ასომთავრული

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ასომთავრული“ გადაიტანა გვერდზე „ქართული ასომთავრული“ გადამი...)
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:ASOMTAVRULI.PNG|thumb|ქართული ასომთავრული]]
 
[[ფაილი:ASOMTAVRULI.PNG|thumb|ქართული ასომთავრული]]
'''ასომთავრული''' – [[ქართული ანბანი]]ს ერთ-ერთი სახეობა. იგი უძველესი დამწერლობაა, რომელმაც დასაბამი მისცა ქართული ანბანის სხვა სახეობებს – ნუსხურსა და მხედრულს.  
+
'''ასომთავრული''' – [[ქართული ანბანი]]ს ერთ-ერთი სახეობა. იგი უძველესი [[დამწერლობა]]ა, რომელმაც დასაბამი მისცა ქართული ანბანის სხვა სახეობებს – ნუსხურსა და მხედრულს.  
  
 
ადრეული ხანის ასომთავრულის ნიმუშები გვხვდება ეპიგრაფიკული ძეგლებისა (ქვა. [[მოზაიკა]], [[ლითონი]]) და ტყავზე შესრულებული ხელნაწერების (ეტრატების) სახით. ჩვენამდე მოღწეული უძველესი ეპიგრაფიკული ძეგლი საქართველოს ტერიტორიაზე არის ბოლნისის სიონის სამშენებლო წარწერა, რომელსაც V ს. 90-იანი (493-494) წლებით ათარიღებენ ([[შანიძე აკაკი|ა. შანიძე]]). სხვა ძეგლებიდან ცნობილია პალესტინის მოზაიკური წარწერები, რომელთაგან ერთ-ერთს IV ს. მიაკუთვნებენ ([[წერეთელი გრიგოლ|გ. წერეთელი]]); მცხეთის ჯერის VI ს. წარწერები, წრომის VII ს. მოზაიკური წარწერა და სხვ. ასომთავრულით შესრულებული უძველესი დათარიღებული ხელნაწერი („სინური მრავალთავი“) 864 არის გადაწერილი, ხოლო პალიმფსესტები V-VI ს.ს-ით თარიღდება ([[ჯავახიშვილი ივანე|ი. ჯავახიშვილი]]).  
 
ადრეული ხანის ასომთავრულის ნიმუშები გვხვდება ეპიგრაფიკული ძეგლებისა (ქვა. [[მოზაიკა]], [[ლითონი]]) და ტყავზე შესრულებული ხელნაწერების (ეტრატების) სახით. ჩვენამდე მოღწეული უძველესი ეპიგრაფიკული ძეგლი საქართველოს ტერიტორიაზე არის ბოლნისის სიონის სამშენებლო წარწერა, რომელსაც V ს. 90-იანი (493-494) წლებით ათარიღებენ ([[შანიძე აკაკი|ა. შანიძე]]). სხვა ძეგლებიდან ცნობილია პალესტინის მოზაიკური წარწერები, რომელთაგან ერთ-ერთს IV ს. მიაკუთვნებენ ([[წერეთელი გრიგოლ|გ. წერეთელი]]); მცხეთის ჯერის VI ს. წარწერები, წრომის VII ს. მოზაიკური წარწერა და სხვ. ასომთავრულით შესრულებული უძველესი დათარიღებული ხელნაწერი („სინური მრავალთავი“) 864 არის გადაწერილი, ხოლო პალიმფსესტები V-VI ს.ს-ით თარიღდება ([[ჯავახიშვილი ივანე|ი. ჯავახიშვილი]]).  

12:43, 15 დეკემბერი 2023-ის ვერსია

ქართული ასომთავრული

ასომთავრულიქართული ანბანის ერთ-ერთი სახეობა. იგი უძველესი დამწერლობაა, რომელმაც დასაბამი მისცა ქართული ანბანის სხვა სახეობებს – ნუსხურსა და მხედრულს.

ადრეული ხანის ასომთავრულის ნიმუშები გვხვდება ეპიგრაფიკული ძეგლებისა (ქვა. მოზაიკა, ლითონი) და ტყავზე შესრულებული ხელნაწერების (ეტრატების) სახით. ჩვენამდე მოღწეული უძველესი ეპიგრაფიკული ძეგლი საქართველოს ტერიტორიაზე არის ბოლნისის სიონის სამშენებლო წარწერა, რომელსაც V ს. 90-იანი (493-494) წლებით ათარიღებენ (ა. შანიძე). სხვა ძეგლებიდან ცნობილია პალესტინის მოზაიკური წარწერები, რომელთაგან ერთ-ერთს IV ს. მიაკუთვნებენ (გ. წერეთელი); მცხეთის ჯერის VI ს. წარწერები, წრომის VII ს. მოზაიკური წარწერა და სხვ. ასომთავრულით შესრულებული უძველესი დათარიღებული ხელნაწერი („სინური მრავალთავი“) 864 არის გადაწერილი, ხოლო პალიმფსესტები V-VI ს.ს-ით თარიღდება (ი. ჯავახიშვილი).

ასომთავრული დამწერლობა ხელნაწერ ტექსტებში ძირითადად XI-XII სს-მდე გამოიყენებოდა. X ს-იდან პარალელურად შემოდის ნუსხური დამწერლობა, რომელიც თანდათანობით იკავებს ასომთავრულის ადგილს. შემდეგ საუკუნეებში თავისი მხატვრული გამომსახველობის (მკვეთრი მონუმენტური შრიფტის) გამო ასომთავრული ძირითადად რჩება ეპიგრაფიკული წარწერებისა და ნუსხურით გადაწერილ ტექსტებში სათაურებისა და საზედაო ასოების შესასრულებლად. ამან განაპირობა მისი სახელწოდებაც – „ასომთავარი“. დამწერლობის ამ სახეობას ასოების მოყვანილობის გამო მრგლოვანსაც უწოდებენ.

ქართული ასომთავრულის გრაფიკული სისტემა

ქართულ ასომთავრულთან, როგორც უძველეს ანბანურ სისტემასთან, დაკავშირებით ორი საკითხი დგება – წარმომავლობა და დათარიღება. ორივე ამ საკითხის შესახებ განსხვავებული მოსაზრებებია გამოთქმული. მეცნიერთა ნაწილი ქართული ასომთავრულის წარმოშობას წინაქრისტიანულ ხანას უკავშირებს და გრაფემების მოხაზულობათა ანალიზის საფუძველზე მას უშუალოდ სემიტურიდან, კერძოდ, ფინიკიურიდან, მომდინარედ მიიჩნევს, შექმნის პირობით თარიღად კი არა უგვიანეს ძვ. წ. VII ს-ს (ი. ჯავახიშვილი), ან ძვ. წ. 284-ს (რ. პატარიძე) ასახელებს. მეცნიერთა მეორე ნაწილი, პირიქით, ქართული ასომთავრულის შექმნას ქრისტიანულ ხანაში ვარაუდობს და ახ. წ.IV ს-ით ათარიღებს (კ. კეკელიძე, თ. გამყრელიძე). და თუმცა ამ თვალსაზრისის მიხედვით ქართული ანბანის პროტოტიპად ბერინული ანბანია აღიარებული, ქართული მიჩნეულია პროტოტიპისაგან დამოუკიდებელ სისტემად, რომელიც გრაფიკულად მოდიფიცირებულია და განსხვავებულ პარადიგმატიკულ პრინციპზეა აგებული. სომხური ისტორიული წყაროების მიხედვით ქართული (ასევე ალბანური) ანბანის შექმნა სომხური ანბანის შემდგენელს მეზროპ მაშტოცს მიეწერება. ამგვარი ვარაუდის დაშვება მეცნიერულ საფუძვლებს მოკლებული ჩანს. პირველყოვლისა, ანბანის შექმნა ენის წინასწარ ლინგვისტურ ანალიზს გულისხმობს, რაც შეუძლებელია ჩაეტარებინა ამ ენის არმცოდნე პირს (თუნდაც ვინმეს დახმარებით, როგორც ამას სომხური წყაროები გვამცნობენ). ამასთანავე, ქართული და სომხური ანბანები პარადიგმატიკულად სრულიად განსხვავებულ სტრუქტურულ ტიპებს განეკუთვნებიან, რაც აგრეთვე გამორიცხავს ერთი ავტორის მონაწილეობას ორივე ანბანის შექმნაში (თ. გამყრელიძე).

ქართული ასომთავრულის გრაფიკული სისტემის ანალიზი შემდეგ სურათს გვიჩვენებს: ასომთავრული სხვა ანბანთაგან სრულიად განსხეავებული სისტემაა. სტილურად იგი ერთიანი სტრუქტურაა, რიც ძირითადად 9 ელემენტის მრავალმხრივ კომბინირებას ემყარება. ესენია მარტივი გეომეტრიული ელემენტები – დიდი, საშუალო და პატარა წრე, სწორი ხაზი და რკალი. ეს ელემენტები ერთმანეთთან პროპორციულ დამოკიდებულებაში იმყოფებიან: საშუალო ელემენტები სიმაღლის ნახევარს, ხოლო პატარა ელემენტები სიმაღლის მეოთხედს შეადგენენ. გრაფიკული სისტემის შემადგენელი ელემენტების ურთიერთკომბინირებაც გარკვეულ კანონზომიერებას ავლენს. ეს არის ე. წ. „კვადრატის პრინციპი“: ყველა ასოს გრაფიკული ნიშანი კვადრატის შუაწერტილზე გავლებულ ურთიერთპერპენდიკულარულ ხაზებს შორის თავსდება, ე. ი. არც ერთი ასოს მოხაზულობა კვადრატის ფარგლებიდან არ გადის. ასოთა ერთი ნაწილი (29 ასო-ნიშანი) ვერტიკალურ სისტემაზეა აგებული ნაწილი, კი (7 ასო-ნიშანი) წრიულ მოხაზულობას იმეორებს. ასოთა მოხაზულობა ან მთლიანად ავსებს კვადრატს, როგორც ეს გვაქეს, მაგ., Ⴀ ან Ⴃ ასოთა შემთხვევებში, ან მის ერთ, მარჯეენა ან მარცხენა, ნახევარს იკავებს; ერთადერთ გამონაკლისს შეადგენს „ჯან“ ასოს მოხასულობა Ⴟ, რომელიც ქრისტეს ინიციალების (Ⴄ და Ⴕ) დიაგონალური გადაკვეთითაა შექმნილი.

ასომთავრულ დამწერლობაში ასოთა მოხაზულობის ფორმები ორ ხაზშია მოთავსებული. ყველა ასო ერთნაირი სიმაღლისაა. ასწვრივი ხაზების კომბინირება თუ მათი მონაცვლეობა წრიულ ფორმებთან ართულებს კონტურულ მონახაზს, რის გამოც ასოთა მოხაზულობა ხელის რამდენჯერმე აღებით სრულდება. ასოთა შორის გარკეეული მანძილია დატოეებული.

ასომთავრულის ასო-ნიშანთა სტილური ერთიანობა მათ ერთდროულ შექმნაზე მეტყველებს. ამ ნიშანთა ანბანზე გაწყობა, კერძოდ, ასოთა სახელდება და ანბანური რიგის დაწესება რიცხვითი მნიშენელობის მინიჭებით გრაფიკული ნიშნების შექმნისთანავე უნდა მომხდარიყო. თავის მხრიე, გრაფიკული სტილის ერთიანობა მიგვანიშნებს, რომ ქართული ასომთავრული, სხვა ანბანთა ასო-ნიშნების გამოყენების გარეშე, დამოუკიდებლად შეიქმნა. კომპოზიციური აგების პრინციპებითა და საწყისებით ასომთავრულის გრაფიკული სტრუქტურა უკავშირდება გეომეტრიას, არქიტექტურას, კოსმოსის უძველეს სიმბოლიკას. კვადრატში მოთავსებული წრეწირი გამოხატავს მიწისა და ცის ერთიანობას. მეოთხედ კეადრატებში ჩახაზული წრეების შემთხვევაში ასოებით იქმნება კვადრიფოლიუმი, რომელიც სამყაროს აღქმის, შეცნობადობის პირველწყაროა. მან ადრექრისტიანული ხანის ხელოვნებაში ოთხყურა ჯვრის სახით დიდი გავრცელება ჰოვა. კვადრატი, თავის მხრივ, უკავშირდება ქართული დარბაზული ტიპის საცხოვრებელი სახლის გეგმას, ხოლო გრაფიკის შემადგენელ ელემენტთა შორის არსებული პროპორციული დამოკიდებულება ძვ. დარბაზული ტიპის გადახურვის კონსტრუქციასთან პოულობს კავშირს.კიდურწაისრული დამწერლობა).

ე. მაჭავარიანი



ლიტერატურა

  • ჯავახიშვილი ი. ,ქართული დამწერლობათა-მცოდნეობა ანუ პალეოგრაფია, თბ., 1949 მისივე: თხზ. ტ. 9. თბ.. 1996);
  • პატარიძე რ. ქართული ასომთაერული, თბ., 1980;
  • მაჭავარიანი ე. ქართული ანბანის გრაფიკული საფუძვლები, თბ., 1982;
  • გამყრელიძე თ. წერის ანბანური სისტემა და ძველი ქართულიდამწერლიიება, თბ. 1990.

იხილე აგრეთვე

კიდურწაისრული დამწერლობა

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები