ქარსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ქარსი – გამჭვირვალე ფენოვანი მინერალი. სიმკვრივე – 2770-2300 კგ/მ3. არსებობს სამი სახის:
მუსკოვიტი [KAl2(AISi3O10)(OH)2],
ფლოგოპიტი [K(Mg, Fe)3(AISi3O10)(OH, F)2] და
ბიოტიტი [K(Mg,Fe)3(AISi3O10)(OH,F)2.
ქარსის სტრუქტურა შედგება ორი ტეტრაედრული ფენისა [AlSi3O10]4− ან [Si4O10]4− და ერთი კათიონებისაგან შემდგარი ოქტაედრული ფენისაგან.
ქარსის მჭიდა ნივთიერებებთან შერევით ამზადებენ მაღალხარისხოვან ფენოვან ელექტროსაიზოლაციო მასალას, რომელიც გამოიყენება ელექტრო-, რადიო- და ავიატექნიკაში, აგრეთვე სამშენებლო საქმეში (დიზაინი, სარესტავრაციო სამუშაოები) და სხვ. ქარსი ცნობილი იყო პალეოლითის ეპოქაში (გამოქვაბულების მხატვრობა), ძველ ეგვიპტეში, ინდოეთში, საბერძნეთსა და რომის ცივილიზაციაში, ჩინეთში, აცტეკებში (ტეოტიუაკანეს მზის პირამიდა) და სხვ.