ენობრივი პოლიტიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
(ერთი მომხმარებლის 3 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 5: ხაზი 5:
 
ენობრივ პოლიტიკას მხოლოდ პოზიტიური შედეგები არ მოჰყვება. ამ პოლიტიკით შეიძლება იმართოს უარყოფითი მოვლენებიც: ეთნოკონფლიქტთა გაღვივება, სახელმწიფოთაშორისი დაპირისპირებანი, ენათა დაყოფა „პრესტიჟულ“ და „არაპრესტიჟულ“ ენებად, სახელმწიფოს მთლიანობის დაშლის პოლიტიკური პროცესები, საზოგადოების შიდასოციალური დაყოფა და ადამიანის უფლებათა შეზღუდვა.
 
ენობრივ პოლიტიკას მხოლოდ პოზიტიური შედეგები არ მოჰყვება. ამ პოლიტიკით შეიძლება იმართოს უარყოფითი მოვლენებიც: ეთნოკონფლიქტთა გაღვივება, სახელმწიფოთაშორისი დაპირისპირებანი, ენათა დაყოფა „პრესტიჟულ“ და „არაპრესტიჟულ“ ენებად, სახელმწიფოს მთლიანობის დაშლის პოლიტიკური პროცესები, საზოგადოების შიდასოციალური დაყოფა და ადამიანის უფლებათა შეზღუდვა.
  
ენობრივი პოლიტიკის ერთ-ერთი საკვანძო საკითხია ენის დეფინიციის პრობლემა. იმის მიხედვით, თუ რა არის ენა მისი სოციალურ-პოლიტიკური გაგებით, განისაზღვრება [[დიალექტი|დიალექტის]] ცნება, მოლაპარაკის მონოლინგვურობა,  
+
ენობრივი პოლიტიკის ერთ-ერთი საკვანძო საკითხია ენის დეფინიციის პრობლემა. იმის მიხედვით, თუ რა არის ენა მისი სოციალურ-პოლიტიკური გაგებით, განისაზღვრება [[დიალექტი|დიალექტის]] ცნება, მოლაპარაკის მონოლინგვურობა, დიგლოსიურობა თუ ბილინგვიზმი. ამ განსაზღვრებათა საფუძველზე (სხვა ნიშნებთან ერთად) შემუშავდება ენის სტატუსის საკითხიც. დღეს თანამედროვე ლინგვისტურსა და სოციოლინგვისტურ ლიტერატურაში არ არის დამუშავებული ენის, დიგლოსიისა და ბილინგვიზმის ცნებათა უდავო განსაზღვრებანი, რაც ზოგჯერ პოლიტიკური „თამაშის“ იარაღი ხდება.
დიგლოსიურობა თუ ბილინგეიზმი. ამ განსაზღვრებათა საფუძველზე (სხვა ნიშნებთან ერთად) შემუშავდება ენის სტატუსის საკითხიც. დღეს თანამედროეე ლინგვისტურსა და სოციოლინგვისტურ ლიტერატურაში არ არის დამუშავებული ენის, დიგლოსიისა და ბილინგვიზმის ცნებათა უდავო განსაზღვრებანი, რაც ზოგჯერ პოლიტიკური „თამაშის“ იარაღი ხდება.
+
  
ენობრივი პოლიტიკა შემუშავდება ენობრივი სიტუაციის განსაზღვრის საფუძველზე. ენობრივი პოლიტიკის ცნება განუყოფლადაა დაკავშირებული ენობრივი კონფლიქტისა და ენის ეკოლოგიის ცნებებთან. ენობრივი კონფლიქტები [[ენობრივი კონტაქტები|ენათა კონტაქტების]] ერთ-ერთი სახეა, რომელიც სხვადასხვა ენობრივი საზოგადოების ან სხვადასხვა ენობრივი შრის სოციალურ-პოლიტიკური ინტერესების შეჯახებისას გამოიკვეთება. ხშირად ამგვარ კონფლიქტებში ენობრივი წინააღმდეგობები არ არის პირველადი, მაგრამ პირველადად მხოლოდ ის ცხადდება.
+
ენობრივი პოლიტიკა შემუშავდება [[ენობრივი სიტუაცია|ენობრივი სიტუაციის]] განსაზღვრის საფუძველზე. ენობრივი პოლიტიკის ცნება განუყოფლადაა დაკავშირებული ენობრივი კონფლიქტისა და ენის ეკოლოგიის ცნებებთან. ენობრივი კონფლიქტები [[ენობრივი კონტაქტები|ენათა კონტაქტების]] ერთ-ერთი სახეა, რომელიც სხვადასხვა ენობრივი საზოგადოების ან სხვადასხვა ენობრივი შრის სოციალურ-პოლიტიკური ინტერესების შეჯახებისას გამოიკვეთება. ხშირად ამგვარ კონფლიქტებში ენობრივი წინააღმდეგობები არ არის პირველადი, მაგრამ პირველადად მხოლოდ ის ცხადდება.
  
ენობრივი პოლიტიკის ცნება უშუალოდაა დაკავშირებული ენობრივ დაგეგმვასა და, ამდენად, სახელმწიფო ენის ცნებასთან. სახელმწიფო ენა არის ქეეყნის კონსტიტუციით განსაზღვრული ენა, რომლითაც ხორციელდება სახელმწიფოს შიგნით ყველა საკანონმდებლო, აღმასრულებელი, სასამართლო ხელისუფლება. ენობრივი დაგეგმვა ორი მიმართულებით წარმოებს: <br />
+
ენობრივი პოლიტიკის ცნება უშუალოდაა დაკავშირებული ენობრივ დაგეგმვასა და, ამდენად, სახელმწიფო ენის ცნებასთან. სახელმწიფო ენა არის ქვეყნის კონსტიტუციით განსაზღვრული ენა, რომლითაც ხორციელდება სახელმწიფოს შიგნით ყველა საკანონმდებლო, აღმასრულებელი, სასამართლო ხელისუფლება. ენობრივი დაგეგმვა ორი მიმართულებით წარმოებს: <br />
 
ა) სახელმწიფო გეგმავს სახელმწიფო ენის განვითარების კურსს, ამ ქვეყნის ტერიტორიაზე გავრცელებული სხვა ენების დამოკიდებულების საკითხს სახელმწიფო ენასთან, ენათა ფუნქციონირების არეებს; <br />
 
ა) სახელმწიფო გეგმავს სახელმწიფო ენის განვითარების კურსს, ამ ქვეყნის ტერიტორიაზე გავრცელებული სხვა ენების დამოკიდებულების საკითხს სახელმწიფო ენასთან, ენათა ფუნქციონირების არეებს; <br />
 
ბ) რამდენადაც გარეგანი ფაქტორების სხვადასხვა ტიპის ზემოქმედებით იცვლება ენობრივი სიტუაცია სახელმწიფოში, ენობრივი დაგეგმვაც სხვა მიმართულებას იძენს.
 
ბ) რამდენადაც გარეგანი ფაქტორების სხვადასხვა ტიპის ზემოქმედებით იცვლება ენობრივი სიტუაცია სახელმწიფოში, ენობრივი დაგეგმვაც სხვა მიმართულებას იძენს.
ხაზი 18: ხაზი 17:
 
საქართველოს სახელმწიფოებრიობის მოშლამ 1801-იდან ქართული ენისა და, საერთოდ, საქართველოს ბედი მეფის [[რუსეთი]]ს პოლიტიკას დაუქვემდებარა. რუსეთის ასიმილატორული პოლიტიკა დემოგრაფიულ და ეკონომიკურ ექსპანსიასთან ერთად ქართული ენის წინააღმდეგაც აღმოჩნდა მიმართული, რასაც შედეგად მოჰყვა განათლების სისტემაში რუსული ენის გაბატონება. შემდეგი ნაბიჯი იყო [[სამეგრელო]]ს, [[სვანეთი]]სა და [[აჭარა|აჭარი]]ს სკოლებში ქართულის ნაცვლად სწავლების შემოღება მეგრულად, სვანურად და თურქულად, რის საფუძველზეც უნდა ესწავლებინათ რუსული.
 
საქართველოს სახელმწიფოებრიობის მოშლამ 1801-იდან ქართული ენისა და, საერთოდ, საქართველოს ბედი მეფის [[რუსეთი]]ს პოლიტიკას დაუქვემდებარა. რუსეთის ასიმილატორული პოლიტიკა დემოგრაფიულ და ეკონომიკურ ექსპანსიასთან ერთად ქართული ენის წინააღმდეგაც აღმოჩნდა მიმართული, რასაც შედეგად მოჰყვა განათლების სისტემაში რუსული ენის გაბატონება. შემდეგი ნაბიჯი იყო [[სამეგრელო]]ს, [[სვანეთი]]სა და [[აჭარა|აჭარი]]ს სკოლებში ქართულის ნაცვლად სწავლების შემოღება მეგრულად, სვანურად და თურქულად, რის საფუძველზეც უნდა ესწავლებინათ რუსული.
  
ქართულ ენასთან ბრძოლა [[ანბანი]]ს საკითხსაც შეეხო. მაგ., 1889 ვინმე აშორდიამ რუსული ანბანის მიხედვით შეთხზა მეგრული ანბანი. დაიწყეს საღვთო წიგნების მეგრულად თარგმნა (რაც უარყო სამეგრელოს სამღვდელოების შეკრებულებამ). 1864 რუსული [[გრაფიკა (დამწერლობა)|გრაფიკის]] საფუძველზე შეიქმნა სვანური საანბანო წიგნი („ლუშჩუ ანბან“), XIX ს. დასასრულს, ასევე რუსული გრაფიკის საფუძველზე, აშორდიას, ლევიცკისა და გრენის მიერ შედგენილ იქნა მეგრული საანბანო წესდება, ხოლოო 1899 – გრეჩის „მეგრული ანბანი“. დამოუკიდებელ ხალხებად ცხადდებოდნენ იმერლები, გურულები, აჭარლები, ხევსურები, ფშავლები, თუშები და სხვ.  
+
ქართულ ენასთან ბრძოლა [[ანბანი]]ს საკითხსაც შეეხო. მაგ., 1889 ვინმე აშორდიამ რუსული ანბანის მიხედვით შეთხზა მეგრული ანბანი. დაიწყეს საღვთო წიგნების მეგრულად თარგმნა (რაც უარყო სამეგრელოს სამღვდელოების შეკრებულებამ). 1864 რუსული [[გრაფიკა (დამწერლობა)|გრაფიკის]] საფუძველზე შეიქმნა სვანური საანბანო წიგნი („ლუშნუ ანბან“), XIX ს. დასასრულს, ასევე რუსული გრაფიკის საფუძველზე, აშორდიას, ლევიცკისა და გრენის მიერ შედგენილ იქნა მეგრული საანბანო წესდება, ხოლოო 1899 – გრენის „მეგრული ანბანი“. დამოუკიდებელ ხალხებად ცხადდებოდნენ იმერლები, გურულები, აჭარლები, ხევსურები, ფშავლები, თუშები და სხვ.  
  
XX ს-ში საბჭოურ იმპერიად ტრანსფორმირებული ცარისტული რუსეთის ენობრივი პოლიტიკა საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, ისევე როგორც სხვა საბჭოთა რესპუბლიკებში, რუსული ენის პრიორიტეტით მიმდინარეობდა (მაგ., 1958 მიღებულ იქნა კანონი, რომლის მიხედვითაც ეროენული ენის შესწავლა და ამავე ენაზე სწავლება ეროვნულ სკოლებში ნებაყოფლობით საქმედ ცხადდებოდა), იცვლებოდა ლექსიკა, მაგ., თურქულ-თათრული ლექსიკონის 1958-ის გამოცემაში ორჯერ მეტი რუსული სიტყვაა, ვიდრე 1929-ის გამოცემაში… მოსკოვი ავალდებულებდა ნაციონალური რესპუბლიკების ლიტერატორებს უცხოელი კლასიკოსების თარგმნისას ესარგებლათ არა ორიგინალით, არამედ მხოლოდ რუსული თარგმანით, ხელოვნური მიგრაციული პროცესებით ქმნიდა „რუსულენოვანი მოსახლეობის“ კოლონიებს რესპუბლიკებში და სხვ. 1961 სკკპ ცკ-ის პროგრამა აცხადებდა: „რუსული ენა ფაქტობრივად იქცა ურთიერთობისა და თანამშრომლობის საერთო ენად სსრკ-ის ყველა ხალხისათვის, რადგან „ნაციონალურმა სახელმწიფოებრიობამ და ფედერაციამ შეასრულეს თავისი ისტორიული მისია“.
+
XX ს-ში საბჭოურ იმპერიად ტრანსფორმირებული ცარისტული რუსეთის ენობრივი პოლიტიკა საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, ისევე როგორც სხვა საბჭოთა რესპუბლიკებში, რუსული ენის პრიორიტეტით მიმდინარეობდა (მაგ., 1958 მიღებულ იქნა კანონი, რომლის მიხედვითაც ეროვნული ენის შესწავლა და ამავე ენაზე სწავლება ეროვნულ სკოლებში ნებაყოფლობით საქმედ ცხადდებოდა), იცვლებოდა [[ლექსიკა]], მაგ., თურქულ-თათრული ლექსიკონის 1958-ის გამოცემაში ორჯერ მეტი რუსული სიტყვაა, ვიდრე 1929-ის გამოცემაში… მოსკოვი ავალდებულებდა ნაციონალური რესპუბლიკების ლიტერატორებს უცხოელი კლასიკოსების თარგმნისას ესარგებლათ არა ორიგინალით, არამედ მხოლოდ რუსული თარგმანით, ხელოვნური მიგრაციული პროცესებით ქმნიდა „რუსულენოვანი მოსახლეობის“ კოლონიებს რესპუბლიკებში და სხვ. 1961 სკკპ ცკ-ის პროგრამა აცხადებდა: „რუსული ენა ფაქტობრივად იქცა ურთიერთობისა და თანამშრომლობის საერთო ენად სსრკ-ის ყველა ხალხისათვის, რადგან „ნაციონალურმა სახელმწიფოებრიობამ და ფედერაციამ შეასრულეს თავისი ისტორიული მისია“.
  
 
მაგრამ ენობრივი პოლიტიკა საქართველოში არ ყოფილა ცალმხრივი. ცარიზმის რუსიფიკატორულ კურსს უპირისპირდებოდა ქართული ენის ინტერესების დასაცავად განხორციელებული ღონისძიებები: XIX ს. 40-იან წლებში ქართული [[თეატრი]]ს აღდგენა, [[ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება|ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების]] დაარსება (1879), ქართული დრამატული საზოგადოების ჩამოყალიბება (1880), ჟურნალ-გაზეთების გამოცემა (მარტო XIX ს-ში ასეულობით ქართული გაზეთი გამოდიოდა), დისკუსიები ენის საკითხებზე, მშობლიურ და უცხო ენაზე სწავლების, ასევე ორენოვანი სწავლების საკითხების დამუშავება ([[ჭავჭავაძე ილია|ი. ჭავჭავაძე]], [[გოგებაშვილი იაკობ|ი. გოგებაშვილი]], [[წერეთელი აკაკი|ა. წერეთელი]]) და სხვ. 1917 ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის შემდეგ დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო ფართოდ შლის ქართული ენის დაცვისა და განვითარებისაკენ მიმართულ საგანგებო მუშაობას ([[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი]]ს, სხვა უმაღლესი სასწავლებლების გახსნა, ქართული ენის სიწმინდის დაცვისა და ქართული  
 
მაგრამ ენობრივი პოლიტიკა საქართველოში არ ყოფილა ცალმხრივი. ცარიზმის რუსიფიკატორულ კურსს უპირისპირდებოდა ქართული ენის ინტერესების დასაცავად განხორციელებული ღონისძიებები: XIX ს. 40-იან წლებში ქართული [[თეატრი]]ს აღდგენა, [[ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება|ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების]] დაარსება (1879), ქართული დრამატული საზოგადოების ჩამოყალიბება (1880), ჟურნალ-გაზეთების გამოცემა (მარტო XIX ს-ში ასეულობით ქართული გაზეთი გამოდიოდა), დისკუსიები ენის საკითხებზე, მშობლიურ და უცხო ენაზე სწავლების, ასევე ორენოვანი სწავლების საკითხების დამუშავება ([[ჭავჭავაძე ილია|ი. ჭავჭავაძე]], [[გოგებაშვილი იაკობ|ი. გოგებაშვილი]], [[წერეთელი აკაკი|ა. წერეთელი]]) და სხვ. 1917 ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის შემდეგ დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო ფართოდ შლის ქართული ენის დაცვისა და განვითარებისაკენ მიმართულ საგანგებო მუშაობას ([[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი]]ს, სხვა უმაღლესი სასწავლებლების გახსნა, ქართული ენის სიწმინდის დაცვისა და ქართული  
ტერმინოლოგიის დამმუშავებელი კომისიების შექმნა). 1921-იდან, რუსეთის მიერ საქართველოს ხელახალი [[ანექსია|ანექსიის]] შემდეგ, ქართულო ენის ბედი კვლაე რუსეთის ენობრივი პოლიტიკის ქვეშ მოექცა.  
+
ტერმინოლოგიის დამმუშავებელი კომისიების შექმნა). 1921-იდან, რუსეთის მიერ საქართველოს ხელახალი [[ანექსია|ანექსიის]] შემდეგ, ქართულო ენის ბედი კვლავ რუსეთის ენობრივი პოლიტიკის ქვეშ მოექცა.  
  
საბჭოურსა და პოსტსაბჭოურ პერიოდებშიც ქართული ენის დასაცავად საქართველოში ხორციელდებოდა ეროვნული ენობრივი პოლიტიკა, რომლის დასახასიათებლად რამდენიმე მაგალითის დასახელებაც კმარა: 1925 განათლების სახალხო კომისარიატის საბჭოსთან დაარსდა ცენტრალური სამეცნიერო სატერმინოლოგიო კომიტეტი (შემდეგ კომისია); 1936 – სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილება; მომზადდა (და გამოიცა) „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის“ 8 ტომი (113 ათას სიტყვაზე მეტი); 1946–48 ჩამოყალიბდა სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი კომისია; 1968 გამოიცა ვრცელი [[ორთოგრაფიული ლექსიკონი]]; მუშაობს „თანამედროეე ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი მუდმივი კომისია“, შემდეგ „საქართველოს პრეზიდენტთან არსებული სახელმწიფო ენის კომისია“. შექმნილია „სახელმწიფო ენის სამსახური“ – ენის დეპარტამენტი.
+
საბჭოურსა და პოსტსაბჭოურ პერიოდებშიც ქართული ენის დასაცავად საქართველოში ხორციელდებოდა ეროვნული ენობრივი პოლიტიკა, რომლის დასახასიათებლად რამდენიმე მაგალითის დასახელებაც კმარა: 1925 განათლების სახალხო კომისარიატის საბჭოსთან დაარსდა ცენტრალური სამეცნიერო სატერმინოლოგიო კომიტეტი (შემდეგ კომისია); 1936 – სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილება; მომზადდა (და გამოიცა) „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის“ 8 ტომი (113 ათას სიტყვაზე მეტი); 1946–48 ჩამოყალიბდა [[თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი კომისია|სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი კომისია]]; 1968 გამოიცა ვრცელი [[ორთოგრაფიული ლექსიკონი]]; მუშაობს „თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი მუდმივი კომისია“, შემდეგ „საქართველოს პრეზიდენტთან არსებული სახელმწიფო ენის კომისია“. შექმნილია „სახელმწიფო ენის სამსახური“ – ენის დეპარტამენტი.
  
 
''მ. ტაბიძე''   
 
''მ. ტაბიძე''   

მიმდინარე ცვლილება 23:18, 30 იანვარი 2024 მდგომარეობით

ენობრივი პოლიტიკა – კონკრეტული სახელმწიფოს შიგნით ენისა თუ ენათა სტატუსის, ენათა ურთიერთობის, სოციალურ-კულტურული განვითარებისა და მათი პერსპექტივების განსაზღვრა-უზრუნველყოფის ღონისძიებათა პროგრამა.

მსოფლიო ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი ენის ისტორიაცაა. ყოველი სახელმწიფო მეტ-ნაკლებად თითქმის ყოველთვის ატარებდა გარკვეულ ენობრივ პოლიტიკას; დამწერლობის განვითარებაზე ზრუნვით, განათლების სისტემით, მწერლობისა თუ მეცნიერების ენის დაცვით, ლექსიკონების შედგენითა თუ ტერმინოლოგიური ნორმების დაძებნით იცავდა სახელმწიფო ენას. ამით მოსახლეობის ენობრივი კონსოლიდაციაც ხდებოდა. მაგრამ, რამდენადაც დღეს არც ერთი ქვეყანა არ არის მხოლოდ ერთენოვანი, ენობრივი პოლიტიკა თანდათან გადაიქცა ისეთ სისტემად, რომელიც მრავალი ენობრივი პრობლემის გადასაჭრელ ღონისძიებას შეიმუშავებს და ცხოვრებაშიც ატარებს. ასეთი საკითხებია: ენათა „პრესტიჟის“, დიგლოსიის, ბილინგვიზმისა და მულტილინგვიზმის, ენათა სტანდარტიზაციის, ენობრივი კანონების, ლოკალური და სოციალური „ენების“ საგანმანათლებლო სისტემასთან მიმართების, ემიგრანტთა ენობრივი მდგომარეობის, ენის სოციალური სტრატიფიკაციის, ენათა „სიკვდილის“ („ენათა გაქრობის“), „პროფილაქტიკისა“ და სხვ. მრავალი.

ენობრივ პოლიტიკას მხოლოდ პოზიტიური შედეგები არ მოჰყვება. ამ პოლიტიკით შეიძლება იმართოს უარყოფითი მოვლენებიც: ეთნოკონფლიქტთა გაღვივება, სახელმწიფოთაშორისი დაპირისპირებანი, ენათა დაყოფა „პრესტიჟულ“ და „არაპრესტიჟულ“ ენებად, სახელმწიფოს მთლიანობის დაშლის პოლიტიკური პროცესები, საზოგადოების შიდასოციალური დაყოფა და ადამიანის უფლებათა შეზღუდვა.

ენობრივი პოლიტიკის ერთ-ერთი საკვანძო საკითხია ენის დეფინიციის პრობლემა. იმის მიხედვით, თუ რა არის ენა მისი სოციალურ-პოლიტიკური გაგებით, განისაზღვრება დიალექტის ცნება, მოლაპარაკის მონოლინგვურობა, დიგლოსიურობა თუ ბილინგვიზმი. ამ განსაზღვრებათა საფუძველზე (სხვა ნიშნებთან ერთად) შემუშავდება ენის სტატუსის საკითხიც. დღეს თანამედროვე ლინგვისტურსა და სოციოლინგვისტურ ლიტერატურაში არ არის დამუშავებული ენის, დიგლოსიისა და ბილინგვიზმის ცნებათა უდავო განსაზღვრებანი, რაც ზოგჯერ პოლიტიკური „თამაშის“ იარაღი ხდება.

ენობრივი პოლიტიკა შემუშავდება ენობრივი სიტუაციის განსაზღვრის საფუძველზე. ენობრივი პოლიტიკის ცნება განუყოფლადაა დაკავშირებული ენობრივი კონფლიქტისა და ენის ეკოლოგიის ცნებებთან. ენობრივი კონფლიქტები ენათა კონტაქტების ერთ-ერთი სახეა, რომელიც სხვადასხვა ენობრივი საზოგადოების ან სხვადასხვა ენობრივი შრის სოციალურ-პოლიტიკური ინტერესების შეჯახებისას გამოიკვეთება. ხშირად ამგვარ კონფლიქტებში ენობრივი წინააღმდეგობები არ არის პირველადი, მაგრამ პირველადად მხოლოდ ის ცხადდება.

ენობრივი პოლიტიკის ცნება უშუალოდაა დაკავშირებული ენობრივ დაგეგმვასა და, ამდენად, სახელმწიფო ენის ცნებასთან. სახელმწიფო ენა არის ქვეყნის კონსტიტუციით განსაზღვრული ენა, რომლითაც ხორციელდება სახელმწიფოს შიგნით ყველა საკანონმდებლო, აღმასრულებელი, სასამართლო ხელისუფლება. ენობრივი დაგეგმვა ორი მიმართულებით წარმოებს:
ა) სახელმწიფო გეგმავს სახელმწიფო ენის განვითარების კურსს, ამ ქვეყნის ტერიტორიაზე გავრცელებული სხვა ენების დამოკიდებულების საკითხს სახელმწიფო ენასთან, ენათა ფუნქციონირების არეებს;
ბ) რამდენადაც გარეგანი ფაქტორების სხვადასხვა ტიპის ზემოქმედებით იცვლება ენობრივი სიტუაცია სახელმწიფოში, ენობრივი დაგეგმვაც სხვა მიმართულებას იძენს.

საქართველოში ენობრივ პოლიტიკას უძველესი ტრადიციები აქვს. ქართული ენის, როგორც ეროვნული თვითშეგნების გაძლიერების ერთ-ერთი ბერკეტის, სახელმწიფოებრივი ძალა მუდმივად იყო უზრუნველყოფილი. გათვალისწინებული იყო მისი მაკონსოლიდირებელი როლი ქართველურ ენებსა და დიალექტებთან მიმართებით. ქართული სალიტერატურო ენის ნორმალიზაციის პროცესი სათავეს იღებს უძველესი დროიდან და განსაკუთრებით მკაფიოდ ჩანს ცნობილ საეკლესიო-სამონასტრო სკოლებში, სადაც ენობრივი ნორმების, თარგმანის, ტერმინოლოგიის, სამეცნიერო ენის (და საერთოდ ფუნქციურ სტილთა) კანონები მუშავდებოდა. ქართული სახელმწიფო (და საეკლესიო) პოლიტიკის შედეგი იყო ის, რომ სამეფო-სამთავროებად დაქუცმაცებისა და უცხო სახელმწიფოთა ექსპანსიების დროსაც კი ქართული სალიტერატურო ენა მთელი ქართველური სამყაროს მწიგნობრობისა და ეკლესიის ენად რჩებოდა („…ქართლად ფრიადი ქუეყანაჲ აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირეის და ლოცვაჲ ყოველი აღესრულების“, გ. მერჩულე). სახელმწიფოებრივი მშენებლობის პერიოდს საგანმანათლებლო ცენტრების, ქართული სალიტერატურო ენის აღმავლობა ახლავს (დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე, შოთა რუსთაველი). სახელმწიფოებრივი კრიზისის დროსაც კი საქართველოში სამეფო ხელისუფლების კურსი მუდამ მიმართული იყო ქართული ენის ფუნქციონირების არეთა შეუზღუდველობის, საგანმანათლებლო საქმის მოწესრიგებისა და სალექსიკონო, მთარგმნელობითი, სამეცნიერო საქმიანობისკენ (ვახტანგ VI, სულხან-საბა ორბელიანი).

საქართველოს სახელმწიფოებრიობის მოშლამ 1801-იდან ქართული ენისა და, საერთოდ, საქართველოს ბედი მეფის რუსეთის პოლიტიკას დაუქვემდებარა. რუსეთის ასიმილატორული პოლიტიკა დემოგრაფიულ და ეკონომიკურ ექსპანსიასთან ერთად ქართული ენის წინააღმდეგაც აღმოჩნდა მიმართული, რასაც შედეგად მოჰყვა განათლების სისტემაში რუსული ენის გაბატონება. შემდეგი ნაბიჯი იყო სამეგრელოს, სვანეთისა და აჭარის სკოლებში ქართულის ნაცვლად სწავლების შემოღება მეგრულად, სვანურად და თურქულად, რის საფუძველზეც უნდა ესწავლებინათ რუსული.

ქართულ ენასთან ბრძოლა ანბანის საკითხსაც შეეხო. მაგ., 1889 ვინმე აშორდიამ რუსული ანბანის მიხედვით შეთხზა მეგრული ანბანი. დაიწყეს საღვთო წიგნების მეგრულად თარგმნა (რაც უარყო სამეგრელოს სამღვდელოების შეკრებულებამ). 1864 რუსული გრაფიკის საფუძველზე შეიქმნა სვანური საანბანო წიგნი („ლუშნუ ანბან“), XIX ს. დასასრულს, ასევე რუსული გრაფიკის საფუძველზე, აშორდიას, ლევიცკისა და გრენის მიერ შედგენილ იქნა მეგრული საანბანო წესდება, ხოლოო 1899 – გრენის „მეგრული ანბანი“. დამოუკიდებელ ხალხებად ცხადდებოდნენ იმერლები, გურულები, აჭარლები, ხევსურები, ფშავლები, თუშები და სხვ.

XX ს-ში საბჭოურ იმპერიად ტრანსფორმირებული ცარისტული რუსეთის ენობრივი პოლიტიკა საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, ისევე როგორც სხვა საბჭოთა რესპუბლიკებში, რუსული ენის პრიორიტეტით მიმდინარეობდა (მაგ., 1958 მიღებულ იქნა კანონი, რომლის მიხედვითაც ეროვნული ენის შესწავლა და ამავე ენაზე სწავლება ეროვნულ სკოლებში ნებაყოფლობით საქმედ ცხადდებოდა), იცვლებოდა ლექსიკა, მაგ., თურქულ-თათრული ლექსიკონის 1958-ის გამოცემაში ორჯერ მეტი რუსული სიტყვაა, ვიდრე 1929-ის გამოცემაში… მოსკოვი ავალდებულებდა ნაციონალური რესპუბლიკების ლიტერატორებს უცხოელი კლასიკოსების თარგმნისას ესარგებლათ არა ორიგინალით, არამედ მხოლოდ რუსული თარგმანით, ხელოვნური მიგრაციული პროცესებით ქმნიდა „რუსულენოვანი მოსახლეობის“ კოლონიებს რესპუბლიკებში და სხვ. 1961 სკკპ ცკ-ის პროგრამა აცხადებდა: „რუსული ენა ფაქტობრივად იქცა ურთიერთობისა და თანამშრომლობის საერთო ენად სსრკ-ის ყველა ხალხისათვის, რადგან „ნაციონალურმა სახელმწიფოებრიობამ და ფედერაციამ შეასრულეს თავისი ისტორიული მისია“.

მაგრამ ენობრივი პოლიტიკა საქართველოში არ ყოფილა ცალმხრივი. ცარიზმის რუსიფიკატორულ კურსს უპირისპირდებოდა ქართული ენის ინტერესების დასაცავად განხორციელებული ღონისძიებები: XIX ს. 40-იან წლებში ქართული თეატრის აღდგენა, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსება (1879), ქართული დრამატული საზოგადოების ჩამოყალიბება (1880), ჟურნალ-გაზეთების გამოცემა (მარტო XIX ს-ში ასეულობით ქართული გაზეთი გამოდიოდა), დისკუსიები ენის საკითხებზე, მშობლიურ და უცხო ენაზე სწავლების, ასევე ორენოვანი სწავლების საკითხების დამუშავება (ი. ჭავჭავაძე, ი. გოგებაშვილი, ა. წერეთელი) და სხვ. 1917 ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის შემდეგ დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო ფართოდ შლის ქართული ენის დაცვისა და განვითარებისაკენ მიმართულ საგანგებო მუშაობას (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სხვა უმაღლესი სასწავლებლების გახსნა, ქართული ენის სიწმინდის დაცვისა და ქართული ტერმინოლოგიის დამმუშავებელი კომისიების შექმნა). 1921-იდან, რუსეთის მიერ საქართველოს ხელახალი ანექსიის შემდეგ, ქართულო ენის ბედი კვლავ რუსეთის ენობრივი პოლიტიკის ქვეშ მოექცა.

საბჭოურსა და პოსტსაბჭოურ პერიოდებშიც ქართული ენის დასაცავად საქართველოში ხორციელდებოდა ეროვნული ენობრივი პოლიტიკა, რომლის დასახასიათებლად რამდენიმე მაგალითის დასახელებაც კმარა: 1925 განათლების სახალხო კომისარიატის საბჭოსთან დაარსდა ცენტრალური სამეცნიერო სატერმინოლოგიო კომიტეტი (შემდეგ კომისია); 1936 – სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილება; მომზადდა (და გამოიცა) „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის“ 8 ტომი (113 ათას სიტყვაზე მეტი); 1946–48 ჩამოყალიბდა სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი კომისია; 1968 გამოიცა ვრცელი ორთოგრაფიული ლექსიკონი; მუშაობს „თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი მუდმივი კომისია“, შემდეგ „საქართველოს პრეზიდენტთან არსებული სახელმწიფო ენის კომისია“. შექმნილია „სახელმწიფო ენის სამსახური“ – ენის დეპარტამენტი.

მ. ტაბიძე


[რედაქტირება] ლიტერატურა

  • მელიქიშვილი დ, იოანე პეტრიწის ფილოსოფიურ შრომათა ენა და სტილი, თბ., 1975;
  • ჩიქობავა არნ. ქართ. ენის ზოგადი დახასიათება, თბ., 1998

.

[რედაქტირება] წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები