აბსოლუტური
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
აბსოლუტური – თავისთავადი, არაშეფარდებითი, სრული, სრულყოფილი, შეუზღუდველი, უპირობო, უსაზღვრო; ის, რაც სხვაზე არ არის დამოკიდებული.
ტერმინი წარმოშობილია ლათინური სიტყვიდან absolvere – „განთავისუფლება“, „გახსნა“; absolutus – „უცილობელი“, „უპირობო“.
აბსოლუტური მნიშვნელობის ნიშანი |a|, |f(x)|, შემოიღო ვაიერშტრასმა (1841). რიმანი იყენებდა (1866) სიტყვიერ აღწერას: „დამოუკიდებლად ნიშნისა... და ა.შ.“; ნეიმანი იყენებდა (1914) აღნიშვნას: abs.K, abs.(Sn-f).