კეცხოველის ფამფარულა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კეცხოველის ფამფარულა – (Scorzonera Ketzkohvelii), მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა, სამხრეთ საქართველოს იშვიათი, ვიწრო ლოკალური ენდემი, მესამეული ფლორის რელიქტი, დეკორატიული მცენარეა. საქართველოში გვხვდება მხოლოდ თეთრობის ქედზე. იზრდება კირქვიანებზე სუბალპურ სარტყელში. საქართველოს წითელ წიგნში შესულია როგორც იშვიათი და გადაშენების პირას მისული სახეობა.