გორული ლექსიკონი
(ახალი გვერდი: '''„იტალიურ-ქართული ლექსიკონი“''' – ანონიმური ლექსიკონი, ცნობ...) |

(ერთი მომხმარებლის 7 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
− | '''„იტალიურ-ქართული ლექსიკონი“''' – ანონიმური ლექსიკონი, ცნობილი გორული ლექსიკონის სახელით. მას გარეკანზე იტალიურად აწერია – „ეს წიგნი დაწერილია 1724 წელს“. წარწერა ფურცლის ბოლოს, შუა ადგილზეა; იმავე გვერდზე, ზემოთ, მარჯვენა მხარეს, წერია თარიღი – 1787, ხოლო მეორე | + | '''„იტალიურ-ქართული ლექსიკონი“''' – ანონიმური [[ლექსიკონი]], ცნობილი გორული ლექსიკონის სახელით. მას გარეკანზე იტალიურად აწერია – „ეს წიგნი დაწერილია 1724 წელს“. წარწერა ფურცლის ბოლოს, შუა ადგილზეა; იმავე გვერდზე, ზემოთ, მარჯვენა მხარეს, წერია თარიღი – 1787, ხოლო მეორე გვერდზე, სადაც წარმოდგენილია [[ქართული ანბანი]]ს სამივე სახეობა, სხვა თარიღი – 1750, რომელსაც მოსდევს წარწერა ნუსხური [[ასო (ნიშანი)|ასო]]ებით: „უფალო წარუმართე ჯეროლიმოს“ („ღო წარმართე ჯეროლიმოს“). ჩვენი აზრით, ლექსიკონი შექმნილია მოხსენიებულზე უფრო ადრე, რადგან იგი გამოყენებულია [[სულხან-საბა ორბელიანი]]ს „ლექსიკონი ქართულის“ B რედაქციის (1715-16) დანართში. |
იტალიურად დაწერილი [[ქართული ენა|ქართული ენის]] [[გრამატიკა]] და იტალიურ-ქართული ლექსიკონი აღწერა აკადემიკოსმა ე. მეტრეველმა (ხელნაწერთა აღწერილობა, I, 1957, გვ. 459), მეცნიერულად შეისწავლა პროფესორმა ნ. ორლოვსკაიამ. | იტალიურად დაწერილი [[ქართული ენა|ქართული ენის]] [[გრამატიკა]] და იტალიურ-ქართული ლექსიკონი აღწერა აკადემიკოსმა ე. მეტრეველმა (ხელნაწერთა აღწერილობა, I, 1957, გვ. 459), მეცნიერულად შეისწავლა პროფესორმა ნ. ორლოვსკაიამ. | ||
ხაზი 14: | ხაზი 14: | ||
ABl. მამისაგან მამებისაგან.
| ABl. მამისაგან მამებისაგან.

− | თანხმოვანფუძიან სახელთაგან ნაბრუნებია პური, ხმოვანფუძიან კვეცად სახელთაგან – მამა და მზე, უკვეცელთაგან – კომბოსტო და ძუძუ. | + | თანხმოვანფუძიან სახელთაგან ნაბრუნებია [[პური]], ხმოვანფუძიან კვეცად სახელთაგან – მამა და მზე, უკვეცელთაგან – [[კომბოსტო]] და ძუძუ. [[ბრუნვა (გრამატიკა)|ბრუნვა]]თა ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით იქცევენ ყურადღებას: (1) ნათ. ბრუნვაში ყველა სახელთან ნაჩვენებია როგორც გაუვრცობელი, ისე გავრცობილი ფორმა: მამის – მამისა და ა. შ.; (2) უკვეცელი სახელები ნათ. ბრუნვაში მხოლოდ ა-თი განივრცობა: კომბოსტოსა და მისთ. არ გვხვდება: კომბოსტოსი, ძუძუსი; (3) წოდ. ბრუნვაში ო-ს გვერდით ვ-ც ჩნდება: მზევ; (4) სახელები მრავლობით რიცხვში ძირითადად –ებ სუფიქსით არიან წარმოდგენილი: -თ სუფიქსიანი ფორმა-სახელთა მრავლობით რიცხვში არ გვხვდება, ნ სუფიქსიც მხოლოდ ორ შემთხვევაშია დამოწმებული (ძუძუნი, ძუძუნო). |
გორული მეტყველების თვალსაზრისით, საყურადღებოა მოზმნისწინის მო- ( მა- ვარიანტების კანონზომიერი მონაცვლეობა: I ობიექტ. პირის მ- პრეფიქსის წინ მა- გვხედება, სხვა შემთხვევაში – მო-; მაგ.: მამიტანა, მაგ- | გორული მეტყველების თვალსაზრისით, საყურადღებოა მოზმნისწინის მო- ( მა- ვარიანტების კანონზომიერი მონაცვლეობა: I ობიექტ. პირის მ- პრეფიქსის წინ მა- გვხედება, სხვა შემთხვევაში – მო-; მაგ.: მამიტანა, მაგ- | ||
რამ მოგიტანა; მამცემენ, მაგრამ მოგცემენ; მამწერე, მაგრამ მოგეწერე და სხვ. | რამ მოგიტანა; მამცემენ, მაგრამ მოგცემენ; მამწერე, მაგრამ მოგეწერე და სხვ. | ||
− | მორფოლოგიური თვალსაზრისით ყურადღებას იქცევს სახელი მზე -ებ სუფიქსიან მრავლობითში. ეე კომპლექსი ყველგან მარტივი | + | მორფოლოგიური თვალსაზრისით ყურადღებას იქცევს სახელი მზე -ებ სუფიქსიან მრავლობითში. ეე კომპლექსი ყველგან მარტივი ე ხმოვნით არის წარმოდგენილი: მზები, მზებისა, მზებსა და სხვ. ეს ქართლური მეტყველების ფაქტად უნდა მივიჩნიოთ. ამით რეალიზებულია ფონემატური წესი, რომელიც კრძალავს ხმოვანთა კომბინაციებს |
მორფემათა ფარგლებში. ფ-მ. მაჯოს პარადიგმებიც ამას უჭერს მხარს. | მორფემათა ფარგლებში. ფ-მ. მაჯოს პარადიგმებიც ამას უჭერს მხარს. | ||
როგორც ლექსიკონის შესავალ გრამატიკულ ნაწილში, ისე სალექსიკონო სტატიებში ზმნათა უღლება საკმაოდ სწორად არის წარმოდგენილი: მაგ.: | როგორც ლექსიკონის შესავალ გრამატიკულ ნაწილში, ისე სალექსიკონო სტატიებში ზმნათა უღლება საკმაოდ სწორად არის წარმოდგენილი: მაგ.: | ||
− | 1. prezente – აწმყო: „მე მიყვარს: შენ გიყვარს: იმას უყვარს; ჩვენ გვიყვარს: თქვენ გიყვარსთ: იმათ | + | 1. prezente – აწმყო: „მე მიყვარს: შენ გიყვარს: იმას უყვარს; ჩვენ გვიყვარს: თქვენ გიყვარსთ: იმათ უყვართ“;

2. Imperfetto – ნამყო უსრული: „მე მიყვარდა: გი: უ; P გვიყვარდა: თ: თ“. გი აქ მეორე პირის | 2. Imperfetto – ნამყო უსრული: „მე მიყვარდა: გი: უ; P გვიყვარდა: თ: თ“. გი აქ მეორე პირის | ||
ფორმაა: გიყვარდა, უ- კი – მესამისა – უყვარდა; ს. გამოხატავს მრავლობით რიცხვს (Plurale); თ მეორე და | ფორმაა: გიყვარდა, უ- კი – მესამისა – უყვარდა; ს. გამოხატავს მრავლობით რიცხვს (Plurale); თ მეორე და | ||
− | მესამე პირებში ნიშნავს იმას, რომ | + | მესამე პირებში ნიშნავს იმას, რომ მხოლობითის ფორმა უცვლელად მეორდება, მრავლობით რიცხვში მათ |
მხოლოდ -თ სუფიქსი ემატებათ;
| მხოლოდ -თ სუფიქსი ემატებათ;

3. perfetto – ნამყო სრული: „მე შემიყვარე: შეი, შეიყვარა; P, თ:თ: შეიყვარეს“; | 3. perfetto – ნამყო სრული: „მე შემიყვარე: შეი, შეიყვარა; P, თ:თ: შეიყვარეს“; | ||
− | 4. 2do perfetto – მეორე ნამყო სრული: „მე შემიყვარებია: შეგი: შეუ; P. | + | 4. 2do perfetto – მეორე ნამყო სრული: „მე შემიყვარებია: შეგი: შეუ; P. შეგვიყვარებია: თ:თ;

5.Piu che Perfetto – ნამყო უსრულესი (ე. ი. უფრო ნამყო სრული): „მე შემეყვარა: შეგე: შეე; P. შეგვეყვარა: თ:თ“;
| 5.Piu che Perfetto – ნამყო უსრულესი (ე. ი. უფრო ნამყო სრული): „მე შემეყვარა: შეგე: შეე; P. შეგვეყვარა: თ:თ“;

− | 6. Futuri – მყოფადი: „მე შევიყვარებ: შეი: შეიყვარებს; P. თ:თ: შეიყვარებენ“;
| + | 6. Futuri – [[მყოფადი]]: „მე შევიყვარებ: შეი: შეიყვარებს; P. თ:თ: შეიყვარებენ“;

− | 7. Imperativo – ბრძანებითი: „შენ შეიყვარე; იმან შეიყვაროს: ჩვენ შევიყვაროთ; თქვენ შეიყვარეთ: იმათ | + | 7. Imperativo – ბრძანებითი: „შენ შეიყვარე; იმან შეიყვაროს: ჩვენ შევიყვაროთ; თქვენ შეიყვარეთ: იმათ შეიყვარონ“;

8. Presente et Imperfetto dell ottativo – აწმყოსა და ნამყო უსრულის ნატვრითი: „ნეტამც მე მიყვარდეს: გი: უ; P. გვი: გი: უყვარდესთ“;
| 8. Presente et Imperfetto dell ottativo – აწმყოსა და ნამყო უსრულის ნატვრითი: „ნეტამც მე მიყვარდეს: გი: უ; P. გვი: გი: უყვარდესთ“;

− | 9. Perfetto (ივარაუდება | + | 9. Perfetto (ივარაუდება „ნატვრითის ნამყო სრული“): „ნეტამც მე შემეყვაროს; შეგე: შეე: P. შეგვეყვარო: |
თ:თ“;
| თ:თ“;

− | 10. Piu che Perfetto (ივარაუდება | + | 10. Piu che Perfetto (ივარაუდება ნატვრითი კილოს ნამყო უსრულესი): „ნეტამც მე შემეყვარა; შემდეგ როგორც თხრობით კილოში“;

− | 11. Futuro (ივარაუდება | + | 11. Futuro (ივარაუდება ნატვრითი კილოს მყოფადი): „რომ მე შევიყვარო: შე: შეიყვარო; P. თ:თ: შეიყვარონ“;

− | 12. Coniuntivo Presente – კავშირებითის აწმყო: „როს შევიყვარო…“ (იმეორებს | + | 12. Coniuntivo Presente – კავშირებითის აწმყო: „როს შევიყვარო…“ (იმეორებს ნატვრითს). |
− | თვით ლექსიკონში ავტორი არ ასხვავებს | + | თვით ლექსიკონში ავტორი არ ასხვავებს ნატვრითი და კავშირებითი კილოს ფორმებს, ისინი მხოლოდ ნეტამც ნაწილაკისა და რომ კავშირით განსხვავდებიან ერთიმეორისაგან. |
გორული ანონიმური იტალიურ-ქართული ლექსიკონის გრამატიკული ნაწილი არსებითად მიჰყვება ფ.-მ. მაჯოს გრამატიკას. ანონიმი ქართულ ენას უკეთ ფლობს, მაგრამ გრამატიკული დებულებები და მაგალითებიც კი ფ.-მ. მაჯოსაგან გადმოუღია. ის მცირეოდენი განსხვავება, რასედაც ლიტერატურაში მიუთითებენ (ნ. ორლოვსკაია), იმდენად გრამატ. კვალიფიკაციას არ ეხება, რამდენადაც განსხვავებას საანალიზო მასალის მიხედვით: ფ.-მ. მაჯო აანალიზებდა გორული დიალექტის სამეტყველო ფორმებს, ანონიმი კი – ქართლურისას, ანონიმის გორული ლექსიკონი გრამატიკული დანართებით და შიგა ჩანართებით ერთგვარი შეჯამებაა იმ დებულებებისა, რომლებიც მანამდე ჩამოაყალიბეს ქართული ენისთვის ფ.-მ. მაჯომ, ბერნარდე ნეაპოლელმა და სხვ. მისიონერებმა. | გორული ანონიმური იტალიურ-ქართული ლექსიკონის გრამატიკული ნაწილი არსებითად მიჰყვება ფ.-მ. მაჯოს გრამატიკას. ანონიმი ქართულ ენას უკეთ ფლობს, მაგრამ გრამატიკული დებულებები და მაგალითებიც კი ფ.-მ. მაჯოსაგან გადმოუღია. ის მცირეოდენი განსხვავება, რასედაც ლიტერატურაში მიუთითებენ (ნ. ორლოვსკაია), იმდენად გრამატ. კვალიფიკაციას არ ეხება, რამდენადაც განსხვავებას საანალიზო მასალის მიხედვით: ფ.-მ. მაჯო აანალიზებდა გორული დიალექტის სამეტყველო ფორმებს, ანონიმი კი – ქართლურისას, ანონიმის გორული ლექსიკონი გრამატიკული დანართებით და შიგა ჩანართებით ერთგვარი შეჯამებაა იმ დებულებებისა, რომლებიც მანამდე ჩამოაყალიბეს ქართული ენისთვის ფ.-მ. მაჯომ, ბერნარდე ნეაპოლელმა და სხვ. მისიონერებმა. | ||
ხაზი 48: | ხაზი 47: | ||
საკუთრიე ლექსიკონს დაახლოებით 250 გვერდი უკავია. | საკუთრიე ლექსიკონს დაახლოებით 250 გვერდი უკავია. | ||
− | ანბანში წარმოდგენილი ჴ, ჲ, ჵ, ჱ, ჳ ასოებიდან ლექსიკონში გამოყენებულია ჴ, თუმცა არა ყველა საჭირო | + | ანბანში წარმოდგენილი ჴ, ჲ, ჵ, ჱ, ჳ ასოებიდან ლექსიკონში გამოყენებულია ჴ, თუმცა არა ყველა საჭირო შემთხვევაში. მაგ., ხელი ჩაწერილია ხ ასოთი (იხ. Mano) ჴელ-ეჩო სიტყვაში კი იგივე ხელი ჴ ასოთია ჩაწერილი (იხ. Ascetta), ჴ გვხვდება სხვა სიტყვებშიც: მო და (იხ. Berette), კლდის-ჴმა (იხ. Echo), თიჴა (იხ. Crela). წყვილბაგისმიერი [[თანხმოვნები|თანხმოვანი]] უ გამოყენებულია ძუირი (იხ. Costa) სიტყვაში. |
ლექსიკონის ორთოგრაფია საშუალო ქართულის ბოლო პერიოდისაა: ჩვენ, ნაძვი, თქვენ დაია სხვ. | ლექსიკონის ორთოგრაფია საშუალო ქართულის ბოლო პერიოდისაა: ჩვენ, ნაძვი, თქვენ დაია სხვ. | ||
− | ზმნები ლექსიკონში წარმოდგენილია აწმყოს ფორმით, მიწერილი აქვთ უწყვეტლის, | + | ზმნები ლექსიკონში წარმოდგენილია აწმყოს ფორმით, მიწერილი აქვთ უწყვეტლის, წყვეტილის, I თურმეობითის, II თურმეობითისა და მყოფადის ფორმები, მაგ: „Accendere ვანთებ: დი: ავანთე: ამინთია: ამენთო: ავანთებ“ (დი აქ გამოხატავს უწყვეტლის ფორმას – ვანთებდი). |
სახელები ხშირად წარმოდგენილია სემანტიკური ველებით, მაგ., „Colombo-aio – მტრედი, სატრედო“; | სახელები ხშირად წარმოდგენილია სემანტიკური ველებით, მაგ., „Colombo-aio – მტრედი, სატრედო“; | ||
− | Frstello – ძმა, ტყუპი: | + | Frstello – ძმა, ტყუპი: მომდევნო სტრიქონზე წარმოდგენილია ძმობა, ძმობილობა, ძმობილი (იხ. Fratellaza: to); „Albero: otto – ხე, ბაყილო“ (otto – გადაიწერება; Alberatto – ახალგამოტანილი ყლორტია). |
ლექსიკონის ბოლოს ჩამოწერილია არაბული ციფრები მათი ქართული დასახელებით: ერთი, ორი… ამათ | ლექსიკონის ბოლოს ჩამოწერილია არაბული ციფრები მათი ქართული დასახელებით: ერთი, ორი… ამათ | ||
ხაზი 61: | ხაზი 60: | ||
სულ ბოლოს მოქცეულია საეკლესიო ტერმინები: ბზობა, აღდგომა, ამაღლება და სხვ. | სულ ბოლოს მოქცეულია საეკლესიო ტერმინები: ბზობა, აღდგომა, ამაღლება და სხვ. | ||
− | ლექსიკონი მთავრდება შეგონებით: | + | ლექსიკონი მთავრდება შეგონებით: „[[ადამი]]ს ტომო : მოიგონე : რომ : მიწა : ხარ : და : მიწათ : გარდაიქცევი”. |
''თ. უითურგაიძე'' | ''თ. უითურგაიძე'' |
მიმდინარე ცვლილება 11:50, 6 თებერვალი 2024 მდგომარეობით
„იტალიურ-ქართული ლექსიკონი“ – ანონიმური ლექსიკონი, ცნობილი გორული ლექსიკონის სახელით. მას გარეკანზე იტალიურად აწერია – „ეს წიგნი დაწერილია 1724 წელს“. წარწერა ფურცლის ბოლოს, შუა ადგილზეა; იმავე გვერდზე, ზემოთ, მარჯვენა მხარეს, წერია თარიღი – 1787, ხოლო მეორე გვერდზე, სადაც წარმოდგენილია ქართული ანბანის სამივე სახეობა, სხვა თარიღი – 1750, რომელსაც მოსდევს წარწერა ნუსხური ასოებით: „უფალო წარუმართე ჯეროლიმოს“ („ღო წარმართე ჯეროლიმოს“). ჩვენი აზრით, ლექსიკონი შექმნილია მოხსენიებულზე უფრო ადრე, რადგან იგი გამოყენებულია სულხან-საბა ორბელიანის „ლექსიკონი ქართულის“ B რედაქციის (1715-16) დანართში.
იტალიურად დაწერილი ქართული ენის გრამატიკა და იტალიურ-ქართული ლექსიკონი აღწერა აკადემიკოსმა ე. მეტრეველმა (ხელნაწერთა აღწერილობა, I, 1957, გვ. 459), მეცნიერულად შეისწავლა პროფესორმა ნ. ორლოვსკაიამ.
ლექსიკონი შექმნილია ბერნარდე ნეაპოლელის „იტალიურ-ქართული ლექსიკონის“ პრინციპებით, ოღონდ სალექსიკონო ერთეულთა გრამატიკული დახასიათება აქ უფრო სრულია. ლექსიკონს წინ უძღვის 33-გვერდიანი გრამატიკული მიმოხილვა სახელთა და ზმნათა ვრცელი პარადიგმებით, რომლებიც წინადადებებშიც არის წარმოდგენილი.
გრამატიკულ ნაწილში სახელი წარმოდგენილია ექვს ბრუნვაში:
N. მამა მამები,
G. მამის ან მამისა მამებისა,
D. მამასა მამებსა,
A.cc. მამა მამები,
V. მამაო მამებო,
ABl. მამისაგან მამებისაგან.
თანხმოვანფუძიან სახელთაგან ნაბრუნებია პური, ხმოვანფუძიან კვეცად სახელთაგან – მამა და მზე, უკვეცელთაგან – კომბოსტო და ძუძუ. ბრუნვათა ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით იქცევენ ყურადღებას: (1) ნათ. ბრუნვაში ყველა სახელთან ნაჩვენებია როგორც გაუვრცობელი, ისე გავრცობილი ფორმა: მამის – მამისა და ა. შ.; (2) უკვეცელი სახელები ნათ. ბრუნვაში მხოლოდ ა-თი განივრცობა: კომბოსტოსა და მისთ. არ გვხვდება: კომბოსტოსი, ძუძუსი; (3) წოდ. ბრუნვაში ო-ს გვერდით ვ-ც ჩნდება: მზევ; (4) სახელები მრავლობით რიცხვში ძირითადად –ებ სუფიქსით არიან წარმოდგენილი: -თ სუფიქსიანი ფორმა-სახელთა მრავლობით რიცხვში არ გვხვდება, ნ სუფიქსიც მხოლოდ ორ შემთხვევაშია დამოწმებული (ძუძუნი, ძუძუნო).
გორული მეტყველების თვალსაზრისით, საყურადღებოა მოზმნისწინის მო- ( მა- ვარიანტების კანონზომიერი მონაცვლეობა: I ობიექტ. პირის მ- პრეფიქსის წინ მა- გვხედება, სხვა შემთხვევაში – მო-; მაგ.: მამიტანა, მაგ- რამ მოგიტანა; მამცემენ, მაგრამ მოგცემენ; მამწერე, მაგრამ მოგეწერე და სხვ.
მორფოლოგიური თვალსაზრისით ყურადღებას იქცევს სახელი მზე -ებ სუფიქსიან მრავლობითში. ეე კომპლექსი ყველგან მარტივი ე ხმოვნით არის წარმოდგენილი: მზები, მზებისა, მზებსა და სხვ. ეს ქართლური მეტყველების ფაქტად უნდა მივიჩნიოთ. ამით რეალიზებულია ფონემატური წესი, რომელიც კრძალავს ხმოვანთა კომბინაციებს მორფემათა ფარგლებში. ფ-მ. მაჯოს პარადიგმებიც ამას უჭერს მხარს.
როგორც ლექსიკონის შესავალ გრამატიკულ ნაწილში, ისე სალექსიკონო სტატიებში ზმნათა უღლება საკმაოდ სწორად არის წარმოდგენილი: მაგ.:
1. prezente – აწმყო: „მე მიყვარს: შენ გიყვარს: იმას უყვარს; ჩვენ გვიყვარს: თქვენ გიყვარსთ: იმათ უყვართ“;
2. Imperfetto – ნამყო უსრული: „მე მიყვარდა: გი: უ; P გვიყვარდა: თ: თ“. გი აქ მეორე პირის
ფორმაა: გიყვარდა, უ- კი – მესამისა – უყვარდა; ს. გამოხატავს მრავლობით რიცხვს (Plurale); თ მეორე და
მესამე პირებში ნიშნავს იმას, რომ მხოლობითის ფორმა უცვლელად მეორდება, მრავლობით რიცხვში მათ
მხოლოდ -თ სუფიქსი ემატებათ;
3. perfetto – ნამყო სრული: „მე შემიყვარე: შეი, შეიყვარა; P, თ:თ: შეიყვარეს“;
4. 2do perfetto – მეორე ნამყო სრული: „მე შემიყვარებია: შეგი: შეუ; P. შეგვიყვარებია: თ:თ;
5.Piu che Perfetto – ნამყო უსრულესი (ე. ი. უფრო ნამყო სრული): „მე შემეყვარა: შეგე: შეე; P. შეგვეყვარა: თ:თ“;
6. Futuri – მყოფადი: „მე შევიყვარებ: შეი: შეიყვარებს; P. თ:თ: შეიყვარებენ“;
7. Imperativo – ბრძანებითი: „შენ შეიყვარე; იმან შეიყვაროს: ჩვენ შევიყვაროთ; თქვენ შეიყვარეთ: იმათ შეიყვარონ“;
8. Presente et Imperfetto dell ottativo – აწმყოსა და ნამყო უსრულის ნატვრითი: „ნეტამც მე მიყვარდეს: გი: უ; P. გვი: გი: უყვარდესთ“;
9. Perfetto (ივარაუდება „ნატვრითის ნამყო სრული“): „ნეტამც მე შემეყვაროს; შეგე: შეე: P. შეგვეყვარო:
თ:თ“;
10. Piu che Perfetto (ივარაუდება ნატვრითი კილოს ნამყო უსრულესი): „ნეტამც მე შემეყვარა; შემდეგ როგორც თხრობით კილოში“;
11. Futuro (ივარაუდება ნატვრითი კილოს მყოფადი): „რომ მე შევიყვარო: შე: შეიყვარო; P. თ:თ: შეიყვარონ“;
12. Coniuntivo Presente – კავშირებითის აწმყო: „როს შევიყვარო…“ (იმეორებს ნატვრითს).
თვით ლექსიკონში ავტორი არ ასხვავებს ნატვრითი და კავშირებითი კილოს ფორმებს, ისინი მხოლოდ ნეტამც ნაწილაკისა და რომ კავშირით განსხვავდებიან ერთიმეორისაგან.
გორული ანონიმური იტალიურ-ქართული ლექსიკონის გრამატიკული ნაწილი არსებითად მიჰყვება ფ.-მ. მაჯოს გრამატიკას. ანონიმი ქართულ ენას უკეთ ფლობს, მაგრამ გრამატიკული დებულებები და მაგალითებიც კი ფ.-მ. მაჯოსაგან გადმოუღია. ის მცირეოდენი განსხვავება, რასედაც ლიტერატურაში მიუთითებენ (ნ. ორლოვსკაია), იმდენად გრამატ. კვალიფიკაციას არ ეხება, რამდენადაც განსხვავებას საანალიზო მასალის მიხედვით: ფ.-მ. მაჯო აანალიზებდა გორული დიალექტის სამეტყველო ფორმებს, ანონიმი კი – ქართლურისას, ანონიმის გორული ლექსიკონი გრამატიკული დანართებით და შიგა ჩანართებით ერთგვარი შეჯამებაა იმ დებულებებისა, რომლებიც მანამდე ჩამოაყალიბეს ქართული ენისთვის ფ.-მ. მაჯომ, ბერნარდე ნეაპოლელმა და სხვ. მისიონერებმა.
საკუთრიე ლექსიკონს დაახლოებით 250 გვერდი უკავია.
ანბანში წარმოდგენილი ჴ, ჲ, ჵ, ჱ, ჳ ასოებიდან ლექსიკონში გამოყენებულია ჴ, თუმცა არა ყველა საჭირო შემთხვევაში. მაგ., ხელი ჩაწერილია ხ ასოთი (იხ. Mano) ჴელ-ეჩო სიტყვაში კი იგივე ხელი ჴ ასოთია ჩაწერილი (იხ. Ascetta), ჴ გვხვდება სხვა სიტყვებშიც: მო და (იხ. Berette), კლდის-ჴმა (იხ. Echo), თიჴა (იხ. Crela). წყვილბაგისმიერი თანხმოვანი უ გამოყენებულია ძუირი (იხ. Costa) სიტყვაში.
ლექსიკონის ორთოგრაფია საშუალო ქართულის ბოლო პერიოდისაა: ჩვენ, ნაძვი, თქვენ დაია სხვ.
ზმნები ლექსიკონში წარმოდგენილია აწმყოს ფორმით, მიწერილი აქვთ უწყვეტლის, წყვეტილის, I თურმეობითის, II თურმეობითისა და მყოფადის ფორმები, მაგ: „Accendere ვანთებ: დი: ავანთე: ამინთია: ამენთო: ავანთებ“ (დი აქ გამოხატავს უწყვეტლის ფორმას – ვანთებდი).
სახელები ხშირად წარმოდგენილია სემანტიკური ველებით, მაგ., „Colombo-aio – მტრედი, სატრედო“; Frstello – ძმა, ტყუპი: მომდევნო სტრიქონზე წარმოდგენილია ძმობა, ძმობილობა, ძმობილი (იხ. Fratellaza: to); „Albero: otto – ხე, ბაყილო“ (otto – გადაიწერება; Alberatto – ახალგამოტანილი ყლორტია).
ლექსიკონის ბოლოს ჩამოწერილია არაბული ციფრები მათი ქართული დასახელებით: ერთი, ორი… ამათ მოსდევს რიგობითი რიცხვის ფორმები: მეერთე, მეორე… რიცხვთა შემდეგ ჩამოწერილია წყვის ერთეულები: ლიტრა, ჩარექა, სათლი, რუბი…, შემდეგ – ფულის ერთეულები; აბაზი, უსალთუნი, ფლური… სულ ბოლოს მოქცეულია საეკლესიო ტერმინები: ბზობა, აღდგომა, ამაღლება და სხვ.
ლექსიკონი მთავრდება შეგონებით: „ადამის ტომო : მოიგონე : რომ : მიწა : ხარ : და : მიწათ : გარდაიქცევი”.
თ. უითურგაიძე
[რედაქტირება] ლიტერატურა
უთურგაიძე თ, ქართული ენის შესწავლის ისტორია, თბ., 1999;