არითმეტიკული სიმბოლოები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არითმეტიკული სიმბოლოებიარითმეტიკა შეისწავლის ციფრებით აღნიშნულ რიცხვებს და მათზე ოთხი მოქმედების წარმოებას. არითმეტიკა შეიქმნა უძველეს დროში თვლასა და უმარტივეს გაზომვებთან დაკავშირებულ პრაქტიკულ მოთხოვნათა საფუძველზე. გაზომვისა და თვლის საჭიროებამ წარმოშვა და განავითარა, როგორც გაზომვის ხერხები, ასევე თვლის ტექნიკა და რიცხვებზე მოქმედების წესები.

ადამიანებმა რიცხვები მოიგონეს, რათა აღენიშნათ საგნების რაოდენობა. საგნების რაოდენობის ცვლასთან (ზრდასთან ან კლებასთან) ერთად შესაბამისად იცვლებოდნენ რიცხვებიც, ამიტომ საჭირო იყო ამ რიცხვების შეკრება ან გამოკლება.

XVI ს-ის ბოლომდე არითმეტიკის სახელმძღვანელოებში არ იყენებდნენ რაიმე სისტემატიზებულ სიმბოლოებს და არც აძლევდნენ ამას რაიმე მნიშვნელობას. სხვადასხვა ავტორი სხვადასხვა ტერმინსა და სიმბოლოს იყენებდა, რაც ხშირად გარკვეულ სირთულეებს იწვევდა. საერთო სიმბოლოების შემოღების საჭიროების შესახებ პროპაგანდა პირველმა ლაიბნიცმა დაიწყო. XVII და XVIII საუკუნეებში საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალების შექმნამ წამოჭრა საკითხი საერთო ინტერნაციონალური სიმბოლოების შემოღების შესახებ.

არითმეტიკული მოქმედების სიმბოლოების წარმოშობისა და განვითარების გრძელ გზას გაეცანით სტატიებში: „მინუსი და პლუსი“, „გამრავლება“, „გაყოფა“, „ტოლობა“, „უტოლობა“, „ფრჩხილები“.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები