კოზლოვსკის ფამფარულა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კოზლოვსკის ფამფარულა – (Scorzonera Koslovskyi Sosn), ბალახოვან მცენარეთა გვარი რთულყვავილოვანთა ოჯახისა. სამხრეთ საქართველოს იშვიათი, ვიწრო ლოკალური ენდემი. იზრდება კლდეების ნაპრალებშიდა სუბალპურ სარტყელში. საქართველოში გვხვდება მხოლოდ თეთრობის ქედზე. საქართველოს წითელ წიგნში შესულია როგორც იშვიათი და გადაშენების პირას მისული სახეობა.