მესხები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მესხები – ერთ-ერთი უძველესი ქართული ტომი, განსახლებული ისტორიული მესხეთის ტერიტორიაზე – სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში.

თანამედროვე საქართველოს ტერიორიაზე არიან უმთავრესად ადიგენის, ასპინძისა და ახალციხის ტერიტორიაზე. 300-წლიანი ოსმალური ბატონობის ზეგავლენით მათმა ნაწილმა მიიღო ისლამი, მაგრამ შეინარჩუნა ქართული ენა, ადათ-წესები და ხალხური ფოლკლორი. ვახუშტი ბაგრატიონი ასე ახასიათებთ მათ: „… თუმცა რამდენიმე საუკუნეა გავლილი მას შემდეგ, რაც მესხნი საქართველოს განშორებულნი იყვნენ, მაგრამ აქამდე ისინი თითქმის არ განსხვავდებიან ქართველებისაგან არც ხასიათით, არც ზნეობითა და ჩვეულებით და არც შინაური ყოფა-ცხოვრებით… საზოგადოდ ხალხი მეტად შრომის მოყვარულია… ოჯახობა და სახლ-კარი ლაზათიანად და ფაქიზად აქვთ მოწყობილი. უცხო კაცს უკვირს და მოსწონს იმათი სიფაქიზე და სისუფთავე… კეთილს ცხოვრებას აქ უფრო შეჩვეულია ხალხი, ვიდრე საქართველოს სხვა ნაწილებში”.


წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები