თეთრობის აღკვეთილი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თეთრობის კირქვიანი ჰაბიტატი. ფოტო: შამილ შეთეკაური

თეთრობის აღკვეთილი – დაცული ტერიტორია სამხრეთ საქართველოში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში.

1995 წელს ჯავახეთის ზეგანზე ტყის მასივებისა და ლოკალური ენდემების დაცვის მიზნით შეიქმნა თეთრობის აღკვეთილი, რომელიც 3,1 ჰექტარს მოიცავს და მდინარე თეთრობის აუზში საქართველოს ისტორიული კუთხეების თორისა და ჯავახეთის საზღვარზე მდებარეობს ზღვის დონიდან 2 605 მეტრ სიმაღლეზე.

თეთრობის აღკვეთილი პირველ რიგში ფლორისტულად არის საინტერესო. მეცნიერები მას „ენდემთა ბუდესაც“ ეძახიან. რადგან თეთრობის ხეობაში იზრდება ისეთი ვიწრო ენდემური სახეობები, როგორიცაა: კეცხოველის ფამფარულა, ჯავახური ფამფარულა, კოზლოვსკის კრაზანა, თეთრობის კრაზანა, ყირიმის ასფოდელი, მინდვრის ყვითელი ზამბახი (ვინოგრადოვის ზამბახი), ცრუაღმოსავლური ყაყაჩო, ერდელის ბუჩქისძირა, კოზლოვსკის ფამფარულა, მასაგეტოვის თავყვითელა, ანხონიუმი, ჯავახეთის ხმალა.




წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები