ტრადიცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტრადიცია – საუკუნეების მანძილზე შექმნილი, ისტორიულად განმტკიცებული და დღემდე შემორჩენილი ეროვნული თავისებურებები, გამოვლენილი საყოფაცხოვრებო, სარწმუნოებრივ, კულტურული და მხატვრული აზროვნების ძეგლებში.

ფოლკლორული ტრადიცია

ფოლკლორული ტრადიცია ნიშნავს თაობათა კოლექტიური თანამშრომლობით შემუშავებულ მხატვრულ მონაცემებსს, (გამომსახველობითი საშუალებანი, სიუჟეტები, მოტივები, სახეები, მზა ფორმულები), რომლებიც ეპოქას გადაეცემიან მეხსიერების საშუალებით, ზეპირად. ფოლკლორული ტრადიცია არ წარმოადგენს მხოლოდ რომელიმე ეპოქის თარიღდასმულ ინდივიდუალობას, იგი ყველა დროის, ყველა ეპოქის თაობათა მხატვრული მონაპოვრის შერწყმაა. ტრადიცია დაუსრულებლად ივსება, მდიდრდება, იხვეწება და ეპოქების ანაბეჭდებით გადადის მომავალში. ტრადიციის საზოგადოებრივი ღირებულება მის პროგრესულობაშია.

გ. ჭელიძე


ლიტერატურა

  • მ. ჩიქოვანი, ქართული ხალხური სიტყვიერების ისტორია, 1956;
  • მისივე, ქართული ზალხური პოეზიის კლასიფიკაციისა და გამოცემის პრინციპების შესახებ, 1962.

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები