მესხეთი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მესხეთი, (ზემო ქართლი) – ისტორიული მხარე სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში. აქ უძველესი დროიდან სახლობდნენ ქართველებიმესხები. აქედან მოდის მხარის სახელწოდებაც. საუკუნეთა განმავლობაში მესხეთის ტერიტორიაზე სხვადასხვა ადმინისტრაციული და პოლიტიკური ერთეულები არსებობდა: დიაოხი, ზაბახა, ვიტეროხი (ტომთა გაერთიანებები), კლარჯეთის, წუნდის და ოძრხის საერისთავოები, ქართველთა სამეფო ტაო-კლარჯეთის სამთავროს სახით, სამცხესაათაბაგო, ახალციხის საფაშო. ისტორიული მესხეთიდან დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე სამცხე და ჯავახეთია წარმოდგენილი. მაგრამ მათ კიდევ ემატება ისტორიული თორის ტერიტორია და ამგვარად სამივე ერთად ქმნის თანამედროვე სამცხე-ჯავახეთის მხარეს.


წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები