მანგანუმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მანგანუმი − (ფრ. manganèse < ბერძ. magnēsía < იტალ. manganese < ლათ. manganese < ბერძ. Magnēs lithos ქვა მაგნეზიიდან < საბერძნეთის ისტორიული რეგიონის თესალიის რაიონის – მაგნესიის სახელის მიხედვით) – ქიმიური ელემენტი, რომლის ატომური ნომერია 25, სიმბოლო Mn. მაგარი, მყიფე ღია-რუხი მოვერცხლისფრო-მოთეთრო ფერის ლითონი.

ცნობილია მისი ხუთი ალოტროპიული მოდიფიკაცია – ოთხი კუბური და ერთი ტეტრაგონალური კრისტალური მესერით. მანგანუმის ერთ-ერთი ძირითადი მინერალიაპიროლუზიტი (შეიცავს 63,2 %-მდე მანგანუმს), რომელიც ძველ დროში ცნობილი იყო როგორც შავი მაგნეზია და გამოიყენებოდა მინის ხარშვის დროს მის გასაღიავებლად. ცნობილია აგრეთვე სხვა მინერალებიც: მანგანიტი (მურა მანგანუმის მადანი), ბრაუნიტი, გაუსმანიტი, როდოქროზიტი (მანგანუმის შპატი, ჟოლოსფერი შპატი), პსილომელანი, პურპურიტი.

მრეწველობაში მანგანუმი ფერომანგანუმის სახით გამოიყენება ფოლადების დნობისას მისი შემადგენლობიდან ჟანგბადის მოსაცილებლად. ამასთან, ის აკავშირებს გოგირდს, რაც აუმჯობესებს ფოლადის თვისებებს. ფოლადში მანგანუმის დამატება ხდება 12-13 %-მდე (ე.წ. გადფილდის ფოლადი), ზოგჯერ სხვა მალეგირებელ ლითონებთან ერთად, ძლიერ ამტკიცებს ფოლადს, ხდის მას მაგარს, ცვეთისა და დარტყმის მიმართ მდგრადს. შედის ბრინჯაოსა და თითბრის შემადგენლობაში. მანგანუმის მადნის 90-95%-ს მეტალურგიული წარმოება მოიხმარს. მანგანუმის მადანს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს საქართველოს წიაღისეულ სიმდიდრეთა შორის. ჭიათურის მანგანუმის საბადო 135 წელია ფუნქციონირებს და ექსპლოატაციის დაწყებიდან მიიქცია მსოფლიოს ყურადღება მადნის მაღალი ხარისხით, დიდი სამრეწველო მარაგით და მოხერხებული გეოგრაფიული მდებაროებით. აღსანიშნავია, რომ საბჭოთა კავშირში და შემდეგ პოსტსაბჭოთა სივრცეშიც მანგანუმთან ერთად გამოიყენებოდა ტერმინი მარგანეცი.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები