ვაიერშტრასი კარლ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვაიერშტრასი კარლ (1815 – 1897), გერმანელი მათემატიკოსი. მისი გამოკვლევები მიძღვნილია მათემატიკური ანალიზის, ფუნქციათა თეორიის, ვარიაციული აღრიცხვის, დიფერენციალური გეომეტრიისა და წრფივი ალგებრის საკითებისადმი.

ვაიერშტრასმა შეიმუშავა მათემატიკური ანალიზის ლოგიკური დაფუძნების სისტემა მის მიერ აგებულ ნამდვილ რიცხვთა თეორიაზე დაყრდნობით. იგი სისტემატურად იყენებდა რიცხვითი სიმრავლეების ზედა და ქვედა საზღვრის და ზღვრული წერტილის ცნებას (ვაიერშტრასის აქსიომა), მოგვცა მონაკვეთზე უწყვეტი ფუნქციის ძირითადი თვისებების მკაცრი დამტკიცება, საყოველთაო ხმარებაში შემოიღო ფუნქციონალური მწკრივის ცნება და თანაბარი კრებადობის ნიშანი (ვაიერშტრასის ნიშანი). ვაიერშტრასის შრომებში ცენტრალური ადგილი უკავია ანალიზურ ფუნქციათა თეორიას, რომელთა საფუძვლად იგი იღებს ხარისხოვან მწკრივებს. დიფერენციალურ გეომეტრიაში ვაიერშტრასი შეისწავლიდა გეოდეზიურ წირებს და მინიმალურ ზედაპირებს. წრფივ ალგებრაში მას ეკუთვნის ელემენტარულ გამყოფთა თეორიის აგება.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები