სამხედრო ინფრასტრუქტურა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სამხედრო ინფრასტრუქტურა (ლათინური infra – ქვეშ, structure – ნაგებობა, მშენებლობა) – ქვეყნის (რეგიონის, საომარი მოქმედების თეატრის) სტაციონარული და არასტაციონარული ობიექტების სისტემა ჯარების განლაგების, სწავლების, გაშლის უზრუნველყოფის და ოპერაციების, საბრძოლო მოქმედებების წარმოებისათვის.
სტაციონარული ობიექტებია:
- ჯარების დისლოკაციის ადგილები;
- მართვის პუნქტები;
- სარაკეტო-საავიაციო და სამხედრო-საზღვაო ბაზები;
- საჰაერო თავდაცვის სისტემები და კავშირგაბმულობის კვანძები;
- სამხედრო დაწესებულებები და სამხედრო სასწავლებლები;
- პოლიგონები;
- საწყობები;
- აეროდრომები;
- საავტომობილო გზატკეცილები და რკინიგზები;
- მილსადენები;
- შიდა სანაოსნო გზები;
- საზღვაო და სამდინარო ნავსადგურები;
- აგრეთვე ადგილმდებარეობის საინჟინრო მოწყობის ზოგიერთი ობიექტი.
არასტაციონარული ობიექტებია:
- მოძრავი მართვის პუნქტები და კავშირგაბმულობის ობიექტები;
- დროებით მოწყობილი ასაფრენ-დასაფრენი ზოლები;
- ნავსადგურები;
- სამხედრო-საზღვაო ძალების ბაზირების პუნქტები;
- გადასასვლელები და სხვა.