ჯავახეთის ხმალა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჯავახეთის ხმალა –(Gladiolus dzhavakheticus), მრავალწლოვანი ტუბერბოლქვიანი სამხრეთ საქართველოს იშვიათი ვიწროლოკალური ენდემი, დეკორატიული მცენარეა, ზამბახისებრთა ოჯახის. გვხვდება მხოლოდ ჯავახეთში – ტაბაწყურის ტბის ნაპირზე სოფელ წითელი საყდრის მიდამობეში. იზრდება სუბალპური სარტყლის მარცვლოვან-ნაირბალახოვან მდელოებზე. საქართველოს წიგნში შეტანილია როგორც იშვიათი და გადაშენების პირას მისული სახეობა.