ფრჩხილები (მათემატიკური ნიშანი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფრჩხილებიმათემატიკური ნიშნები, რომლებიც გამოიყენებიან სხვადასხვა მათემატიკური ცნების აღსანიშნავად ან მათემატიკური ფორმულის რაიმე ნაწილის გამოსაყოფად. უფრო ხშირად გამოიყენება მრგვალი ( ), კვადრატული [ ], ფიგურული { } და კუთხური < > ფრჩხილები.

სახელწოდება წარმოიშვა ეილერის მიერ შემოღებული ტერმინისაგან Klammer – „ფრჩხილები“. სპეციალური სიმბოლოების გამოჩენამდე ფრჩხილებში ჩასასმელი გამოსახულების წინ იწერებოდა სიტყვა Collect ან ასოები: cs – სიტყვიდან communis, u- სიტყვიდან universal ან b - ნიშნავდა binomial და სხვ. ნიშნები, რომლებიც ასრულებდნენ ფრჩხილების როლს, გამოჩნდნენ XV საუკუნეში. შუკეს თხზულებაში (1484) გამოსახულება, რომელიც ფრჩხილებში უნდა ჩაჯდეს, გახაზულია ჰორიზონტალური ხაზით. ასეთივე აღნიშვნას იყენებდა ბომბელი (1550); მოგვიანებით ასეთი გამოსახულების წინ იგი წერდა L ასოს, ხოლო გამოსახულების ბოლოს წერდა გადაბრუნებულ 7 ასოს; ასეთი ჩანაწერიდან წარმოიშვა კვადრატული ფრჩხილები. ზევიდან ხაზს ძალიან დიდხანს იყენებდნენ; ამ აღნიშვნას იყენებდნენ დეკარტი, ნიუტონი, ლოპიტალი, იშვიათად ლაიბნიცი. ლეჟანდრის ერთ-ერთ წიგნში სხვადასხვა ფრჩხილებთან ერთად ასეთი ჩანაწერიც არსებობს: Fr001.png xB = C× Fr003.png (1830). მრგვალი ფრჩხილები გვხვდება ტარტალის (1556) და შემდეგ ჟირარის (1629) შრომებში. ეს თითქმის ერთადერთი სიმბოლო დარჩა მათემატიკაში, რომელსაც ჟირარი იყენებდა. ზოგიერთ ქვეყანაში ჯერ კიდევ იყენებენ მის აღნიშვნებს tan, cotan. ვიეტას თხზულებებში (1593) გამოჩნდა ფიგურული ფრჩხილები.

ფრჩხილების ფართო გამოყენება მხოლოდ XVIII ს-ის პირველი ნახევრიდან დაიწყეს ლაიბნიცის და უფრო მეტად ეილერის წყალობით. არითმეტიკაში ფრჩხილების განლაგების შესახებ საუბარი პირველად დაიწყო შრედერმა („Lehrbuch der Arithmetik und Algebra“, 1873).



წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები