მასაგეტოვის თავყვითელა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მასაგეტოვის თავყვითელა – (Senecio Massagetovii Schischk.) – მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე რთულყვავილოვანთა ოჯახიდან, მესამეული ფლორის იშვიათი რელიქტი, საქართველოს ენდემური სახეობა. გავრცელებულია სვანეთი (ცანასწყლის ხეობა, ზესხო); რაჭა; იმერეთი (ცხრაჯვარი); ქართლი (ბორჯომის ხეობა); ჯავახეთი (თეთრობის ქედი); მესხეთი (სოფ. ბოლაჯურის მიდამოები). საქართველოს წითელ წიგნში შესულია როგორც იშვიათი და გადაშენების პირას მისული სახეობა.