვნოდეს (აქ ისიც გასათვალისწინებელია, რომ ბუდას ცხოვრების ამბის ინდოეთიდან დასავლეთით გავრცელების რთულ ეტაპებად მიმდინარე პროცესში „სიბრძნე ბალაჰვარისის“ განსაკუთრებული როლი აქვს შესრულებული და, ამდენად, მისი შესწავლა ოდენ ქართული კულტურის ინტერესებს არ ემსახურება). ქართული ვერსიის ვრცელ რედაქციას აშკარად ატყვია თარგმანის კვალი (როგორც ლექსიკაში, ისე ფრაზათა აღნაგობაში). მოკლე რედაქცია, როგორც შემოკლებული დამუშავება პირველადი დედნისა, ამგვარი გავლენისგან თავისუფალია და სტილისტურად უფრო დახვეწილი. დიდად საგულისხმოა, რომ ორივე რედაქციის ტექსტი არაიშვიათად წარმოადგენს რიტმულად ორგანიზებულ, ალიტირებულ, ალაგ-ალაგ მარტივი რითმებით გაწყობილ პროზას. ოღონდ ამ ასპექტით, საერთოდ,მხატვრული თვალსაზრისით, ძეგლი ჯერჯერობით თითქმის სრულიად შეუსწავლელია.
ქართული ვერსიის ვრცელ რედაქციას აშკარად ატყვია თარგმანის კვალი (როგორც ლექსიკაში, ისე ფრაზათა აღნაგობაში). მოკლე რედაქცია, როგორც შემოკლებული დამუშავება პირველადი დედნისა, ამგვარი გავლენისგან თავისუფალია და სტილისტურად უფრო დახვეწილი. დიდად საგულისხმოა, რომ ორივე რედაქციის ტექსტი არაიშვიათად წარმოადგენს რიტმულად ორგანიზებულ, ალიტირებულ, ალაგ-ალაგ მარტივი რითმებით გაწყობილ პროზას. ოღონდ ამ ასპექტით, საერთოდ,მხატვრული თვალსაზრისით, ძეგლი ჯერჯერობით თითქმის სრულიად შეუსწავლელია.
+
  
 
„სიბრძნე ბალაჰვარისის“ ორივე რედაქცია თარგმნილია რუსულად და ინგლისურად.
 
„სიბრძნე ბალაჰვარისის“ ორივე რედაქცია თარგმნილია რუსულად და ინგლისურად.
ხაზი 22: ხაზი 23:
  
 
==ტექსტი==
 
==ტექსტი==
ბალავარიანის ქართული რედაქციები, 1957. Мудрость Балавара (Балавариани). T6., 1962.
+
* ბალავარიანის ქართული რედაქციები, 1957. Мудрость Балавара (Балавариани). T6., 1962.
  
  
ხაზი 29: ხაზი 30:
 
* [[კეკელიძე კორნელი|კ. კეკელიძე]], ბალავარის რომანი ქრისტიანულ მწერლობაში, „ეტიუდები“, VI, 1960;  
 
* [[კეკელიძე კორნელი|კ. კეკელიძე]], ბალავარის რომანი ქრისტიანულ მწერლობაში, „ეტიუდები“, VI, 1960;  
 
* [[ყაუხჩიშვილი სიმონ|ს. ყაუხჩიშვილი]], ბიზანტიური ლიტერატურის ისტორია, 1973. გვ. 204-236; რ. თვარაძე, „სიბრძნე ბალაჰვარისი“ - ორი რედაქცია, მისსავე წიგნში „წიგნი და მკითხველი“, 1971;  
 
* [[ყაუხჩიშვილი სიმონ|ს. ყაუხჩიშვილი]], ბიზანტიური ლიტერატურის ისტორია, 1973. გვ. 204-236; რ. თვარაძე, „სიბრძნე ბალაჰვარისი“ - ორი რედაქცია, მისსავე წიგნში „წიგნი და მკითხველი“, 1971;  
* Варлаам и Иоасаф,Новый энциклопедический словарь Ф. Брокгауза и И. Эфрона, т. ІХ: Повесть о Варлааме и Иоасафе: M. VI., 1947 (ი. კრაჩკოვსკის შესავალი წერილი); III. Hуцубидзе, К происхаждению греческого романа „Варлаам и Иоасаф“ 1956.
+
* Варлаам и Иоасаф,Новый энциклопедический словарь Ф. Брокгауза и И. Эфрона, т. ІХ: Повесть о Варлааме и Иоасафе: M. VI., 1947 (ი. კრაჩკოვსკის შესავალი წერილი); III.
 +
* [[ნუცუბიძე შალვა|Ш. Hуцубидзе]], К происхаждению греческого романа „Варлаам и Иоасаф“ 1956.
 +
 
 +
==წყარო==
 +
[[ქართული მწერლობა: ლექსიკონი-ცნობარი]]
 +
 
 +
[[კატეგორია: ქართული მწერლობა]]
 +
[[კატეგორია:ძველი ქართული მწერლობა]]
 +
[[კატეგორია: ქართული თარგმანები‏‎]]
 +
[[კატეგორია: ჰაგიოგრაფიული ლიტერატურა]]
 +
[[კატეგორია:სპარსული ლიტერატურა]]

მიმდინარე ცვლილება 19:26, 11 ნოემბერი 2023 მდგომარეობით

„სიბრძნე ბალაჰვარისი" („ბალავარიანი“) — საშუალო საუკუნეების პოპულარული სასულიერო რომანი.

ბუდას ცხოვრების ლეგენდად ქცეული ამბის მიხედვით შექმნილი ძეგლის ქართული ვერსია. მისი თარგმნის (გადმოკეთების, დამუშავების, ჩაწერის) დრო და მთარგმნელის (გადმომკეთებლის, დამმუშავებლის, ჩამწერის) ვინაობა დღემდე არ არის საბოლოოდ დადგენილი. ამ თხზულებას ტრადიციულად ჰაგიოგრაფიულ ჟანრს აკუთვნებენ, ზოგიერთი მკვლევარი „სასულიერო რომანს“ უწოდებს.

ძეგლის ლიტერატურული ისტორია ამგვარია: ბუდიზმის ფუძემდებლის ბუდას ცხოვრების ლეგენდად ქცეული ამბავი VI საუკუნეში დამუშავდა ფაჰლაური (საშუალო სპარსულ) ენაზე. ფაჰლაური ვერსია დღემდე აღარ შემორჩენილა, მაგრამ მისი არსებობა უეჭველ ფაქტად არის მიჩნეული თუნდაც იმის გამო, რომ სწორედ ფაჰლაურის თარგმნის შედეგად შეიქმნა VIII საუკუნეში არაბული ვერსია - „წიგნი ბილაუჰარისა და ბუდასფისა“, რომელიც ემყარება კიდევ ოთხი სხვა არაბული თხზულება. ზოგიერთი მეცნიერი ვარაუდობდა, რომ ფაჰლაურიდან ძეგლი უნდა ეთარგმნათ აგრეთვე სირიულად, ხოლო ამ უკანასკნელიდან — ქართულად; მაგრამ სირიული ვერსიის არსებობა არაფრით დადასტურებულა. XI ს-ის დამდეგს გაჩნდა ძეგლის ბერძნული ვერსია — „ვარლაამი და იოსაფატი“, რომელიც მალე ითარგმნა ლათინურად, შემდეგ დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის ხალხთა ენებზეც გავრცელდა და შუა საუკუნეთა ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ნაწარმოებად იქცა. ბერძნულიდანვე იღებს სათავეს ქრისტიანულ-არაბული, ებრაული, ეთიოპური და სომხური ვერსიები. საკუთრივ ბერძნული ვერსიის შექმნის თაობაზე მეცნიერებაში დიდხანს იყო აზრთა სხვადასხვაობა, ვიდრე საბოლოოდ არ დამტკიცდა, რომ ბერძნული ვერსია ქართულიდან თარგმნა და გადაამუშავა ექვთიმე ათონელმა. მაშასადამე, ქართული ვერსიის წყარო რომ დადგენილიყო, უკვე ნათლად წარმოისებოდა ძეგლის ინდოეთიდან დასავლეთით გავრცელების თითქმის სრული სურათი. კარგა ხნის მანძილზე ქართულის წყაროდ მიაჩნდათ არაბული ვერსია, მაგრამ გაირკვა, რომ ქართული თხზულება შეიცავს ისეთ ელემენტებს, რომლებიც იპოვებოდა ინდურ პირველწყაროებსა და ფაჰლავურ ვერსიაში, ხოლო არაბულ ვერსიაში აღარ გადასულა; მაშასადამე, ქართულს სხვა წყაროთი უნდა ესარგებლა. გამოითქვა მოსაზრება, რომ ქართული თხზულების წყარო ფაჰლაური ვერსია უნდა ყოფილიყო. ისიც გაირკვა, რომ ქართული ვერსიის ძირითადი ნაწილი, მართალია, თითქმის სიტყვასიტყვითს თარგმანს წარმოადგენს, მაგრამ, გარდა ამისა, ქართული ვერსია შეიცავს აგრეთვე მოზრდილ ტექსტს (თხზულების დასკვნითი ნაწილი), რომელიც სრულიად უცნობი იყო ადრინდელი, თუნდაც ქართულის წყაროდ საგულვებელი ვერსიებისთვის, ხოლო ამ ტექსტს, თხზულების ძირითადი ნაწილის ქართულ თარგმანში შეტანილ სხვა ცვლილებებთან ერთად, ეკისრება უმნიშვნელოვანესი ფუნქცია — ბუდას ცხოვრების ამბის გარდათქმა პროზელიტი ქრისტიანის, შემდეგ კი უკვე გამოჩენილი ქრისტიანი მოღვაწის, წმიდანის ცხოვრების ამბად, რის მეოხებითაც იქმნება სწორედ ძეგლის პირველი ქრისტიანული ვერსია. ამ ქართული ქრისტიანული ვერსიიდან იღებს დასაბამს ბერძნული (და მისი მეშვეობით — ყველა ევროპული) თხზულება.

„სიბრძნე ბალაჰვარისი“ ჩვენამდე მოღწეულია ორი რედაქციით — ვრცელი და მოკლე რედაქციებით, რომლებიც ერთიმეორისგან საგრძნობლად განსხვავდება როგორც ცალკეული პასაჟებით და დეტალებით, ისე, განსაკუთრებით, მოცულობით. მეცნიერთა ერთი ნაწილი (ს. ყაუხჩიშვილი, შ. ნუცუბიძე) მიიჩნევდა, რომ პირველადია ინდოეთიდან ზეპირი გზით მოტანილი მონათხრობის ჩაწერის შედეგად იოანე მოსხის მიერ VII საუკუნეში შექმნილი მოკლე რედაქცია, ხოლო ვრცელი რედაქცია წარმოადგენს მის განვრცობა-გადამუშავებას, რაც XI საუკუნეში განხორციელდა; ამასთან, სწორედ მოკლე რედაქციის თარგმნის შედეგად არის მიღებული ბერძნული ვერსია სხვა მეცნიერთა (ი. აბულაძე, კ. კეკელიძე, დ. ლანგი) შეხედულებით, პირუკუ, პირველადია IX-X საუკუნეებში არაბულიდან თარგმნილი ვრცელი რედაქცია, ხოლო მოკლე რედაქცია მისი გამოკრებისა და შეკუმშვის გზით არის შექმნილი XI საუკუნეში; ამასთან, სწორედ ვრცელი რედაქციის თარგმნის შედეგად არის მიღებული ბერძნული ვერსია. გამოითქვა სხვა მოსაზრებაც (რ. თვარაძე): არც ვრცელი რედაქცია მომდინარეობს მოკლესგან და არც მოკლე — ვრცელისგან, ორივე მათგანი დამოუკიდებლად არის მიღებული აწ დაკარგული დედნიდან - პირველი ქართული ვერსიიდან, რომელიც, თავის მხრივ, ფაჰლაურიდან უნდა ყოფილიყო თარგმნილი.

ბუდას ცხოვრების ლეგენდად ქცეული ამბავი თავისთავადაც უაღრესად მომხიბვლელია. ფუფუნებით აღზრდილი, უმშვენიერესი შიმუნვარებით გარემოცული, ყოველგვარ საწუხარს საგულდაგულოდ განრიდებული უფლისწული (ბოდჰისატვა, ფაჰლაურ-არაბულის ბუდასფი, ქართულის იოდასაფი, ბერძნულის იოასაფი ან იოსაფატი) გარდუვალი ბედისწერის ძალით მაინც გადაეყრება სოფლის მსწრაფლწარმავლობისა და ამაოების მაცნეებს — ბერიკაცს, სნეულს, მკვდრის გვამს. მათი ხილვა და მათთა ამბავთა გამოძიება შეაძრწუნებს ჭაბუკს, ხოლო მისდა სულიერ მხსნელად მოვლენილი ასკეტი ბერი განუმარტავს, რომ ქვეყნად ყოველივე წარმავალია, ხრწნადი და ფუჭი. უფლისწული მამისეულ სასახლეს მიატოვებს, მეფური ცხოვრების ბრწყინვალებას განდეგილის ფლასზე გადაცვლის, მეუდაბნოედ იქცევა, მრავალი წლის დაუცხრომელი სულიერი კვეთების შემდეგ ბოლოს მოიპოვებს სრულ სიბრძნეს, სწვდება ჭეშმარიტებას და მშობლიურ ქვეყანას დაბრუნებული სხვათაც განანათლებს.

ბუნებრივია, რომ ამ ამბავში დაუნჯებული იდეა ამქვეყნიური დიდების არად მიჩნევის და მარადიულ სულიერ ფასეულობათა ძიებისა თანაბრად სანუკვარი აღმოჩნდებოდა ნებისმიერი რელიგიის ადეპტთათვის. ამიტომ იყო, რომ ამ ძეგლით მაჰმადიანნიც დაინტერესდნენ, ქრისტიანნიც და მანიქეველნიც. ოღონდ საგულისხმოა, რომ მსოფლმხედველობრივად ამორფული მაჰმადიანური ვერსიებისგან განსხვავებით, ძეგლის პირველსავე ქრისტიანულ ვერსიაში (ქართული თხზულება) ბუდიზმი, როგორც მსოფლმხედველობა, სავსებით დაძლეულია, იმ ზომამდე, რომ შექმნილია ნაწარმოების ორი მთავარი პერსონაჟის (უფლისწულისა და განდეგილის) შემდგომში ქრისტიან წმიდანებად შერაცხვის სრული საფუძველი. ქრისტიანული ვერსიის შემქმნელი მარჯვედ იყენენებს ბიბლიურ წიგნებს, რელიგიურ-ფილოსოფიურ ლიტერატურას (პატრისტიკა, არისტიდეს „აპოლოგია“, შესაძლოა - ფსევდო-დიონისე რეოპაგელი), ანტიკურ ფილოსოფიას (განსაკუთრებით - პლატონი). საკუთრივ ბუდისტური სიბრძნიდან მას მხოლოდ ის აქვს შეწყნარებული, რაც შესაწყნარებელი იქნებოდა ნებისმიერი მონოთეისტური რელიგიისათვის.

არქიტექტონიკის თვალსაზრისით ინდურმა ამბავმა ფაჰლაურ ვერსიაშივე განიცადა ცვლილება — უსაზომოდ გაიზარდა განდეგილის, ასკეტის (ბილაუჰარი, ქართული ვერსიის ბალაჰვარი, ბერძნულის ვარრლაამი) როლი და უფლისწულთან მის სულისმარგებელ საუბარს მრავალი იგავითურთ თხზულების მეტი ნაწილი დაეთმო. პირველ ქრისტიანულ (ქართულ) ვერსიაში სიუჟეტს დაერთო სხვა სიახლეც: კერპთაყვანისმცემელი მეფისა და ჭეშმარიტების გზას მიდევნებული უფლისწულის მიერ სახელმწიფოს ორად გაყოფა, მეფის განმგებლობაში მოხვედრილი ქვეყნის დაკნინება და უფლისწულის საგანმგებლოს ყოველმხრივ — სულიერადაც და მატერიალურადაც — აყვავება, რასაც შედეგად მოჰყვა განდეგილისა და უფლისწულის სარწმუნოების (ქრისტიანობის) უპირატესობის პრაქტიკული დადასტურება და, საბოლოოდ, კერპმთმსახური მეფისა და მისი სამფლობელოს გაქრისტიანება. გამოითქვა მოსაზრება, რომ ეს სიუჟეტური სიახლე პირველი ქრისტიანული ვერსიის შემქმნელს უნდა შემოეტანა პლატონის „სახელმწიფოს“ იმ დებულებაზე დამყარებით, რომლის თანახმადაც მხოლოდ ბრძენი მმართველის, ფილოსოფოსის განმგებლობა განაპირობებს ქვეყნის ყოველმხრივ აყავებას.

მიუხედავად სიუჟეტის ამგვარად წარმართვისა, ამ ვერსიის შემქნელი თხზულების ფინალში გამოკვეთავს ყველა ადრინდელი ვერსიისათვის უცნობ იდეალს — უფლისწულის მიერ სოფლიური ყოფის საბოლოოდ მოძაგებას და ასკეტ მეუდაბნოედ ქცევას (ინდურ პირველწყაროებში განდეგილად წასვლა ოდენ დროებითი აქციაა, განმარტოებაში ინდივიდუალური ძალისხმევის მეოხებით ჭეშმარიტების წვდომის საწინდარი; ამის შემდეგ ბუდა საკუთარი სულის გადარჩენისთვის კი აღარ ზრუნავს, ქვეყანას უბრუნდება და სხვათა გამოხსნისთვის იწყებს მოღვაწეობას. იგივე ხდება ფაჰლაურსა და არაბულ ვერსიებში). ეს იდეალი ძველი და ახალი აღთქმის წიგნებისთვის შეუთავსებელი, მაგრამ ქრისტიანობის განვითარების გარკვეულ ეტაპზე ადრეულ შუა საუკუნეებში დიდად პოპულარული, არის სწორედ ქართული ვერსიისა და მისგან მომდინარე ძეგლების მამოძრავებელი ღერძი. ოღონდ საგულისხმოა, რომ თხზულებაში, ამასთან ერთად, ნაგრძნობი და მინიშნებულია ის დაფარული შინაგანი წინააღმდეგობა, რაც გარდუვალად თან სდევს განდეგილობისა და ასკეტობის ეგოისტურ იდეალს. სწორედ ეს გარემოება ხდის შესაძლოს აღიძრას „სიბრძნე ბალაჰვარისის“ არეოპაგიტიკასთან დაკავშირების საკითხი. რადგან ამ ძეგლის წარმოქმნის ეპოქაში ხსენებული წინააღმდეგობა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლებოდა წარმოჩენილიყო, თუკი არეოპაგიტული თვალთახედვით იქნებოდა მოაზრებული შუა საუკუნეთა ქრისტიანული ქვეყნიერების ძირითადი მსოფლმხედველობრივი პრობლემა — სოფლისა და ზესთასოფლის მიმართება.

„სიბრძნე ბალაჰვარისის“ მსოფლმხედველობრივი რაობის ამოსაცნობად ისიც დიდად საგულისხმოა, რომ თხზულებაში შემეცნების გზად დასახულია გონების მოღვაწეობა, ჭეშმარიტების წვდომის საშუალებად — მსჯელობა, კამათი. გონება აგრეთვე მიიჩნევა უმთავრეს ძალად, რომელმაც უნდა სძლიოს ბნელი მატერიისკენ სულის წარმზიდველ სურვილს, რაც, თავის მხრივ, აღიძვრის იმის არცოდნის შედეგად, რომ სოფელი, მატერიალური სამყარო არა-არსია. ადამიანის სულში მიმდინარეობს მარადი ბრძოლა გონებასა და სურვილს შორის და ეს ბრძოლა და გონების გამარჯვება შეადგენს კაცობრიული არსებობის აზრს. ამასთან ერთად, თხზულების ავტორი ცდილობს, ყველგან თანმიმდევრულად ლოგიკური იყოს და ყოველი თავისი დებულება დაასაბუთოს.

ეს ყოველივე ორგანულად არის შერწყმული ინდური თუ ფაჰლაური პირველწყაროებიდანვე მომდინარე მიმზიდველ სიუჟეტურ ხაზს, დახვეწილ ფსიქოლოგიზმს, ადამიანის ბუნების ღრმა ცოდნას, ხასიათთა გამოძერწვის ოსტატობას, მარჯვედ წარმართულ დიალოგებს, დღესაც შეუნელებელი გულისყურით წასაკითხი იგავების მიერ შექმნილ განუმეორებელ კოლორიტს. „სიბრძნე ბალაჰვარისი“ არის ერთ-ერთი ჩინებული ნიმუში აღმოსავლურ და დასავლურ კულტურათა ორგანული სინთეზისა, რასაც ოდითგანვე ესწრაფვოდა და ახორციელებდა ქართული კულტურა. ეს არის საეტაპო ნაწარმოები, რომელშიც, როგორც ფოკუსში, ისე იყრის თავს შუა საუკუნეთა ქართული მწერლობის მსოფლმხედველობრივი და ლიტერატურული პრობლემატიკა. ამიტომ ბუნებრივია ის ცხოველი ინტერესი, რომელსაც იჩენს ამ ძეგლისადმი როგორც ქართული, ისე უცხოური მეცნიერება. არ არსებობს შუა საუკუნეთა ქართული მწერლობის ძეგლი, გარდა „ვეფხისტყაოსნისა“, რომელსაც ამდენი გამოკვლევა მიძღვნოდეს (აქ ისიც გასათვალისწინებელია, რომ ბუდას ცხოვრების ამბის ინდოეთიდან დასავლეთით გავრცელების რთულ ეტაპებად მიმდინარე პროცესში „სიბრძნე ბალაჰვარისის“ განსაკუთრებული როლი აქვს შესრულებული და, ამდენად, მისი შესწავლა ოდენ ქართული კულტურის ინტერესებს არ ემსახურება). ქართული ვერსიის ვრცელ რედაქციას აშკარად ატყვია თარგმანის კვალი (როგორც ლექსიკაში, ისე ფრაზათა აღნაგობაში). მოკლე რედაქცია, როგორც შემოკლებული დამუშავება პირველადი დედნისა, ამგვარი გავლენისგან თავისუფალია და სტილისტურად უფრო დახვეწილი. დიდად საგულისხმოა, რომ ორივე რედაქციის ტექსტი არაიშვიათად წარმოადგენს რიტმულად ორგანიზებულ, ალიტირებულ, ალაგ-ალაგ მარტივი რითმებით გაწყობილ პროზას. ოღონდ ამ ასპექტით, საერთოდ,მხატვრული თვალსაზრისით, ძეგლი ჯერჯერობით თითქმის სრულიად შეუსწავლელია.

„სიბრძნე ბალაჰვარისის“ ორივე რედაქცია თარგმნილია რუსულად და ინგლისურად.


[რედაქტირება] ტექსტი

  • ბალავარიანის ქართული რედაქციები, 1957. Мудрость Балавара (Балавариани). T6., 1962.


[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ს. ყაუხჩიშვილი, ახალი ვარიანტი ქართული რომანისა „სიბრნე ბალაჰვარისი“, „მნათობი“, 1956, N8;
  • კ. კეკელიძე, ბალავარის რომანი ქრისტიანულ მწერლობაში, „ეტიუდები“, VI, 1960;
  • ს. ყაუხჩიშვილი, ბიზანტიური ლიტერატურის ისტორია, 1973. გვ. 204-236; რ. თვარაძე, „სიბრძნე ბალაჰვარისი“ - ორი რედაქცია, მისსავე წიგნში „წიგნი და მკითხველი“, 1971;
  • Варлаам и Иоасаф,Новый энциклопедический словарь Ф. Брокгауза и И. Эфрона, т. ІХ: Повесть о Варлааме и Иоасафе: M. VI., 1947 (ი. კრაჩკოვსკის შესავალი წერილი); III.
  • Ш. Hуцубидзе, К происхаждению греческого романа „Варлаам и Иоасаф“ 1956.

[რედაქტირება] წყარო

ქართული მწერლობა: ლექსიკონი-ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები