ნარკოტიკი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ნარკოტიკი - (narcotic) – ქიმიური აგენტი, რომელიც იწვევს სტუპორს, კომას ან აქრობს ტკივილის შეგრძნებას. ტერმინი ხშირად მიეკუთვნება ოპიატებს ან ოპიოიდებს, რომლებსაც ნარკოტიკულ ანალგეტიკებს უწოდებენ.
ზოგად სამედიცინო და იურიდიულ პრაქტიკაში იგი გამოიყენება არასწორად – არალეგალური ფსიქოაქტიური ნივთიერებების აღსანიშნავად – მათი ფარმაკოლოგიური თავისებურებების გაუთვალისწინებლად. მაგ., აშშ-ის კანადის და ზოგიერთი სხვა ქვეყნის კანონმდებლობაში ნარკოტიკებს მიაკუთვნებენ კოკაინს, კანაბის, აგრეთვე ოპიოიდებს (კონვენცია საერთაშორისო ფსიქოაქტიურ საშუალებებზე). აღნიშნული ტერმინის ამგვარი არაერთგვაროვნების გამო, უმჯობესია, გამოყენებულ იქნას უფრო კონკრეტული დასახელება (მაგ.,ოპიოიდი).