სააკაძე გიორგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „გიორგი სააკაძე“ გადაიტანა გვერდზე „სააკაძე გიორგი“ გადამისამ...)
 
(ერთი მომხმარებლის 14 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''გიორგი სააკაძე''' - თბილისის [[ამირა]].  
+
'''გიორგი სააკაძე''' - [[სიაუშ სააკაძე|სიაუშ სააკაძის]] ძე (დაახ. 1570-1629), პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე.  ქალაქის ([[თბილისი|თბილისის]]) და ქართლის (ცხინვალის, დვალეთის, სომხითის) [[მოურავი]] / თბილისის [[ამირათ-ამირა]] 1608-1612 წწ., XVI ს-ის 90-იან წწ. წარმოშობით [[აზნაური|აზნაურთა]] ფენას ეკუთვნოდა.
  
  
 +
სამოღვაწეო ასპარეზზე გამოდის [[სვიმონ I]]-ის დროს.  [[სვიმონ I]]-თან ერთად იბრძოდა ოსმალების წინააღმდეგ. 1600-1606 წწ. იყო [[გიორგი X]]-ის თანამებრძოლი, შემდეგ მოღვაწეობდა [[ლუარსაბ II]]-ის კარზე.
  
 +
1608-1612 წწ-ში ხელმძღვანელობდა პოლიტიკურ დასს, რომელიც იბრძოდა მეფის ცენტრალური ხელისუფლების განმტკიცებისთვის. ყოველივე ეს მიუღებელი იყო დიდი თავადებისათვის. სწორედ ამან განაპირობა დიდ თავადთა უმრავლესობის შეურიგებელი მტრობა სააკაძის მიმართ. მისი გავლენა განსაკუთრებით გაიზარდა მას შემდეგ, რაც ლუარსაბმა 1611 ცოლად შეირთო სააკაძის და. 1612 დიდმა თავადებმა მოახერხეს დაეთანხმებინათ ლუარსაბი, რათა მოეკლათ სააკაძე. იგი იძულებული გახდა ირანში გადახვეწილიყო.
  
 +
[[შაჰ-აბას I]]-მა სააკაძე დიდი პატივით მიიღო. ირანში ყოფნისას გიორგი დაუახლოვდა ხოსრო-მირზას ([[როსტომი]]), ფაქტობრივად ცნო იგი ქართლის ტახტის კანონიერ მემკვიდრედ და ხელი შეუწყო შაჰის კარზე მის დაწინაურებას. გიორგი სააკაძე იმედოვნებდა, რომ შეძლებდა თავისი მიზნებისათვის მის გამოყენებას, მაგრამ მალე დარწმუნდა, რომ აბას I-ს [[საქართველო]]ს მიმართ სულ სხვა გეგმები ჰქონდა. [[შაჰ აბას I-ის ლაშქრობები საქართველოში|შაჰ აბასის საქართველოში ლაშქრობის]] დროს გიორგი სააკაძე  ცდილობდა შერიგებოდა თავის მოსისხლე თავადებს, რათა განემტკიცებინა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა. ქართლის თავადებმა შერიგება არ ისურვეს. ისინი შაჰის სამსახურში ჩადგნენ და 1615 კიდევ ერთხელ სცადეს გიორგის მოკვლა. 1619 შაჰმა გიორგი სიმონ-ხანის ვექილად დანიშნა. გიორგიმ მჩქეფარე დიპლომატიური საქმიანობა გააჩაღა. შეურიგდა ფარსადან ციციშვილსა და ქაიხოსრო ბარათაშვილს, დაუკავშირდა იმერეთის მეფე გიორგი III-ს და გამარჯვების შემთხვევაში ქართლის ტახტი აღუთქვა, ქალიშვილი მიათხოვა სამცხის [[ათაბაგი|ათაბაგს]] ფარად-ფაშას, რათა საჭიროების შემთხვევაში მისი მეშვეობით, ოსმალთა დახმარება მიეღო. მარტყოფის აჯანყების შემდეგ სააკაძე ელოდა ირანელთა ახალ შემოსევას და დიდი მოსამზადებელი სამუშაო ჩაატარა. მისი ინიციატივით, თეიმურაზ I-მა თავისი ქალიშვილი დარეჯანი ზურაბ [[არაგვის ერისთავი|არაგვის ერისთავს]] შერთო. ამ ღონისძიებით უზრუნველყოფილიყო იყო ძლიერი ფეოდალის მხარდაჭერა. სააკაძემ დახმარება ოსმალეთს სთხოვა. ყიზილბაშთა მოკვეთილი თავები, დროშები ოსმალთა დიდ ვეზირს ჰაფიზ-ფაშას გაუგზავნა.
 +
გიორგი ამ უკანასკნელს ერთობლივი ძალებით [[ირანი|ირანში]] შეჭრასა და შაჰ აბასის იმპერიის დამხობას სთავაზობდა. ჰაფიზ ფაშამ ვერ გამოიყენა ხელსაყრელი ვითარება. [[მარაბდის ბრძოლა 1625|მარაბდის ბრძოლის]] შემდეგ სააკაძემ [[ყიზილბაშები|ყიზილბაშებს]] [[პარტიზანული ომი]] გაუმართა. ქსნის ხეობაში მან მთლიანად გაჟლიტა ყიზილბაშთა 112-ათასიანი [[ლაშქარი]]. აღსანიშნავია, რომ ყიზილბაშთა სარდლებიდან ამ ბრძოლიდან ცოცხლად მხოლოდ ხოსრო მირზამ გააღწია. საფიქრებელია, რომ ხოსრო მირზა თვით გიორგიმ გაატარა უვნებლად. 1625 წლის ზაფხულის ბოლოს სააკაძე სამცხეში ჩავიდა და სამცხის ციხეებიდან განდევნა ყიზილბაშები. აქედან გიორგიმ სულთანთან ელჩი გიორგი ქავთახაშვილ-ბარათაშვილი გაგზავნა და დახმარება სთხოვა. მურად IV-მ დახმარების ნაცვლად წყალობის სიგელი გამოუგზავნა. სამცხიდან სააკაძე [[იმერეთი|იმერეთში]] გადავიდა და მოლაპარაკება გამართა გიორგი იმერეთის მეფესთან. მეფემ მას დახმარება აღუთქვა. ანალოგიური მოლაპარაკება გამართა სააკაძემ ლევან II დადიანთან. 1626 იგი ქართლში დაბრუნდა და თეიმურაზთან ერთად ქართლის ციხეებიდან ყიზილბაშებს ერეკებოდა. შაჰ აბასი დარწმუნდა, რომ ვერ შეძლებდა ქართლ-კახეთის ამოგდებას. შეურიგდა თეიმურაზს და ცნო იგი მეფედ. ეს შერიგება მიუღებელი იყო სააკაძისათვის, ამავე დროს პატივმოყვარე თეიმურაზს არ მოსწონდა სააკაძის ავტორიტეტის უსაზღვრო ზრდა. აღსანიშნავია, რომ ოსმალეთის სულთანი სააკაძეს „ქართლის მპყრობელ მოურავ-ხანს“ უწოდებდა და ელჩებსაც მას უგზავნიდა. ასეთ  ვითარებაში თავადებმა შეძლეს მეფესა და მოურავს შორის განხეთქილების ჩამოგდება. ამ საქმეში გარკვეული როლი შეასრულა შაჰ აბასმაც. სააკაძე დარწმუნდა, რომ თეიმურაზის მეთაურობით იგი ვერ შეძლებდა საქართველოს გაერთიანებას და ორიენტაცია იმერეთის ტახტის მემკვიდრეზე – ალექსანდრე გიორგის ძეზე აიღო. თეიმურაზზე გამარჯვების შემთხვევაში ალექსანდრე ქართლ-კახეთის მეფე გახდებოდა, ხოლო გიორგი მეფის გარდაცვალების შემდეგ იმერეთიც ქართლ-კახეთს შეუერთდებოდა და ფაქტობრივად აღდგებოდა ერთიანი საქართველო. გიორგი იმერთა მეფემ მიიღო სააკაძის წინადადება და დამხმარე ჯარი გამოუგზავნა, მაგრამ გიორგი სააკაძე დამარცხდა [[ბაზალეთის ბრძოლა 1626|ბაზალეთის ბრძოლა]]ში და ოსმალეთში გადაიხვეწა.
  
 +
გიორგი სააკაძე იქ დიდი პატივით მიიღეს და სამმართველოდ კონია ჩააბარეს. სააკაძე, ამჯერად ოსმალთა დახმარებით ფიქრობდა ქართლ-კახეთის ყიზილბაშებისაგან საბოლოოდ გაწმენდას. საქართველოს განთავისუფლებას და გაერთიანებას, ოსმალებისგან დახმარება არ ჩანდა. ამასობაში ირანში დიდი ცვლილებები მოხდა. 1629 წლის იანვარში გარდაიცვალა შაჰ აბას (ახალი შაჰი ტახტზე აიყვანა ხოსრო-მირზამ. ხოსრო-მირზა ირანის ფაქტობრივი გამგებელი გახდა, ოსმალეთზე იმედგაცრუებულმა სააკაძემ ორიენტაცია შეცვალა და ამჯერად ირანის, კერძოდ ხოსრო-მირზას დახმარებით ცდილობდა თავისი მიზნის მიღწევას. როგორც ჩანს, მან კავშირი დაამყარა ხოსრო-მირზასთან და ოსმალეთიდან საქართველოში აპირებდა გაქცევას. ოსმალებმა ეს ღალატად ჩაუთვალეს და ოსმალთა დიდი ვეზირის ხუსრევ-ფაშას ბრძანებით გიორგი სააკაძეს 1629 წლის 3 ოქტომბერს ჰალაბში (ალეპო) თავი მოკვეთეს.
  
==წყარო==
+
==წყაროები და ლიტერატურა==
ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი 2017
+
* ვახუშტი 1973: 420; პალ 2007: 92-95;
 +
* სის 1961: 14, 38; ქსის 1955: 52, 83, 85;
 +
* ისქანდერ მუნში 1969: 73, 115, 121, 123, 124, 125, 132; ТКПФ 1955: 24, 38;
 +
* სინ 1973: 255-261, 273-275, 277-283;
 +
* ბერძენიშვილი 1966: 114-115.
  
 +
==წყარო==
 +
* [[ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში]]
 +
* [[ქართული დიპლომატიური ლექსიკონი]]
 +
[[კატეგორია:ქართველი პოლიტიკური მოღვაწეები]]
 
[[კატეგორია:თბილისის ამირები]]
 
[[კატეგორია:თბილისის ამირები]]
[[კატეგორია:საქართველოს ამირები]]
+
[[კატეგორია:მოურავები]]
 +
[[კატეგორია:თბილისის მოურავები]]
 +
[[კატეგორია:ამირები]]
 +
[[კატეგორია:სააკაძეები]]

მიმდინარე ცვლილება 00:08, 17 ივლისი 2024 მდგომარეობით

გიორგი სააკაძე - სიაუშ სააკაძის ძე (დაახ. 1570-1629), პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე. ქალაქის (თბილისის) და ქართლის (ცხინვალის, დვალეთის, სომხითის) მოურავი / თბილისის ამირათ-ამირა 1608-1612 წწ., XVI ს-ის 90-იან წწ. წარმოშობით აზნაურთა ფენას ეკუთვნოდა.


სამოღვაწეო ასპარეზზე გამოდის სვიმონ I-ის დროს. სვიმონ I-თან ერთად იბრძოდა ოსმალების წინააღმდეგ. 1600-1606 წწ. იყო გიორგი X-ის თანამებრძოლი, შემდეგ მოღვაწეობდა ლუარსაბ II-ის კარზე.

1608-1612 წწ-ში ხელმძღვანელობდა პოლიტიკურ დასს, რომელიც იბრძოდა მეფის ცენტრალური ხელისუფლების განმტკიცებისთვის. ყოველივე ეს მიუღებელი იყო დიდი თავადებისათვის. სწორედ ამან განაპირობა დიდ თავადთა უმრავლესობის შეურიგებელი მტრობა სააკაძის მიმართ. მისი გავლენა განსაკუთრებით გაიზარდა მას შემდეგ, რაც ლუარსაბმა 1611 ცოლად შეირთო სააკაძის და. 1612 დიდმა თავადებმა მოახერხეს დაეთანხმებინათ ლუარსაბი, რათა მოეკლათ სააკაძე. იგი იძულებული გახდა ირანში გადახვეწილიყო.

შაჰ-აბას I-მა სააკაძე დიდი პატივით მიიღო. ირანში ყოფნისას გიორგი დაუახლოვდა ხოსრო-მირზას (როსტომი), ფაქტობრივად ცნო იგი ქართლის ტახტის კანონიერ მემკვიდრედ და ხელი შეუწყო შაჰის კარზე მის დაწინაურებას. გიორგი სააკაძე იმედოვნებდა, რომ შეძლებდა თავისი მიზნებისათვის მის გამოყენებას, მაგრამ მალე დარწმუნდა, რომ აბას I-ს საქართველოს მიმართ სულ სხვა გეგმები ჰქონდა. შაჰ აბასის საქართველოში ლაშქრობის დროს გიორგი სააკაძე ცდილობდა შერიგებოდა თავის მოსისხლე თავადებს, რათა განემტკიცებინა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა. ქართლის თავადებმა შერიგება არ ისურვეს. ისინი შაჰის სამსახურში ჩადგნენ და 1615 კიდევ ერთხელ სცადეს გიორგის მოკვლა. 1619 შაჰმა გიორგი სიმონ-ხანის ვექილად დანიშნა. გიორგიმ მჩქეფარე დიპლომატიური საქმიანობა გააჩაღა. შეურიგდა ფარსადან ციციშვილსა და ქაიხოსრო ბარათაშვილს, დაუკავშირდა იმერეთის მეფე გიორგი III-ს და გამარჯვების შემთხვევაში ქართლის ტახტი აღუთქვა, ქალიშვილი მიათხოვა სამცხის ათაბაგს ფარად-ფაშას, რათა საჭიროების შემთხვევაში მისი მეშვეობით, ოსმალთა დახმარება მიეღო. მარტყოფის აჯანყების შემდეგ სააკაძე ელოდა ირანელთა ახალ შემოსევას და დიდი მოსამზადებელი სამუშაო ჩაატარა. მისი ინიციატივით, თეიმურაზ I-მა თავისი ქალიშვილი დარეჯანი ზურაბ არაგვის ერისთავს შერთო. ამ ღონისძიებით უზრუნველყოფილიყო იყო ძლიერი ფეოდალის მხარდაჭერა. სააკაძემ დახმარება ოსმალეთს სთხოვა. ყიზილბაშთა მოკვეთილი თავები, დროშები ოსმალთა დიდ ვეზირს ჰაფიზ-ფაშას გაუგზავნა. გიორგი ამ უკანასკნელს ერთობლივი ძალებით ირანში შეჭრასა და შაჰ აბასის იმპერიის დამხობას სთავაზობდა. ჰაფიზ ფაშამ ვერ გამოიყენა ხელსაყრელი ვითარება. მარაბდის ბრძოლის შემდეგ სააკაძემ ყიზილბაშებს პარტიზანული ომი გაუმართა. ქსნის ხეობაში მან მთლიანად გაჟლიტა ყიზილბაშთა 112-ათასიანი ლაშქარი. აღსანიშნავია, რომ ყიზილბაშთა სარდლებიდან ამ ბრძოლიდან ცოცხლად მხოლოდ ხოსრო მირზამ გააღწია. საფიქრებელია, რომ ხოსრო მირზა თვით გიორგიმ გაატარა უვნებლად. 1625 წლის ზაფხულის ბოლოს სააკაძე სამცხეში ჩავიდა და სამცხის ციხეებიდან განდევნა ყიზილბაშები. აქედან გიორგიმ სულთანთან ელჩი გიორგი ქავთახაშვილ-ბარათაშვილი გაგზავნა და დახმარება სთხოვა. მურად IV-მ დახმარების ნაცვლად წყალობის სიგელი გამოუგზავნა. სამცხიდან სააკაძე იმერეთში გადავიდა და მოლაპარაკება გამართა გიორგი იმერეთის მეფესთან. მეფემ მას დახმარება აღუთქვა. ანალოგიური მოლაპარაკება გამართა სააკაძემ ლევან II დადიანთან. 1626 იგი ქართლში დაბრუნდა და თეიმურაზთან ერთად ქართლის ციხეებიდან ყიზილბაშებს ერეკებოდა. შაჰ აბასი დარწმუნდა, რომ ვერ შეძლებდა ქართლ-კახეთის ამოგდებას. შეურიგდა თეიმურაზს და ცნო იგი მეფედ. ეს შერიგება მიუღებელი იყო სააკაძისათვის, ამავე დროს პატივმოყვარე თეიმურაზს არ მოსწონდა სააკაძის ავტორიტეტის უსაზღვრო ზრდა. აღსანიშნავია, რომ ოსმალეთის სულთანი სააკაძეს „ქართლის მპყრობელ მოურავ-ხანს“ უწოდებდა და ელჩებსაც მას უგზავნიდა. ასეთ ვითარებაში თავადებმა შეძლეს მეფესა და მოურავს შორის განხეთქილების ჩამოგდება. ამ საქმეში გარკვეული როლი შეასრულა შაჰ აბასმაც. სააკაძე დარწმუნდა, რომ თეიმურაზის მეთაურობით იგი ვერ შეძლებდა საქართველოს გაერთიანებას და ორიენტაცია იმერეთის ტახტის მემკვიდრეზე – ალექსანდრე გიორგის ძეზე აიღო. თეიმურაზზე გამარჯვების შემთხვევაში ალექსანდრე ქართლ-კახეთის მეფე გახდებოდა, ხოლო გიორგი მეფის გარდაცვალების შემდეგ იმერეთიც ქართლ-კახეთს შეუერთდებოდა და ფაქტობრივად აღდგებოდა ერთიანი საქართველო. გიორგი იმერთა მეფემ მიიღო სააკაძის წინადადება და დამხმარე ჯარი გამოუგზავნა, მაგრამ გიორგი სააკაძე დამარცხდა ბაზალეთის ბრძოლაში და ოსმალეთში გადაიხვეწა.

გიორგი სააკაძე იქ დიდი პატივით მიიღეს და სამმართველოდ კონია ჩააბარეს. სააკაძე, ამჯერად ოსმალთა დახმარებით ფიქრობდა ქართლ-კახეთის ყიზილბაშებისაგან საბოლოოდ გაწმენდას. საქართველოს განთავისუფლებას და გაერთიანებას, ოსმალებისგან დახმარება არ ჩანდა. ამასობაში ირანში დიდი ცვლილებები მოხდა. 1629 წლის იანვარში გარდაიცვალა შაჰ აბას (ახალი შაჰი ტახტზე აიყვანა ხოსრო-მირზამ. ხოსრო-მირზა ირანის ფაქტობრივი გამგებელი გახდა, ოსმალეთზე იმედგაცრუებულმა სააკაძემ ორიენტაცია შეცვალა და ამჯერად ირანის, კერძოდ ხოსრო-მირზას დახმარებით ცდილობდა თავისი მიზნის მიღწევას. როგორც ჩანს, მან კავშირი დაამყარა ხოსრო-მირზასთან და ოსმალეთიდან საქართველოში აპირებდა გაქცევას. ოსმალებმა ეს ღალატად ჩაუთვალეს და ოსმალთა დიდი ვეზირის ხუსრევ-ფაშას ბრძანებით გიორგი სააკაძეს 1629 წლის 3 ოქტომბერს ჰალაბში (ალეპო) თავი მოკვეთეს.

[რედაქტირება] წყაროები და ლიტერატურა

  • ვახუშტი 1973: 420; პალ 2007: 92-95;
  • სის 1961: 14, 38; ქსის 1955: 52, 83, 85;
  • ისქანდერ მუნში 1969: 73, 115, 121, 123, 124, 125, 132; ТКПФ 1955: 24, 38;
  • სინ 1973: 255-261, 273-275, 277-283;
  • ბერძენიშვილი 1966: 114-115.

[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები