კოლხეთის ეროვნული პარკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
06:13, 2 დეკემბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Masatiani (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კოლხეთის ეროვნული პარკი

კოლხეთის ეროვნული პარკი

კავკასია და შესაბამისად საქართველო, ბიომრავალფეროვნებით გა­მორჩეული კუთხით – კოლხეთითურთ მსოფლიოს ბიომრავალფეროვ­ნების 35 კრიტიკულ წერტილს შორისაა მოქცეული, რომელიც მთელი მსოფლიოს ყურადღების ობიექტს წარმოადგენს უნიკალური პირველი პერკოლაციური (შეღწევადი) ცოცხალი სფაგნუმიანი ტორფნარებისა და რელიქტური კოლხური ტყეების გამო.

კოლხეთი გლობალური გამყინვარების დროინდელ რეფუგიუმს მიეკუთვნება. როგორც ცნობილია, მესამეული გამყინვარების პერიოდში ჩრდილოეთ ნახევარსფეროში კლიმატი თბილი და ტენიანი ყოფილა, ხოლო ლანდშაფტი მრავალფეროვან ტროპიკულ და სუბტროპიკულ მერქნიან მცენარეებს მოიცავდა. გლობალურმა აცივებამ, რომელიც 15 მილიონი წლის წინათ დაიწყო და კულმინაციას გამყინვარების პერი­ოდში მიაღწია, განაპირობა მერქნიანი მცენარეების მიგრირება სამხრეთისაკენ. მათი ნაწილი იმ ადგილებში შემორჩა, სადაც თბილი და ტენიანი კლიმატი შენარჩუნდა. სამხრეთ კავკასიაში ასეთია ორი რეფუგიუმი: კოლხეთი და თალიში (აზერბაიჯანი).

კოლხეთის ეროვნული პარკი

კოლხეთში მოზარდი უნიკალური რელიქტური სახეობების დაცვისა და შენარჩუნების მიზნით დაარსდა კოლხეთის ეროვნული პარკი.

კოლხეთის ეროვნული პარკი მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე, პალიასტომის ტბის მიდამოებში. აღმოსავლეთით ესაზღვრება მდინარე ეწერი, სამხრეთით მდინარე ფიჩორი. განლაგებულია 5 მუნიციპალიტეტის: ზუგდიდის, ხობის, სენაკის, აბაშისა და ლანჩხუთის ტერიტორიებზე და საქართველოს ორი ისტორიული რეგიონის – სამეგრელოსა და გურიის ნაწილია.

ეროვნული პარკი იყოფა ანაკლია-­ჭურიის, ნაბადასა და იმნათის ბუნებ­რივ­-გეოგრაფიულ უბნებად. ეს უბნები ერთმანეთისგან გამიჯნულია მდინა­რეების – ხობისწყლისა და რიონის კალაპოტების ზღვისპირა მონაკვეთებით. გარდა ამისა, ეროვნულ პარკში შედის მდ. რიონისა და ჭურიის შესარ­თავებს შორის მდებარე ზღვის აკვატორია.

პარკის მიზანია კოლხეთის დაბლობისათვის დამახასიათებელი რე­ლიქტური ველური ფლორისა და ფაუნის მთლიანი კომპლექსის დაცვა. ნაკრძალს დიდი სამეცნიერო­კვლევითი და ისტორიული მნიშვნელობა აქვს. აქ წარმოდგენილია სხვადასხვა ტიპის ლანდშაფტები, ცალკეული ეკოსისტემები და ცენოზები. მისი საერთო ფართობია 44308,5 ჰა­-ია, რომლიდანაც ზღვის აკვატორია 15276 ჰა-­ს შეადგენს. პარკში განსაკუთ­რებით საინტერესოა პალიასტომის ტბა, შავი ზღვის აკვატორია, უნიკალური ჭაობები და კოლხური ტყე.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები