ბათქაში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბათქაში

ბათქაში – განსაკუთრებული ხსნარით (წყალში გახსნილი გაჯი ან ქვიშისა და კირის ნარევი) შელესილი შრე ჭერის, კედლის, ტიხრისა და სხვა ზედაპირების მოსაპირკეთებელად. გამოიყენება გლუვი ან რელიეფური ზედაპირის მისაღებად. მისი დანიშნულებაა კონსტრუქციების დაცვა ტენის, გამოფიტვისა და ცეცხლისგან, აგრეთვე ჰაერშეღწევადობისა და ბგერაგამტარობის შემცირება. ბათქაშის მრავალი სახეობა არსებობს: აკუსტიკური, ბეტონის, ბრტყელი, გაუმჯობესებული, გაჯის, გლუვი, გლუვი მარო-კოული, გრანიტის, ვარცხნილი, ვენეციური, თაბაშირის, თბილი, კირის, მარმარილოს, მაღალხარისხოვანი, მინერალური, მოზაიკური დეკორატიული, მოპირგლუვებული, მქისე, მშრალი (ზედაპირზე აკრავენ ქარხანაში წინასწარ დამზადებულ მოსაპირკეთებელ ფურცლებს), ნაშხეფი, პოლიმერული, სგრაფიტო, სველი (ზედაპირი შელესილია საბათქაშე ხსნარით), სტრუქტურული, სუფთა, სხმული, ტერაზიტული, ფერადი, ქვის, ჩვეულებრივი, ცემენტის, ცემენტ-ქვიშისა და სხვ.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები