მართვის პუნქტები (სამხედრო ტერმინი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მართვის პუნქტები – სპეციალურად მომზადებული და აღჭურვილი ადგილები, საიდანაც მართვის ორგანოები ახორციელებენ ჯარების (ძალების) და იარაღის მართვას, ამასთან ასრულებენ საბრძოლო მორიგეობის ამოცანებს. ჯარების (ძალების) მართვისთვის შეიარაღებულ ძალებში იქმნება მართვის პუნქტების სისტემა.

ძირითად მართვის პუნქტებს წარმოადგენს სამეთაურო პუნქტი (სამხედრო-საზღვაო ძალებში I, II და III რანგის ხომალდებზე – მთავარი საკომანდო პუნქტი).

სამეთაურო პუნქტების ელემენტებია:

საკომანდო პუნქტის მწყობრიდან გამოსვლის ან ამ პუნქტიდან ჯარების (ძალების) მართვის შეუძლებლობის შემთხვევაში შენაერთებსა და გაერთიანებებში, ხოლო სამხედრო-საზღვაო ძალებში – ხომალდებზეც იქმნება სათადარიგო სამეთაურო პუნქტი.

ლოგისტიკის ქვედანაყოფების, ნაწილებისა და დაწესებულებების (მათ შორის ტექნიკური, სპეციალურ-ტექნიკური და სამედიცინო უზრუნველყოფისა) მართვა ხორციელდება ლოგისტიკის მართვის პუნქტებიდან. ცალკე იზოლირებული მიმართულებით მოქმედი ჯარების დაჯგუფების მართვისათვის ეწყობა დამხმარე მართვის პუნქტები შეტევის წარმოებისას შენაერთებში შეიძლება შეიქმნას აგრეთვე მეწინავე სამეთაურო პუნქტი.

ქვედანაყოფების მართვისთვის სახმელეთო ჯარებში იქმნება სამეთაურო-სათვალთვალო პუნქტები.

მართვის პუნქტები შეიძლება იყოს სტაციონარული და მოძრავი.

  • სტაციონარულ მართვის პუნქტებს განალაგებენ კარგად დაცულ მიწისქვეშა და მიწისზედა ნაგებობებში.
  • მოძრავ მართვის პუნქტებს აწყობენ სამეთაურო-საშტაბო და საშტაბო მანქანებზე, ვერტმფრენებსა და თვითმფრინავებში, მატარებლებში, ასაწყობ-დასაშლელ საინჟინრო ნაგებობებში.

მართვის პუნქტების გადაადგილება წინასწარ იგეგმება და ხდება ვითარების პირობების გათვალისწინებით. ხოლო სამეთაურო პუნქტებისა – ზემდგომი შტაბის ნებართვით, ხელქვეითებთან კავშირისა და ჯარებთან (ძალებთან), ზემდგომ შტაბთან და მეზობლებთან კავშირის დაურღვევლად.

მართვის პუნქტების პირადი შემადგენლობის ნაწილი, განსაკუთრებით ოპერატიულ რგოლში, შეიძლება გადაადგილდეს ვერტმფრენებითა და თვითმფრინავებით.

მართვის პუნქტების გადაადგილების დაწყებისა და ახალ რაიონში ჩასვლის შესახებ დაუყოვნებლივ მოახსენებენ ზემდგომ შტაბს და აწვდიან ინფორმაციას დაქვემდებარებული, ურთიერთმოქმედი ჯარების (ძალების) და მეზობლების შტაბებს.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები