განტოლება
ხაზი 29: | ხაზი 29: | ||
[[მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | [[მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | ||
[[კატეგორია:მათემატიკა]] | [[კატეგორია:მათემატიკა]] | ||
+ | [[კატეგორია:ალგებრა]] |
14:13, 20 ნოემბერი 2023-ის ვერსია
განტოლება – განტოლება ეწოდება ერთი ან რამდენიმე უცნობი ცვლადის შემცველ ტოლობას. უფრო ზოგადად განტოლება არის არგუმენტთა იმ მნიშვნელობების მოძებნის ამოცანის ანალიზური ჩაწერა, რომელთათვისაც ორი მოცემული ფუნქციის მნიშვნელობანი ტოლია.
არგუმენტებს, რომლებზეც დამოკიდებულია ეს ფუნქციები, უცნობები ეწოდებათ, ხოლო უცნობების მნიშვნელობებს, რომელთათვისაც ფუნქციების მნიშვნელობანი ტოლია – ამონახსნები (ფესვები). უცნობების ამ მნიშვნელობების შესახებ ამბობენ, რომ ისინი მოცემულ განტოლებას აკმაყოფილებენ.
განტოლებათა ერთობლიობას, რომელთათვისაც მოსაძებნია უცნობების მნიშვნელობები, რომლებიც ერთდროულად დააკმაყოფილებენ ყველა ამ განტოლებას, განტოლებათა სისტემა ეწოდება; ხოლო უცნობების მნიშვნელობებს, რომლებიც ერთდროულად დააკმაყოფილებენ სისტემის ყველა განტოლებას – სისტემის ამონახსნები ეწოდება.
იხილე აგრეთვე
- განტოლება ალგებრული – იხ. ალგებრული განტოლება.
- განტოლება ბიკვადრატული – იხ. ბიკვადრატული განტოლება.
- განტოლება ბრუნვის – იხ. ბრუნვის განტოლება.
- განტოლება დიფერენციალური – იხ. დიფერენციალური განტოლება.
- განტოლება ინტეგრალური – იხ. ინტეგრალური განტოლება
- განტოლება ირაციონალური – იხ. ირაციონალური განტოლება.
- განტოლება კანონიკური – იხ. კანონიკური განტოლება.
- განტოლება კვადრატული – იხ. კვადრატული განტოლება.
- განტოლება კუბური – იხ. კუბური განტოლება.
- განტოლება ლაპლასის – იხ. ლაპლასის განტოლება.
- განტოლება მახასიათებელი – იხ. მახასიათებელი განტოლება.
- განტოლება პუასონის – იხ. პუასონის განტოლება.
- განტოლება სამწევრა – იხ. სამწევრა განტოლება.
- განტოლება საუკუნის – იხ. მახასიათებელი განტოლება.
- განტოლება ტელეგრაფის – იხ. ტელეგრაფის განტოლება.
- განტოლებათა სისტემა
- განტოლების რიცხვითი ამოხსნა