ბოჰემა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბოჰემა – (ფრანგ. bohème)მ ტერმინს საფუძვლად დაედო ფრანგი მწერლის ანრი მიურჟეს რომანის სახელწოდება „სცენები ბოჰემის ცხოვრებიდან” (1848); გულისხმობს სოციალური ყოფის მიმართ ნეგატიურად განწყობილ, რადიკალურ, მეამბოხე ხელოვანს, რომლისთვისაც ნიშნეულია ექსცენტრული გამოხდომები, ახასიათებს სწრაფვა ნარკოტიკების, ალკოჰოლის, თავისუფალი სიყვარულისადმი, განწყობილია ნიჰილისტურად საკაცობრიო ფასეულობების მიმართ.