პერიკლაზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პერიკლაზი – უფერო, მოყვითალო ან მომწვანო ფერის მინერალი, მაგნიუმის ჟანგი, რომელიც კირქვებისა და დოლომიტების მეტამორფიზაციით მიიღება.
ფორმულა MgO (Mg – 60,32 %, O – 39,68%).
სიმაგრე მოოსის სკალით – 5,5-6;
სიმკვრივე – 3700-3900 კგ/მ3.
შემადგენლობაში ზოგჯერ გვხვდება მცირე რაოდენობით რკინა, ნიკელი, მანგანუმი და თუთია. ძირითადად გამოიყენება ცეცხლგამძლე მასალების წარმოებაში (მაგ. ცეცხლგამძლე აგური).