ჭურია – მდინარე საქართველოში, ხობის მუნიციპალიტეტში, წარმოიქმნა მდინარეების – მუნჩიისა და ოჩხომურის შეერთებით, ერთვის შავ ზღვას. სიგრძე 12 კმ, აუზის ფართობი 296 კმ², ტიპური ჭაობის მდინარეა. ძირითადად საზრდოობს წვიმის წყლით. დამახასიათებელია წყალმოვარდნები.
წყარო