ჯავახეთის ზეგანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯავახეთის ზეგანი. ფარავნის ტბა

ჯავახეთის ზეგანი - საქართველოს სამხრეთ ნაწილში, თურქეთისა და სომხეთის მომიჯნავე ტერიტორიაზე მდებერეობს. მისი ლანდშაფტის თავისებურებას მკაცრი კლიმატური პირობები და ვულკანური რელიეფი განაპირობებს. ზეგანს მთელ კავკასიაში გამოარჩევს მრავალრიცხოვანი ტბები და ჭაობები. ჭყალჭარბ სავარგულებთან ერთად დომინირებს მთის სტეპები. ლოკალურად განვითარებულია სუბალპური ტოცენოზები.

სარჩევი

გეომორფოლოგია

ჯავახეთის ზეგანს ჩრდილოეთიდან ესაზღვრება თრიალეთის, აღმოსავლეთიდან აბულ-სამსარისა და ჯავახეთის, ხოლო სამხრეთიდან - ჰეკ-დაღის ქედები. დასავლეთით ზეგანი ბოლოვდება მდინარე მტკვრის ფრიალო ღრმა ხეობით (300-500მ).

ზეგანისა და მოსაზღვრე ქედების საშუალო აბსოლუტური სიმაღლე ზღვის დონიდან 1700 და 3000 მ-ია, შესაბამისად. ზეგანის ფართობი დაახლოებით 700 კმ2-ია. ზეგანის მაქსიმალური განედური სიგრძე 40 კმ-ია, ხოლო მერიდიანული - 20 კმ. უმაღლესი წერტილია მთა დიდი აბული - 3301მ

გეოლოგია

ჯავახეთის ზეგანი ვულკანური პროცესების პროდუქტია, რომელთაც ადგილი ქონდათ სხვადასხვა გეოლოგიურ პერიოდში. ვულკანური აქტივობა იწყება ზედა ოლიგოცენ-ნეოცენიდან, რამაც განსაკუთრებით ინტენსიური ხასიათი მეოთხეულ პერიოდში მიიღო. როგორც ჩანს, ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ვულკანური ცენტრები იყო ნაპრალები, რამაც განსაზღვრა აბულ-სამსარის, ჯავახეთისა და ჰეკ-დაღის ქედების ორიენტაცია.

ჯავახეთის ლანდშაფტი

ლევური ღვარების შეღობვის შედეგად წარმოქმნილმა ტორფებმა და განცალკევებულმა კონუსებმა ვულკანურ-ეროზიული რელიეფის ფორმებისა და მთელი ჯავახეთის ლანდშაფტის ჩამოყალიბება განაპირობა (ხაზარაძე, თვალჭრელიძე, მამაცაშვილი, 2000; ხარაძე, 2000; Гроссгейм, 1948; Маруашвили, 1938). შესაბამისად, ჯავახეთის ზეგანზე ტბური ნალექებისა და წყალჭარბი ზედაპირების ფართო გავრცელება გენეზურად ლავური ნაკადებით წარმოქმნილ უარყოფით ორმებთანაა დაკავშირებული.

კლიმატი

ჯავახეთის ზეგანის კლიმატის თავისებურებანი გაბპირობებულია არსიანის გასწვრივ ქედითა და ერუშეთის მაღლობით, რომლებიც ამცირებს შავი ზღვის გავლენას. მეორე მხრივ, რეგიონი მის სამხრეთით მდებარე სომხეთის მთიანეთის მკაცრი კონტინენტური კლიმატის გავლენას განიცდის. ხასიათდება ცივი და ხანგრძლივი ზამთრითა და ხანმოკლე ზაფხულით. საშუალო წლიური ტემპერატურ 5.3°C-ია, ნალექიანობა - 500-800 მმ. ნალექების მაქსიმალური რაოდენობა გვიან გაზაფხულსა და შემოდგომაზე მოდის, ხოლო მინიმალური - იანვარში. ჩვეულებრივ, ზაფხულის წვიმები ხანმოკლეა და ძლიერი, რასაც ხშირად ახლავს ჭექა-ქუხილი და სეტყვა. საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობა 54%25-ია.

ნიადაგები

რეგიონში ნიადაგები იცვლება სიმაღლის, დახრილობის ხარისხისა და ადგილმდებარეობის მიხედვით. რეგიონის ქვედა ნაწილში დომინირებს მთის შავმიწა კარბონატული ნიადაგები, მაშინ როცა ზეგანის ზედა მხარე გვხვდება თიხიან-შავმიწა და მთის მდელოების ნიადაგები. ციცაბო ფართობები ხასიათდება ხირხატიანი ნიადგაგით. მდინარის დაბლობებსა და ტბების შემოგარენში ტიპიურია ნახევრადჭაობიანი ნიადაგები.

ჰიდროლოგია

რეგიონის ჰიდროლოგიურ თავისებურებებს განსაზღვრავს ჯავახეთის ვულკანური ქედები და ლავის ფენა, რომელიც ფარავს მთელ ფართობს. ზეგანი წარმოადგენს წყალჭარბ ტერიტორიას, რომელსაც საქართველოს მასშტაბით მხოლოდ კოლხეთის ზეგანი შეედრება. აქ ექვსი დიდი (რომელთა ფართობი აღემატება 1 კმ2: კარწახი, ხანჩალი, მადათაფა, საღამო, ფარავანი, ტაბაწყური) და სამოცამდე პატარა ტბაა. დიდი ფართობი უკავია ჭაობებს (სოფ. სულდასთან, კარწახთან, გორელოვკასთან, ტბების ხანჩალისა და მადატაფის და მდინარე ზაგრანიჩნაიას ირგვლივ). ტბების უმეტესობა ერთმანეთს უკავშირდება მდინარეთა ქსელით.

მდინარეების შევსება შენაკადებით, ნალექებითა და ნაწილობრივ ტბის წყლით ხდაბა. მთის ფერდობებზე დაშვების შედეგად მდინარის დინება მდორე ხდება, რასაც რელიეფი განაპირობებს. ეს ამადროულად ზეგანის დაჭაობებას უწყობს ხელს. ტბები დაკავშირებულია მდინარეებთან, ამის გამო, მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენენ ნაკადის რეჟიმზე და არბილებენ მათ. მდინარეების წლიური შენატანის მერყეობა უმნიშვნელოა. მისი ოიკი მოდის გაზაფხულზე (მაისი), რის შედაგადაც თანდათან მცირდება, ხოლო შემოდგომა-ზამთარში - მინიმალურია.

ინტენსიურად დანაპრალებული ქანები, რომლებიც წარმოდგენილია რეგიონში, აადვილებს წვიმისა და თოვლის ნადნობი წყლების ინფილტრაციას და ქმნის მდიდარ ლავისქვეშა და ლავათაშორის წყლის საცავებს. ამის გამო, მიწისქვეშა წყლების ჩამონადენი გაცილებით ფრო მაღალია, ვიდრე ზედაპირზე წყლების და მიწისქვეშა კვების კოეფიციენტი 70-75%25-მდე აღწევს.

მიწისქვეშა ჩამონადენის დიდი რაოდენობა იწვევს მდინარეების ხარისა და და შესაბამისად, ტბების კვების ზრდას, რის გამოც, რეგიონი შედარებით მდიდარია ტბებით, ღარიბია მდინარეებითა და ღელეებით. მიუხედავად ამ ხელშემწყობი პირობებისა, მიწისქვეშა წყლების ჩამონადენი საკმაოდ დაბალია შეზღუდული კვების გამო. მიწისქვეშა ჩამონადენის საშუალო მოდული 4-8ლ/წმ-ს წარმოადგენს. ნაპრალებიანი ვულკანური ქანების მიერ მაღალი გამტარუნარიანობის გამო მიწისქვეშა წყლების მიმოცვლა შედარებით მაღალია.

ისტორიული წყაროები

როგორც ისტორიული წყაროები ირწმუნებიან, ჯავახეთის ზეგანზე ტყეს დიდი ფართობები ეკავა, მაგრამ დროთა განმავლობაში გაიჩეხა და ეს მხარე უზარმაზარ უტყეო სივრცედ გადაიქცა. ტყეების განადგურება მიწათმოქმედებისა და მესაქონლეობის წარმოქმნის დროიდან უნდა დაწყებულიყო და გრძელდებოდა ისტორიული ეპოქის გვიანდელ მომენტამდე. „გურჯისტთანის ვილაიეთის დიდ დავთარში“ ჯავახეთი „ტყე-ჯავახეთად მოიხსენიება“, ხოლო ალექსანდრე ფრონელი თავის წიგნში „დიდებული მესხეთი“, რომელიც პირველად 1914 წელს დაიბაჭდა, წერს: „ჯავახეთში ახლა აღარაა ტყეები, მაგრამ ეტყობა, რომ ძველად დიდი ტყეები ყოფილა. სოფელ სამსარში დღესაც კარგადაა შენახული მოზრდილი ეკლესია-მონასტერი. მონასტრის კედლიდან გამოვარდნილია უზარმაზარი თეთრი ქვა, ალბათ მიწისძვრის დროს და ზედ ასეთი ხუცური წარწერა აქვს: ოდეს ეს წმიდისა ღვთისმშობლის ეკლესია აშენდა, მაშინვე ესე ადგილი ტყისაგან არ ჩანდაო. ეს წარწერა ნათლად გვიჩვენებს, რომ ძველად ჯავახეთში დაბურული და ხშირი ტყეები ყოფილა... ვახუშტის დროსაც (მე-18 საუკუნე) იქნებოდა ტყე ჯავახეთში, შეიძლება უღრანი და გაუტეხელი ტყე არ ყოფილიყო, მაგრამ ალაგ-ალაგ გატეხილი მაინც იქნებოდა. მე ჩემი თვალით მინახავს სოფელ იხტილაში თავხე, იქვე სოფლის ახლოს მდებარე შეთხელებული ფრთონის ტყეში მოჭრილი.“ ნ. კეცხოველი (1959) ისტორიული ფაქტების საფუძველზე ასკვნის, რომ „ჯავახეთის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ XVII-XVIII საუკუნეებში ტყით იყო დაფარული. აქ ისეთივე უსიერი ტყები ყოფილა, რომ სახელმწიფოს თავს აუღია სოფლების დასასახლებლად მათი გაჩეხვა... ალექსანდრე მეფის 1430 წლის სიგელში, სადაც ჩამოთვლილია სახელმწიფო მოხელენი, ტყის მცველნიც არიან მოხსენიებულნი, ხოლო მეფე ნაზარალიხანის 1690 წლის სიგელში მოხსენიებულია არჯევანის მეყორუღე და სხვა“.



წყარო

ჯავახეთის წყალჭარბი ეკოსისტემები: ბიომრავალფეროვნება და კონსერვაცია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები