ფურცელაძე ანტონ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ფურცელაძე ანტონ“ გადაიტანა გვერდზე „ანტონ ფურცელაძე“)
 
(2 მომხმარებლების 4 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ფურცელაძე ანტონ''' (1839 1913), ქართველი მწერალი, პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი. დაიბადა სოფელ მერეთში ([[გორი]]). 11 წლის ასაკში ქალაქ ორიოლის კადეტთა კორპუსში მიიღეს სახელმწიფო ხარჯზე, სადაც სამიოდე წელი დარჩა. 1854 წელს იგი ვარჯიშის დროს ორძელიდან ჩამოვარდა და სამუდამოდ დაკოჭლდა. ამის გამო იძულებული გახდა სასწავლებელი დაეტოვებინა და სამშობლოში დაბრუნებულიყო. დაბრუნების შემდეგ ერთხანს თავის სოფელში დარჩა და დავრდომილთა თავშესაფარში გადამწერლის თანამდებობაზე დაიწყო სამსახური, თუმცა მალე თბილისში გადმოვიდა.
+
[[ფაილი:Antoni.jpg|thumb|200პქ|ანტონ ფურცელაძე]]
 +
'''ფურცელაძე ანტონ''' – (ფსევდონიმები: „ქერელი ბექა“, „ზურაბ მოენიძე“, „თავხედი“) (1839-1913) — პროზაიკოსი, პოეტი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე.  
  
1861 წელს მან თანამშრომლობა დაიწყო ჟურნალ „ცისკართან”. პირველ ხანებში მეტწილად მთარგმნელობით მუშაობას ეწეოდა. „ცისკარში” თანამშრომლობის შეწყვეტის შემდეგ იგი „დროებაში” გადავიდა და 1869-1870 წლებში შექმნა რომანი „მაცი ხვიტია”, ხოლო 1899 წელს − [[ტრაგედია]] „დიდი მოურავი”. 1869 წლიდან ანტონ ფურცელაძის თაოსნობით გამოსვლა დაიწყო ყოველთვიურმა სამეცნიერო და სალიტერატურო ჟურნალმა „მნათობმა”, 1873 წლიდან კი რედაქტორობდა პირველ აგრონომიულ ჟურნალს ქართულ ენაზე „გუთნის დედას”. 1905 წელს ანტონ ფურცელაძე სათავადაზნაურო ბანკის თავმჯდომარედ იქნა არჩეული. 1911 წელს მან ბანკში სამსახურს თავი დაანება და მუდმივ საცხოვრებლად სოფელ არბოში დასახლდა.
+
სწავლობდა ორიოლის კადეტთა კორპუსში (1851-54), [[საქართველო|საქართველოში]] დაბრუნების შემდეგ ერთხანს მშობლიურ სოფელში ცხოვრობდა, შემდეგ სხვადასხვა ქალაქებში ეწეოდა საზოგადოებრივ საქმიანობას. 1867-69 წწ. მსახურობდა ზუგდიდის სასამართლოში მოსამართლედ. 1873 წლიდან მონაწილეობდა [[გორი|გორში]] დაარსებულ რევოლუციურ-ხალხოსნურ საიდუმლო ორგანიზაციაში. იყო [[ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება|ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების]] წევრი და მუდმივი ქართული თეატრალური [[დასი]]ს აღდგენის ერთ-ერთი მესვეური. 80-იანი წლებიდან — სათავადაზნაურო [[ბანკი]]ს დამფასებელი, ხოლო 1905-11 წწ. — ამავე ბანკის თავმჯდომარე.
  
 +
ა. ფურცელაძის მსოფლმხედველობა ჩამოყალიბდა გასული საუკუნის 60-იან წლებში. მასზე მშობლიური კულტურის ტრადიციების გარდა გარკვეული გავლენა მოახდინეს რუს რევოლუციონერ-დემოკრატთა შეხედულებებმა, აგრეთვე დასავლეთ [[ევროპა|ევროპის]] საზოგადოებრივი აზროვნების მიღწევებმა. სამწერლო ასპარეზზე გამოვიდა 1861 წ. „[[ცისკარი (ჟურნალი)|ცისკარში]]“ გამოქვეყნებული კრიტიკული სტატიით (დ. ჭონქაძის „[[სურამის ციხე|სურამის ციხის]]“ თაობაზე). შემდეგში სათავეში ჩაუდგა ამ ჟურნალის კრიტიკულ განყოფილებას. თანამშრომლობდა სხვა ჟურნალ-გაზეთებშიც: „[[დროება (გაზეთი)|დროებაში]]“, „[[მნათობი (ჟურნალი)|მნათობში]]“, „[[ივერია (გაზეთი და ჟურნალი)|ივერიაში]]“, „კავკაზში“, „ლიტერატურნი ლისტოკში“. დიდი ღვაწლი მიუძღვის „გუთნის დედის“ გამოცემაში, რომელსაც რედაქტორობდა 1873-76 წწ. წერდა მოთხრობებს, ლექსებს, [[დრამა (ლიტერატურა)|დრამებს]], ფელეტონებს, კრიტიკულ და პუბლიცისტურ წერილებს, ეწეოდა მთარგმნელობითს საქმიანობას. თავის პუბლიცისტურ წერილებში, რომლებიც თემათა აქტუალობით და იდეური სიმახვილით გამოირჩევა, ატარებდა განმანათლებლურ იდეებს, ილაშქრებდა იდეალიზმის ძირითად დებულებათა წინააღმდეგ, ამხელდა ცრუმორწშუნეობას, ებრძოდა ბატონყმურ საზოგადოებრივ ფორმაციას და გმობდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში მის გამოვლენას, იცავდა ხალხთა ფართო მასების ინტერესებს, ქადაგებდა ეროვნული თანასწორობის იდეას, ამჟღავნებდა მატერიალისტურ შეხედულებებს მთელ რიგ მნიშვნელოვან საკითხებზე. [[ესთეტიკა|ესთეტიკის]] სფეროში პრინციპულად ემიჯნებოდა ლოზუნგს „[[ხელოვნება ხელოვნებისათვის]]“, მწერლობისგან მოითხოვდა სინამდვილის მართალ ასახვას და ხალხის სამსახურს.
  
::'''ჩემს სანეტაროს'''
+
ა. ფურცელაძე აქტიურ მონაწილეობას იღებდა ძველსა და ახალ თაობებს შორის გამართულ იდეურ-ლიტერატურულ პაექრობაში, იბრძოდა „[[მამებისა და შვილების ბრძოლა|მამათა]]“ წინააღმდეგ, იცავდა და ამაგრებდა თერგდალეულთა პოზიციებს. მოგვიანებით იგი მოექცა დ. პისარევის ესთეტიკური დოქტრინის გავლენის ქვეშ და მემარცხენე-ნიჰილისტური პოზიციებიდან დაუპირისპირდა ახალი თაობის წარმომადგენლებს ეს დავა აისახა „ცისკარსა“ და „[[საქართველოს მოამბე (ჟურნალი)|საქართველოს მოამბეს]]“ შორის გამართულ პოლემიკაში (1863).
  
::მოქანცული ტყვედა ვგდივარ,
+
ბატონყმობის, სოციალური უსამართლობის მხილება ა. ფურცელაძის მხატვრული შემოქმედების განმსაზღვრელი თემაა. მოთხრობებში „მართა“ (1865), „ქიტესა“ (1871) მწერალი ასახავდა ქართული სოფლის ყოფას. დღემდე პოპულარულ ისტორიულ რომანში „მაცი ხვიტია“ (1870–71) ნაჩვენებია ფეოდალთა განუკითხაობა და გლეხთა სიდუხჭირე შუა საუკუნეთა დასავლეთ [[საქართველო]]ში. ამ რომანში ა. ფურცელაძემ ქართულ ლიტერატურაში პირველმა გამოიყენა ისტორიული თემა სოციალურ-კლასობრივი იდეების საქადაგებლად, მანვე პირველმა გვიჩვენა ქართულ ლიტერატურაში გლეხთა ჯგუფური, შეკავშირებული გამოსვლა მებატონეთა წინააღმდეგ. მწერალი სოციალურ უსამართლობას ორგანულად უკავშირებდა იმდროინდელ საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებულ ყაჩაღობასა და ავაზაკობას. ამ საკითხს, „მაცი ხვიტიას“ გარდა, მან უძღვნა მთელი რიგი თხზულებები („თოთა“ 1866, „ავაზაკნი“, 1879). ჩერნიშევსკის რომანის „რა ვაკეთოთ“ გავლენით ა. ფურცელაძემ 1863 წ. შექმნა მოთხრობა „სამის თავგადასავალი“, რომელშიც გვიჩვენა საზოგადოებრივ მანკიერებათა წინააღმდეგ მებრძოლი ახალი ტიპის ადამიანები რაზნოჩინელ–დემოკრატები, წამოჭრა ქალთა ემანსიპაციის საკითხი. ახალი ტიპის ადამიანები ნაჩვენები არიან აგრეთვე მოთხრობაში „ვაი მართალთა“ (1871), რომლის ერთი მოქმედი პირი (რევოლუციონერი მიშო) გადადის [[საფრანგეთი|საფრანგეთში]] და კომუნალური დელეკლიუზის გვერდით იბრძვის პარიზის [[ბარიკადი|ბარიკადებზე]]. მწერლის ხალხოსნურ-უტოპიური შეხედულებების გამომხატველია მოთხრობა „ჩვენებური საქმის ბოლო“ (1872-73), აგრეთვე ამავე პერიოდში გამოქვეყნებული პუბლიცისტური სტატიები „ჩვენი სალტოლველო“ და „მამულის საერთო მფლობელობა“.
::ვიბრძვი მაგრად შებოჭვილი,
+
 
::შენ მოგელტვი, ვერ გავსწყვიტე
+
ა. ფურცელაძეს აქვს ისტორიულ თემაზე შექმნილი ეროვნულ–განმათავისუფლებელი იდეების გამომხატველი პოემები: „[[ბაგრატიონები|ბაგრატიონების]] დიდება“, „თამარ ღაზნელი“, „წყალობა“, „მარაბდა“ ანუ „ცხრა ძმა ხერხეულიძენი“, „ცისკარა“, [[ტრაგედია]] „[[გიორგი სააკაძე|დიდი მოურავი]]“, რომლებშიც დიდი სიყვარულითაა დახატული ქართველი ხალხის გმირული [[ბრძოლა|ბრძოლები]] სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის, წარმოჩენილია ხალხთა მასების როლი ისტორიულ წარსულში, ასახულია ეპოქის აქტუალური პრობლემები, ეროვნული მთლიანობის იდეა მწერალი ეხმაურებოდა აგრეთვე სხვა ხალხთა განმათავისუფლებელ ბრძოლებსაც, ეწეოდა მებრძოლ გმირთა პოპულარიზაციას (აღსანიშნავია წერილები „რამდენიმე ცნობა [[გარიბალდი ჯუზეპე|გარიბალდიზე]]“, „გარიბალდის ცხოვრება“ (1862-63), ლექსი „გარიბალდის“ (1871). ამ თვალსაზრისით საყურადღებოა აგრეთვე დრამა „ასული ისრაელისა“ (1869).
::ამირანის ჯაჭვი მსხვილი.
+
 
::შენდა სატრფოდ თავგანწირულს
+
ა. ფურცელაძეს ნათარგმნი აქვს [[პუშკინი ალექსანდრე|პუშკინის]], ნეკრასოვის (ითვლება მის პირველ ქართველ მთარგმნელად), ბარბიეს, [[ბაირონი ჯორჯ გორდონ|ბაირონის]], ბერანჟეს, ჰაინეს, ლეოპარდის თხზულებები.
::გული მერჩის, ხელი აღარ...
+
 
::მითხარ, ჩემო ნეტარებავ,
+
==თხზულებები==
::დამენახვე, ნეტამც სად ხარ?
+
* რჩეული ნაწერები, 1963.
::მთლად მომწყვიტა ცხარე ბრძოლამ,
+
 
::სიბნელისგან თვალთ მაკლდება,
+
==ლიტერატურა==
::მხნე ხმა ჩემი, შემზარავი
+
* ვ. ვახანია, ანტონ ფურცელაძის მსოფლმხედველობა, 1958;
::დღეს არს კვნესა და ვაება;
+
* მისივე, ანტონ ფურცელაძე, წიგნში: ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. IV, 1974.
::და, რამდენიც გეტანები,
+
::გარს მეხვევა ბნელი მევე...
+
::სად ხარ, ჩემო ნეტარებავ?..
+
::დემენახვე, გამამხნევე!
+
::თუ იმედი არა მქონდეს,
+
::რომ ოდესმე შეგეყრები,
+
::უშენობით ვერ გავძლებ და
+
::თავს მოვიკლავ, გეფიცები!..
+
::ამ სიცოცხლეს სჯობს სიკვდილი,
+
::თუ ვიცოცხლო − ვგვანდე ცოცხალს!..
+
::სად ხარ, ჩემო ნეტარებავ,
+
::რად არ მასმენ ცხოვრების ხმას?
+
::ნუთუ ჯერაც არ გაივსო
+
::მსხვერპლით თხრემლი, წინ რომ გვიდევს.
+
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
[[ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)]]
+
* [[ქართული მწერლობა: ლექსიკონი-ცნობარი]].
 +
 
 +
 
 
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]]
 
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]]
 +
[[კატეგორია:ქართველი საზოგადო მღვაწეები]]
 
[[კატეგორია:ქართველი მწერლები]]
 
[[კატეგორია:ქართველი მწერლები]]
 +
[[კატეგორია:ქართველი დრამატურგები]]
 
[[კატეგორია:ქართველი პუბლიცისტები]]
 
[[კატეგორია:ქართველი პუბლიცისტები]]
 
[[კატეგორია:ქართველი მთარგმნელები]]
 
[[კატეგორია:ქართველი მთარგმნელები]]
 +
[[კატეგორია:ქართველი ხალხოსნები]]
 +
[[კატეგორია:ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები]]
 
[[კატეგორია:ფურცელაძეები]]
 
[[კატეგორია:ფურცელაძეები]]

მიმდინარე ცვლილება 00:07, 13 ოქტომბერი 2023 მდგომარეობით

ანტონ ფურცელაძე

ფურცელაძე ანტონ – (ფსევდონიმები: „ქერელი ბექა“, „ზურაბ მოენიძე“, „თავხედი“) (1839-1913) — პროზაიკოსი, პოეტი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე.

სწავლობდა ორიოლის კადეტთა კორპუსში (1851-54), საქართველოში დაბრუნების შემდეგ ერთხანს მშობლიურ სოფელში ცხოვრობდა, შემდეგ სხვადასხვა ქალაქებში ეწეოდა საზოგადოებრივ საქმიანობას. 1867-69 წწ. მსახურობდა ზუგდიდის სასამართლოში მოსამართლედ. 1873 წლიდან მონაწილეობდა გორში დაარსებულ რევოლუციურ-ხალხოსნურ საიდუმლო ორგანიზაციაში. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი და მუდმივი ქართული თეატრალური დასის აღდგენის ერთ-ერთი მესვეური. 80-იანი წლებიდან — სათავადაზნაურო ბანკის დამფასებელი, ხოლო 1905-11 წწ. — ამავე ბანკის თავმჯდომარე.

ა. ფურცელაძის მსოფლმხედველობა ჩამოყალიბდა გასული საუკუნის 60-იან წლებში. მასზე მშობლიური კულტურის ტრადიციების გარდა გარკვეული გავლენა მოახდინეს რუს რევოლუციონერ-დემოკრატთა შეხედულებებმა, აგრეთვე დასავლეთ ევროპის საზოგადოებრივი აზროვნების მიღწევებმა. სამწერლო ასპარეზზე გამოვიდა 1861 წ. „ცისკარში“ გამოქვეყნებული კრიტიკული სტატიით (დ. ჭონქაძის „სურამის ციხის“ თაობაზე). შემდეგში სათავეში ჩაუდგა ამ ჟურნალის კრიტიკულ განყოფილებას. თანამშრომლობდა სხვა ჟურნალ-გაზეთებშიც: „დროებაში“, „მნათობში“, „ივერიაში“, „კავკაზში“, „ლიტერატურნი ლისტოკში“. დიდი ღვაწლი მიუძღვის „გუთნის დედის“ გამოცემაში, რომელსაც რედაქტორობდა 1873-76 წწ. წერდა მოთხრობებს, ლექსებს, დრამებს, ფელეტონებს, კრიტიკულ და პუბლიცისტურ წერილებს, ეწეოდა მთარგმნელობითს საქმიანობას. თავის პუბლიცისტურ წერილებში, რომლებიც თემათა აქტუალობით და იდეური სიმახვილით გამოირჩევა, ატარებდა განმანათლებლურ იდეებს, ილაშქრებდა იდეალიზმის ძირითად დებულებათა წინააღმდეგ, ამხელდა ცრუმორწშუნეობას, ებრძოდა ბატონყმურ საზოგადოებრივ ფორმაციას და გმობდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში მის გამოვლენას, იცავდა ხალხთა ფართო მასების ინტერესებს, ქადაგებდა ეროვნული თანასწორობის იდეას, ამჟღავნებდა მატერიალისტურ შეხედულებებს მთელ რიგ მნიშვნელოვან საკითხებზე. ესთეტიკის სფეროში პრინციპულად ემიჯნებოდა ლოზუნგს „ხელოვნება ხელოვნებისათვის“, მწერლობისგან მოითხოვდა სინამდვილის მართალ ასახვას და ხალხის სამსახურს.

ა. ფურცელაძე აქტიურ მონაწილეობას იღებდა ძველსა და ახალ თაობებს შორის გამართულ იდეურ-ლიტერატურულ პაექრობაში, იბრძოდა „მამათა“ წინააღმდეგ, იცავდა და ამაგრებდა თერგდალეულთა პოზიციებს. მოგვიანებით იგი მოექცა დ. პისარევის ესთეტიკური დოქტრინის გავლენის ქვეშ და მემარცხენე-ნიჰილისტური პოზიციებიდან დაუპირისპირდა ახალი თაობის წარმომადგენლებს ეს დავა აისახა „ცისკარსა“ და „საქართველოს მოამბეს“ შორის გამართულ პოლემიკაში (1863).

ბატონყმობის, სოციალური უსამართლობის მხილება ა. ფურცელაძის მხატვრული შემოქმედების განმსაზღვრელი თემაა. მოთხრობებში „მართა“ (1865), „ქიტესა“ (1871) მწერალი ასახავდა ქართული სოფლის ყოფას. დღემდე პოპულარულ ისტორიულ რომანში „მაცი ხვიტია“ (1870–71) ნაჩვენებია ფეოდალთა განუკითხაობა და გლეხთა სიდუხჭირე შუა საუკუნეთა დასავლეთ საქართველოში. ამ რომანში ა. ფურცელაძემ ქართულ ლიტერატურაში პირველმა გამოიყენა ისტორიული თემა სოციალურ-კლასობრივი იდეების საქადაგებლად, მანვე პირველმა გვიჩვენა ქართულ ლიტერატურაში გლეხთა ჯგუფური, შეკავშირებული გამოსვლა მებატონეთა წინააღმდეგ. მწერალი სოციალურ უსამართლობას ორგანულად უკავშირებდა იმდროინდელ საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებულ ყაჩაღობასა და ავაზაკობას. ამ საკითხს, „მაცი ხვიტიას“ გარდა, მან უძღვნა მთელი რიგი თხზულებები („თოთა“ 1866, „ავაზაკნი“, 1879). ჩერნიშევსკის რომანის „რა ვაკეთოთ“ გავლენით ა. ფურცელაძემ 1863 წ. შექმნა მოთხრობა „სამის თავგადასავალი“, რომელშიც გვიჩვენა საზოგადოებრივ მანკიერებათა წინააღმდეგ მებრძოლი ახალი ტიპის ადამიანები რაზნოჩინელ–დემოკრატები, წამოჭრა ქალთა ემანსიპაციის საკითხი. ახალი ტიპის ადამიანები ნაჩვენები არიან აგრეთვე მოთხრობაში „ვაი მართალთა“ (1871), რომლის ერთი მოქმედი პირი (რევოლუციონერი მიშო) გადადის საფრანგეთში და კომუნალური დელეკლიუზის გვერდით იბრძვის პარიზის ბარიკადებზე. მწერლის ხალხოსნურ-უტოპიური შეხედულებების გამომხატველია მოთხრობა „ჩვენებური საქმის ბოლო“ (1872-73), აგრეთვე ამავე პერიოდში გამოქვეყნებული პუბლიცისტური სტატიები „ჩვენი სალტოლველო“ და „მამულის საერთო მფლობელობა“.

ა. ფურცელაძეს აქვს ისტორიულ თემაზე შექმნილი ეროვნულ–განმათავისუფლებელი იდეების გამომხატველი პოემები: „ბაგრატიონების დიდება“, „თამარ ღაზნელი“, „წყალობა“, „მარაბდა“ ანუ „ცხრა ძმა ხერხეულიძენი“, „ცისკარა“, ტრაგედიადიდი მოურავი“, რომლებშიც დიდი სიყვარულითაა დახატული ქართველი ხალხის გმირული ბრძოლები სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის, წარმოჩენილია ხალხთა მასების როლი ისტორიულ წარსულში, ასახულია ეპოქის აქტუალური პრობლემები, ეროვნული მთლიანობის იდეა მწერალი ეხმაურებოდა აგრეთვე სხვა ხალხთა განმათავისუფლებელ ბრძოლებსაც, ეწეოდა მებრძოლ გმირთა პოპულარიზაციას (აღსანიშნავია წერილები „რამდენიმე ცნობა გარიბალდიზე“, „გარიბალდის ცხოვრება“ (1862-63), ლექსი „გარიბალდის“ (1871). ამ თვალსაზრისით საყურადღებოა აგრეთვე დრამა „ასული ისრაელისა“ (1869).

ა. ფურცელაძეს ნათარგმნი აქვს პუშკინის, ნეკრასოვის (ითვლება მის პირველ ქართველ მთარგმნელად), ბარბიეს, ბაირონის, ბერანჟეს, ჰაინეს, ლეოპარდის თხზულებები.

[რედაქტირება] თხზულებები

  • რჩეული ნაწერები, 1963.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ვ. ვახანია, ანტონ ფურცელაძის მსოფლმხედველობა, 1958;
  • მისივე, ანტონ ფურცელაძე, წიგნში: ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. IV, 1974.

[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები