მასტიკა (მშენებლობა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მასტიკა − (ბერძ. mastke ფისი), განსაზღვრული პროპორციით დოზირებული ორგანული შემკვრელისა და შემავსებლის მაგარი ან სქელი კონსისტენციის თხევადი ნარევი. შემკვრელის მიხედვით მასტიკა შეიძლება იყოს:

ა) ბიტუმის (მზადდება ნავთობის ბიტუმისაგან ან ნავთობისა და ბუნებრივი ბიტუმების ნარევის საფუძველზე);
ბ) კუპრის (მზადდება ქვანახშირის კუპრით, ქვანახშირისა და ფიქალსაწვავის კუპრის ნარევით ან ქვანახშირის კუპრისა და ქვანახშირის სქელფისის ნარევით);
გ) კუპრ-ბიტუმის (მზადდება ქვანახშირის კუპრისა და ნავთობის ბიტუმის ნარევის საფუძველზე) და
დ) ე.წ. „გუდროკამის” (კამ – ქვანახშირს ნიშნავს) (მზადდება ქვანახშირის ზეთისა და ნავთობის გუდრონის ნარევის, ზოგჯერ სქელფისის დანამატითაც, ერთად დაჟანგული შემკვრელის საფუძველზე).

შემავსებელი, რომელსაც მასტიკის დასამზადებლად იყენებენ, შეიძლება იყოს მტვრისებრი (წვრილად დაფქული კირქვა, მარმარილო, კვარცი, ცარცი, დოლომიტი, აგური, ტალკი, ტრეპელი, დიატომიტი, ჭვარტლი, ნაცარი, წიდა და ა.შ.), ბოჭკოვანი (ქრიზოტილ-აზბესტი, აზბესტის მტვერი, მოკლებოჭკოებიანი მინერალური ბამბა) და კომბინირებული (პირველი ორი სახის შემავსებლის ნარევი).

გამოყენების მიხედვით მასტიკა ორი სახისაა: ცხელი და ცივი. ყველა სახის ცივი მასტიკა 18±2°С ტემპერატურაზე არის ერთგვაროვანი, ძვრადი და ადვილად დაიტანება ფუძეზე; ცხელი მასტიკისგან განსხვავებით, რომლებიც მაგრდება გაცივებისთანავე, ცივი მასტიკის გამაგრება ხდება დიდი ხნის განმავლობაში (24-48 სთ). ცივი მასტიკები გაცილებით ეკონომიურია ცხელ მასტიკებთან შედარებით. ის ფუძეზე დაიტანება უფრო ნაკლები სისქით, რაც გადახურვის 1 მ2-ზე 1,5-1,7 კგ ბიტუმის ეკონომიის საშუალებას იძლევა. ცივი მასტიკის გამოყენება შეიძლება დაბალ ტემპერატურულ გარემოში და სამუშაოს წარმოებისას არ საჭიროებს გათბობას. ზოგი სახეობის ცივი მასტიკების ნაკლია ის, რომ მათი წარმოებისათვის საჭიროა შედარებით ძვირადღირებული გამზავებელი – ნავთობის პროდუქტები: ბენზინი, ზეთი ან ნავთი;


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები