საიათნოვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „საიათნოვა“ გადაიტანა გვერდზე „არუთინ საიათიანი“)
 
(2 მომხმარებლების 9 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''საიათნოვა''' (1712 − 1795 ან 1722 − 1801), [[საქართველო|საქართველოში]] მოღვაწე ეროვნებით სომეხი პოეტი, [[აშუღი]], მომღერალი. ნამდვილი სახელი და გვარი − არუთინ საიათიანი; არსებობს მისი ფსევდონიმის – „საიათნოვა” – გაშიფრვის სპარსული ვარიანტიც: საიადის შვილიშვილი („ნოვა/ნავა” სპარსულად შვილიშვილს ნიშნავს).
+
[[ფაილი:Saiatnova.JPG|მარჯვნივ|250პქ|წარწერის ტექსტი]]
 +
'''საიათნოვა''' (1722–1801) — [[აშუღი]], [[მგოსანი]], საზანდარ–მომღერალი მეფე [[ერეკლე მეორე|ერეკლე მეორის]] კარზე, ტომით სომეხი. წერდა და მღეროდა სამ ენაზე — ქართულად, სომხურად და აზერბაიჯანულად. იყო კლასიკური ტიპის აშუღი — თავად მთხზველი, თავადვე დამკვრელი, თვითვე მღერალი და [[ჰანგი]]საც თავად შემწყობელი. საიათნოვა ის აშუღია, რომელმაც პირველად იმღერა „სპარსულ ხმებზედ“ ქართული სიტყვით და ამით სათავე დაუდო ჩვენში აშუღური პოეზიის ქართულენოვან შტოს (და არა ქართულს, რადგან ქართული აშუღური პოეზია, როგორც ერის მიერ სისხლხორცეულად მიღებული კულტურული ფაქტი, როგორც [[ტრადიცია|ტრადიციით]] შემტკიცებული სპეციფიკური ცნება, ქართულ სინამდვილეში არც მანამდე და არც შემდეგ არასდროს არსებულა). ამ შტომ რომლის ზოგიერთი წარმომადგენელი საიათნოვასავით სამ ენაზეც კი მღეროდა, ძველი აშუღური პოეზიის კლასიკური ნიშნებისგან დაცლილმა და შინაგანად დაშლილმა თითქმის ჩვენი საუკუნის ოციან წლებამდე მოატანა, რათა აქ საბოლოოდ ჩაჰბარებოდა ისტორიას.
  
დაიბადა [[თბილისი|თბილისში]]. დედა თბილისელი ჰყავდა, მამა კი (კარაპეტ საიათიანი) წარმოშობით ან ალეპოდან ან ადანიდან უნდა ყოფილიყო. საიათნოვა განთქმული იყო საკუთარი ლექსებით, სიმღერით. უკრავდა [[ქამანჩა|ქამანჩაზე]], [[ჩონგური|ჩონგურზე]], იგი [[ერეკლე II]]-ის კარის მომღერალი და მუსიკოსი იყო და გადმოცემით დიპლომატის ფუნქციასაც ასრულებდა; ასევე ზეპირი გადმოცემების თანახმად, მისი შუამავლობით შესაძლებელი
+
საიათნოვას ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ მეტად მწირი წყაროები მოიპოვება. ზოგიერთ ავტობიოგრაფიულ ცნობას ისევ მისსავე ლექსებში და ლექსებზე მინაწერებში ვხვდებით. აშუღის გვარი არ ვიცით, საიათნოვა აშუღური ტრადიციისამებრ შერჩეული ფსევდონიმია, სახელად კი არუთინა რქმევია. ყოფილა [[თბილისი|თბილისელი]]. „ჩემი სამშობლო თბილისია, მხარე [[საქართველო|საქართველოსი]], დედა ავლაბრელი მყავს, მამა კი ალეპოელი“, — თავად გვამცნობს ერთ აზერბაიჯანულ ლექსში. იყო საბატონიშვილო ყმა შემდგომში [[საქართველო]]ს უკანასკნელი მეფის გიორგი მეცამეტისა, მაგრამ უფრო ხშირად ერეკლეს ახლდა. ერეკლეს კარზე დიდი აშუღური სახელისთვის მიუღწევია და მეფის დიდი პატივისცემითაც სარგებლობდა თურმე მალე რაღაც მიზეზის გამო ერეკლე აშუღს შემოსწყრა და სასახლიდან დაითხოვა. შემდგომში საიათნოვა [[საინგილო|საინგილოში]], კახში, [[მღვდელი|მღვდლად]] გაამწესეს და მეუღლის სიკვდილის შემდეგ [[ბერი|ბერად]] აღკვეცეს ახპატში. სასახლიდან დათხოვნისა და სალდატანებით სასულიერო წოდებაში გადაყვანის სიმწარე აშუღის ამ ისრიოდის ლექსებში დიდი გულისტკივილით არის ასახული.
გახდა [[ალიანსი]] საქართველოს, [[სომხეთი|სომხეთსა]] და შირვანს შორის სპარსეთის იმპერიის წინააღმდეგ. თუმცა მეფის ქალიშვილისადმი (სხვა ვერსიით
+
− დის, ანასადმი) მისმა სიყვარულმა ერეკლეს წყრომა გამოიწვია, იგი სამეფო კარიდან გააძევეს და დანარჩენი ცხოვრება გზაში ხეტიალსა და მარტოობაში გალია. 1768 წელს [[ბერი|ბერად]] შედგა ახპატში, დროდადრო თბილისს უბრუნდებოდა. ლეგენდის თანახმად, დაიღუპა 1795 წლის სექტემბერში, თბილისში [[აღა-მაჰმად-ხან ყაჯარი|აღა-მაჰმად-ხანი]]ს შემოსევის დროს. დაკრძალულია თბილისის სურბ გევორქის ეკლესიაში. სხვა ვერსიის თანახმად, იგი 1801 წელს გარდაცვლილა.
+
  
საიათნოვას ავტორობას შეიძლება მიეწეროს დღემდე მოღწეული დაახლოებით 230 ნაწარმოებმა (მათ შორის 60 სომხურ ენაზეა, 34 – ქართულად, 115
+
საიათნოვას დაბადება-გარდაცვალების თარიღი ზუსტად არ არის (ცნობილი. სტატიის თავში მოტანილი თარიღი კომპეტენტურ მეცნიერთა წრეში უფრო მისაღებად არის მიჩნეული.
აზერბაიჯანულად), თუმცა, სავარაუდოდ, მას ათასობით სიმღერა უნდა ჰქონოდა შექმნილი. მის სიმღერათა უმრავლესობა ქართულ, სომხურ, თურქულ (აზერბაიჯანულ) და სპარსულ ენებზეა. მათი დიდი ნაწილი დღესაც პოპულარულია. საიათნოვას პოეზია ორიგინალურია სტილითა და რიტმიკით. მის პოეზიაში თავი იჩინა აღმოსავლურმა სალექსო ფორმებმა და ლექსიკამ გარკვეული გავლენა მოახდინა თანადროულსა და მომდევნო ხანის ქართულ ლიტერატურაზე. მისი პოეზია ძირითადად სატრფიალო თემას დასტრიალებს, თუმცა მისთვის უცხო არ არის მოქალაქეობრივ-სოციალური და რელიგიური მოტივებიც; ამას გარდა, მრავლად მოეპოვება დიდაქტიკური ლირიკის ნიმუშებიც. საიათნოვას ქართული ლექსები გამოსცეს [[გრიშაშვილი იოსებ|ი. გრიშაშვილმა]] (1918) და ალ. ბარამიძემ (1963); სომხური ლექსები ქართულად თარგმნეს ლევონ მელიქსეთ-ბეგმა, გივი შაჰ-ნაზარმა და [[ზეზვა მედულაშვილი|ზეზვა მედულაშვილმა]]; აზერბაიჯანული − გიორგი შაყულაშვილმა.
+
  
 +
საიათნოვა ძველი, ტრადიციული ტიპის აშუღია, სისხლხორცეული წარმომადგენელი აღმოსავლური აშუღური პოეზიისა. იგი ერთგულად იცავს და მიჰყვება ამ პოეზიისთვის დამახასიათებელ კანონიკურ სალექსო ზომებს, ფორმებს, პოეტურ სახეებსა და იდეურ მიმართულებას. მისი ლექსები სავსეა აღმოსავლური კლასიკური პოეზიის გავლენით აშუღური პოეზიაში შეჭრილი ტრადიციული, საიმდროოდ უკვე ათასთაგან ნახმარ-ნაცვეთი პოეტური სახეებითა და შედარება–გამოთქმებით. მაგრამ დიდი პოეტური ნიჭის მეოხებით საიათნოვა ისეთი შინაგანი მადლითა და ლაზათით ამბობს სათქმელს, ისეთი უშუალო გულითადობით მიდის მკითხველ-მსმენელთან, რომ სულ არ გეძალებათ აშუღური სალექსო-სააზროვნო ხერხების ის ნაცნობი ტრაფარეტი, რომელსაც შემდგომში თავი ვერ დააღწია მისთა უნიჭო მიმბაძველთა ლაშქარმა.
  
::::: * * *
+
საიათნოვამ იცის პოეტური სიტყვის ყადრი, თუ „ზოგი კაცი ღვინის სმას ეხვეწებ…, ჩემი ენა გამოთქმას ეხვეწება“, — ამბობს ერთ ლექსში. მან იცის აგრეთვე თავისი — როგორც ოსტატისა და მოლექსე-გამომთქმელის ყადრიც და ამიტომ უთქვამს თელავში ვინმე მოპაექრესთვის:
  
::ზღვას ვით გააშრობს ვარსკვლავის სხივი!
+
::::მას ნუ იტყვი - საზანდარი ვინა ვარ!  
::მტკვარი ცხრილით როგორ უნდა აირწყოს?
+
::::ანა-ბანა ვიცი, სიტყვით წინა ვარ.  
::ქარი რას დააკლებს ქვითკირის კლდესა,
+
::::საიათნოვა მქვიან, არუთინა ვარ,
::თუ გინდ წლის-წლობამდის ქროლვა დაიწყოს!
+
::::სიტყვას ვიტყვი, ცამ ქუხილი დაიწყოს!
::თუ გინდ გაათეთრო სპილენძის თასი,
+
::სპილენძი ერთია, ვერცხლი – ათასი!
+
::ჭიქას არ ედება ალმასის ფასი,
+
::თუ გინდ ოქროს ბეჭედშიაც გაიწყოს!
+
::ზოგ-ზოგი კაცია ეშმაკის მუშა;
+
::ეშმაკის ნაშენი ღმერთმან დაფუშა...
+
::გოგრა არ გახდება შირაზის შუშა,
+
::რა გინდა მაღლა თახჩაშიაც შაიწყოს!
+
::თუ გინდ თევზი დაჰკლა, – არ დაიყვირებს.
+
::ფეხთ ჰინის დადება რათ უნდათ ვირებს?
+
::ქვიშა ბამბის ალაგს ვერ დაიჭირებს,
+
::თუ გინდ ყუთნის საბანშიაც ჩაიწყოს.
+
  
 +
საიათნოვას, როგორც თბილისური [[ბოჰემა|ბოჰემის]] ნაღდ წარმომადგენელს, ასეთი შემართებაც ახასიათებს და ძალიც შესწევს ქადილისა. მსგავსი მაგალითები მგოსნის სომხურ და აზერბაიჯანულ ლექსებშიც მრავლად არის გაბნეული.
 +
 +
საიათნოვას პოეზია ძირითადად სატრფიალო თემას დასტრიალებს თავს, თუმცა მისთვის უცხო არ არის მოქალაქეობრივ–სოციალური და რელიგიური მოტივებიც. ამას გარდა, სამსავე ენაზე მრავლად მოეპოვება დიდაქტიკური ლირიკის ნიმუშებიც. მან, როგორც სიტყვის ოსტატმა და ნიჭიერმა ხელოვანმა, დიდი გავლენა მოახდინა შემდეგდროინდელ თბილისელ (და არა მარტო თბილისელ) აშუღთა პოეზიაზე. მგოსანს თავისებური დამსახურება მიუძღვის ქართული ლიტერატურის წინაშეც; იგი ითვლება [[მუხამბაზი|მუხამბაზური]] ლექსის დამამკვიდრებლად ქართულ პოეზიაში.
 +
 +
საიათნოვა ინტერნაციონალური მგოსანი იყო [[ამიერკავკასია|ამიერკავკასიის]] მასშტაბით, სამი ხალხის მეგობრობის მომღერალი. კოლორიტული პიროვნება იყო ცხოვრება-მოღვაწეობითაც და შემოქმედებითაც. მას დიდად აფასებდნენ მომდევნო ხანის ქართველი მოღვაწენი და პოეტები. მისი პირველი შემსწავლელი იყო თეიმურაზ ბატონიშვილი, რომელიც ასე აფასებს საიათნოვას: „…ლექსებსა სთხზვიდა სხვათა და სხვათ შემთხვევათ ჟამსა. თვითეულის შემთხვეულობის შესაბამისი სტიხები საკვირველად უთქომს აზრიანი და შესაბამიერი. თუმცა ლიტონი სტიხებია მდაბიურს გვარზედ, მაგრამ დიდად მოსაწონი“. [[პლატონ იოსელიანი|პლატონ იოსელიანის]] ცნობითაც, საიათნოვა იყო „ცნობილი გვამი, გამოჩენილი მოლექსე. მოკვდა 1801 წელსა. იყო მწერალი მარტივითა საუბარისა ენითა, გარნა ჰაზრთა მკვეთრთა მექონი. იყო მომღერალიცა“. მსგავსი შეფასებები კიდევ გამოთქმულა.
 +
 +
საიათნოვას ცხოვრება მონოგრაფიულად პირველად შეისწავლა [[გრიშაშვილი იოსებ|ი. გრიშაშვილმა]] და თავისი გამოკვლევა საიათნოვას ლექსებთან ერთად გამოსცა 1918 წ. საიათნოვას მონოგრაფიები უძღვნეს [[ლეონიძე გოგლა|გ. ლეონიძემ]], [[მელიქსეთ-ბეგი ლეონ|ლ. მელიქსეთ-ბეგმა]]. შრომები აქვთ დაწერილი აგრეთვე [[კეკელიძე კორნელი|კ. კეკელიძეს]], მ. ჩიქოვანს, ა. ბარამიძეს, ლ. მენაბდეს, გ. შაყულაშვილს, მ. რაფავას…... საიათნოვას სომხური ლექსები პირველად (1935) თარგმნა და მეცნიერული აპარატითურთ გამოსცა ლ. მელიქსეთ-ბეგმა, მეორედ (1972) — [[შაჰნაზარი გივი|გ. შაჰნაზარმა]]. სომხურ ლექსთა უმეტესი ნაწილი თარგმნილი და დაბეჭდილი აქვს (ჟურნალ-გაზეთებში) აგრეთვე [[მედულაშვილი ზეზვა|ზ. მედულაშვილს]]. მანვე პირველად თარგმნა საიათნოვას აზერბაიჯანული ლექსები.
 +
 +
 +
 +
==ტექსტი==
 +
* საიათნოვა, ქართული ლექსები, 1963.
 +
 +
==ლიტერატურა==
 +
* [[გრიშაშვილი იოსებ|ი. გრიშაშვილი]], თხზულებათა კრებული 5 ტომად: ტ. III, საიათნოვა, ძველი თბილისის ლიტერატურული ბოჰემა, 1963;
 +
* [[ლეონიძე გოგლა|გ. ლეონიძე]], მგოსანი საათნავა, წიგნში: ძიებანი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, 1949.
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
[[ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)]]
+
* [[ქართული მწერლობა: ლექსიკონი-ცნობარი]].
 +
 
 
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]]
 
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]]
 
[[კატეგორია:აშუღური პოეზია‏‎]]
 
[[კატეგორია:აშუღური პოეზია‏‎]]

მიმდინარე ცვლილება 12:03, 28 მარტი 2024 მდგომარეობით

წარწერის ტექსტი

საიათნოვა (1722–1801) — აშუღი, მგოსანი, საზანდარ–მომღერალი მეფე ერეკლე მეორის კარზე, ტომით სომეხი. წერდა და მღეროდა სამ ენაზე — ქართულად, სომხურად და აზერბაიჯანულად. იყო კლასიკური ტიპის აშუღი — თავად მთხზველი, თავადვე დამკვრელი, თვითვე მღერალი და ჰანგისაც თავად შემწყობელი. საიათნოვა ის აშუღია, რომელმაც პირველად იმღერა „სპარსულ ხმებზედ“ ქართული სიტყვით და ამით სათავე დაუდო ჩვენში აშუღური პოეზიის ქართულენოვან შტოს (და არა ქართულს, რადგან ქართული აშუღური პოეზია, როგორც ერის მიერ სისხლხორცეულად მიღებული კულტურული ფაქტი, როგორც ტრადიციით შემტკიცებული სპეციფიკური ცნება, ქართულ სინამდვილეში არც მანამდე და არც შემდეგ არასდროს არსებულა). ამ შტომ რომლის ზოგიერთი წარმომადგენელი საიათნოვასავით სამ ენაზეც კი მღეროდა, ძველი აშუღური პოეზიის კლასიკური ნიშნებისგან დაცლილმა და შინაგანად დაშლილმა თითქმის ჩვენი საუკუნის ოციან წლებამდე მოატანა, რათა აქ საბოლოოდ ჩაჰბარებოდა ისტორიას.

საიათნოვას ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ მეტად მწირი წყაროები მოიპოვება. ზოგიერთ ავტობიოგრაფიულ ცნობას ისევ მისსავე ლექსებში და ლექსებზე მინაწერებში ვხვდებით. აშუღის გვარი არ ვიცით, საიათნოვა აშუღური ტრადიციისამებრ შერჩეული ფსევდონიმია, სახელად კი არუთინა რქმევია. ყოფილა თბილისელი. „ჩემი სამშობლო თბილისია, მხარე საქართველოსი, დედა ავლაბრელი მყავს, მამა კი ალეპოელი“, — თავად გვამცნობს ერთ აზერბაიჯანულ ლექსში. იყო საბატონიშვილო ყმა შემდგომში საქართველოს უკანასკნელი მეფის გიორგი მეცამეტისა, მაგრამ უფრო ხშირად ერეკლეს ახლდა. ერეკლეს კარზე დიდი აშუღური სახელისთვის მიუღწევია და მეფის დიდი პატივისცემითაც სარგებლობდა თურმე მალე რაღაც მიზეზის გამო ერეკლე აშუღს შემოსწყრა და სასახლიდან დაითხოვა. შემდგომში საიათნოვა საინგილოში, კახში, მღვდლად გაამწესეს და მეუღლის სიკვდილის შემდეგ ბერად აღკვეცეს ახპატში. სასახლიდან დათხოვნისა და სალდატანებით სასულიერო წოდებაში გადაყვანის სიმწარე აშუღის ამ ისრიოდის ლექსებში დიდი გულისტკივილით არის ასახული.

საიათნოვას დაბადება-გარდაცვალების თარიღი ზუსტად არ არის (ცნობილი. სტატიის თავში მოტანილი თარიღი კომპეტენტურ მეცნიერთა წრეში უფრო მისაღებად არის მიჩნეული.

საიათნოვა ძველი, ტრადიციული ტიპის აშუღია, სისხლხორცეული წარმომადგენელი აღმოსავლური აშუღური პოეზიისა. იგი ერთგულად იცავს და მიჰყვება ამ პოეზიისთვის დამახასიათებელ კანონიკურ სალექსო ზომებს, ფორმებს, პოეტურ სახეებსა და იდეურ მიმართულებას. მისი ლექსები სავსეა აღმოსავლური კლასიკური პოეზიის გავლენით აშუღური პოეზიაში შეჭრილი ტრადიციული, საიმდროოდ უკვე ათასთაგან ნახმარ-ნაცვეთი პოეტური სახეებითა და შედარება–გამოთქმებით. მაგრამ დიდი პოეტური ნიჭის მეოხებით საიათნოვა ისეთი შინაგანი მადლითა და ლაზათით ამბობს სათქმელს, ისეთი უშუალო გულითადობით მიდის მკითხველ-მსმენელთან, რომ სულ არ გეძალებათ აშუღური სალექსო-სააზროვნო ხერხების ის ნაცნობი ტრაფარეტი, რომელსაც შემდგომში თავი ვერ დააღწია მისთა უნიჭო მიმბაძველთა ლაშქარმა.

საიათნოვამ იცის პოეტური სიტყვის ყადრი, თუ „ზოგი კაცი ღვინის სმას ეხვეწებ…, ჩემი ენა გამოთქმას ეხვეწება“, — ამბობს ერთ ლექსში. მან იცის აგრეთვე თავისი — როგორც ოსტატისა და მოლექსე-გამომთქმელის ყადრიც და ამიტომ უთქვამს თელავში ვინმე მოპაექრესთვის:

მას ნუ იტყვი - საზანდარი ვინა ვარ!
ანა-ბანა ვიცი, სიტყვით წინა ვარ.
საიათნოვა მქვიან, არუთინა ვარ,
სიტყვას ვიტყვი, ცამ ქუხილი დაიწყოს!

საიათნოვას, როგორც თბილისური ბოჰემის ნაღდ წარმომადგენელს, ასეთი შემართებაც ახასიათებს და ძალიც შესწევს ქადილისა. მსგავსი მაგალითები მგოსნის სომხურ და აზერბაიჯანულ ლექსებშიც მრავლად არის გაბნეული.

საიათნოვას პოეზია ძირითადად სატრფიალო თემას დასტრიალებს თავს, თუმცა მისთვის უცხო არ არის მოქალაქეობრივ–სოციალური და რელიგიური მოტივებიც. ამას გარდა, სამსავე ენაზე მრავლად მოეპოვება დიდაქტიკური ლირიკის ნიმუშებიც. მან, როგორც სიტყვის ოსტატმა და ნიჭიერმა ხელოვანმა, დიდი გავლენა მოახდინა შემდეგდროინდელ თბილისელ (და არა მარტო თბილისელ) აშუღთა პოეზიაზე. მგოსანს თავისებური დამსახურება მიუძღვის ქართული ლიტერატურის წინაშეც; იგი ითვლება მუხამბაზური ლექსის დამამკვიდრებლად ქართულ პოეზიაში.

საიათნოვა ინტერნაციონალური მგოსანი იყო ამიერკავკასიის მასშტაბით, სამი ხალხის მეგობრობის მომღერალი. კოლორიტული პიროვნება იყო ცხოვრება-მოღვაწეობითაც და შემოქმედებითაც. მას დიდად აფასებდნენ მომდევნო ხანის ქართველი მოღვაწენი და პოეტები. მისი პირველი შემსწავლელი იყო თეიმურაზ ბატონიშვილი, რომელიც ასე აფასებს საიათნოვას: „…ლექსებსა სთხზვიდა სხვათა და სხვათ შემთხვევათ ჟამსა. თვითეულის შემთხვეულობის შესაბამისი სტიხები საკვირველად უთქომს აზრიანი და შესაბამიერი. თუმცა ლიტონი სტიხებია მდაბიურს გვარზედ, მაგრამ დიდად მოსაწონი“. პლატონ იოსელიანის ცნობითაც, საიათნოვა იყო „ცნობილი გვამი, გამოჩენილი მოლექსე. მოკვდა 1801 წელსა. იყო მწერალი მარტივითა საუბარისა ენითა, გარნა ჰაზრთა მკვეთრთა მექონი. იყო მომღერალიცა“. მსგავსი შეფასებები კიდევ გამოთქმულა.

საიათნოვას ცხოვრება მონოგრაფიულად პირველად შეისწავლა ი. გრიშაშვილმა და თავისი გამოკვლევა საიათნოვას ლექსებთან ერთად გამოსცა 1918 წ. საიათნოვას მონოგრაფიები უძღვნეს გ. ლეონიძემ, ლ. მელიქსეთ-ბეგმა. შრომები აქვთ დაწერილი აგრეთვე კ. კეკელიძეს, მ. ჩიქოვანს, ა. ბარამიძეს, ლ. მენაბდეს, გ. შაყულაშვილს, მ. რაფავას…... საიათნოვას სომხური ლექსები პირველად (1935) თარგმნა და მეცნიერული აპარატითურთ გამოსცა ლ. მელიქსეთ-ბეგმა, მეორედ (1972) — გ. შაჰნაზარმა. სომხურ ლექსთა უმეტესი ნაწილი თარგმნილი და დაბეჭდილი აქვს (ჟურნალ-გაზეთებში) აგრეთვე ზ. მედულაშვილს. მანვე პირველად თარგმნა საიათნოვას აზერბაიჯანული ლექსები.


[რედაქტირება] ტექსტი

  • საიათნოვა, ქართული ლექსები, 1963.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ი. გრიშაშვილი, თხზულებათა კრებული 5 ტომად: ტ. III, საიათნოვა, ძველი თბილისის ლიტერატურული ბოჰემა, 1963;
  • გ. ლეონიძე, მგოსანი საათნავა, წიგნში: ძიებანი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, 1949.

[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები