ფუნქციონალური ანალიზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფუნქციონალური ანალიზი – თანამედროვე მათემატიკის მნიშვნელოვანი დარგი, რომელიც, როგორც დამოუკიდებელი მეცნიერება, ჩამოყალიბდა XIX და XX ს-ების მიჯნაზე, როდესაც აღმოჩნდა ღრმა ანალოგია ალგებრის, ანალიზისა და გეომეტრიის ზოგიერთ ცნებებს შორის. ფუნქციონალური ანალიზი აერთიანებს და განაზოგადებს კლასიკური ანალიზის სიმრავლეთა თეორიის, წრფივი ალგებრის და მრავალგანზომილებიანი გეომეტრიის სხვადასხვა მიმართულების იდეებს. ფუნქციონალური ანალიზის ძირითადი ამოცანაა უსასრულოგანზომილებიანი სივრცეებისა და მათი ასახვების შესწავლა. ყველაზე უფრო კარგად შესწავლილია წრფივი სივრცეები და წრფივი ასახვები. სივრცეებს, რომელთა წერტილები ფუნქციები ან რიცხვითი მიმდევრობებია, ეწოდებათ ფუნქციონალური სივრცეები. ფუნქციონალი − ეს არის რაიმე ფუნქციონალურ სივრცეზე განსაზღვრული რიცხვითი ფუნქცია.

ფუნქციონალური ანალიზის ცნებების ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა მოახდინა გ. კანტორის მიერ შექმნილმა სიმრავლეთა თეორიამ.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები