ქვანახშირი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ქვანახშირი – ორგანული წარმოშობის მინერალური ნახშირი, წარმოქმნილი დედამიწის ქერქში მცენარეული ნივთიერებებისაგან დიდი წნევის ქვეშ ჰაერის გარეშე; მყარი საწვავი; შავი პრიალა, ნახევრადმქრქალი ან მქრქალი ქანი. საქართველოში ცნობილია ტყიბულ-შაორის, ტყვარჩელისა და ახალციხის ქვანახშირის საბადოები. ქვანახშირი ერთ-ერთი ძირითადი ენერგეტიკული ნედლეულია; მას ფართოდ იყენებენ აგრეთვე, შავ და ფერად მეტალურგიაში, ქიმიურ და სატრანსპორტო მრეწველობაში, საყოფაცხოვრებო დანიშნულებითა და სხვ.
იხილე აგრეთვე
ტყვარჩელის იტალიურ-ქართული კონცენსია