სტრუქტურული ბათქაში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სტრუქტურული ბათქაშიბათქაში, რომელსაც აქვს არაერთგვაროვანი მარცვლოვანი მასას სახე სხვადასხვა წვრილი ქვების, მარცვლების, კვარცის, ქარსის, მერქნის ბოჭკოს და მისთ. დანამატით. შემკრავ ნივთიერებად გამოიყენება ლატექსი, კალიუმის სილიკატი ან ცემენტ-კირის ნარევი წყლის ან გამხსნელის საფუძველზე. არსებობს წვრილმარცვლოვანი და მსხვილმარცვლოვანი. კარგი პლასტიკური თვისებების გამო, სტრუქტურული ბათქაში ადვილად დაიტანება ნებისმიერი სახის ზედაპირზე (აგური, ბეტონი, მერქანი, თაბაშირმუყაო, ცემენტი, ლითონი, კომპოზიტი, კერამიკა და სხვ.). უმეტესად გამოიყენება აბაზანის, ჰოლის, ჭერის, მოაჯირის, ფასადის მოსაპირკეთებლად. თუ სამუშაო მიმდინარეობს დახურულ სათავსში, მაშინ უპირატესობა ენიჭება ბათქაშს წყლის საფუძველზე (არ აქვს სუნი). მომხმარებელს მიეწოდება შეფუთული სახით თეთრი ფერის. მოხმარების პროცესში სასურველი ფერის პიგმენტის დამატებით მიიღება პრაქტიკულად ნებისმიერი გამის ბათქაშის ზედაპირი


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები