ზევსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(2 მომხმარებლების 20 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:

[[ფაილი:Zevsi samefo taxtze.jpg|thumb|230პქ|'''ზევსი სამეფო ტახტზე'''
(დაახ. ძვ. წ. 325 წ.), ბერლინი, სახელმწიფო მუზეუმი]]

[[ფაილი:Zevsi samefo taxtze.jpg|thumb|230პქ|'''ზევსი სამეფო ტახტზე'''
(დაახ. ძვ. წ. 325 წ.), ბერლინი, სახელმწიფო მუზეუმი]]
'''ზევსი''' – ''(ბერძნ.)'' უზენაესი ღვთაება. „უკვდავთა და მოკვდავთა მამა“. [[კრონოსი]]სა და [[რეა]]ს ძე. რომაულ მითოლოგიაში მისი თანაგვარია [[იუპიტერი]].

'''ზევსი''' – ''(ბერძნ.)'' უზენაესი ღვთაება. „უკვდავთა და მოკვდავთა მამა“. [[კრონოსი]]სა და [[რეა]]ს ძე. რომაულ [[მითოლოგია]]ში მისი თანაგვარია [[იუპიტერი]].

ცისიერთა და მიწიერთა მეუფე ზევსი ძლევამოსილი ღვთაებაა. ბერძნულ სამყაროში მას ყველაზე დიდი პატივი მიეგებოდა. თავდაპირველად, შესაძლოა, ძველაღმოსავლური მითოლოგიური წარმოდგენების გავლენით, იგი ამინდის ანუ ტაროსის ღმერთი იყო, თანდათანობით შეითვისა სხვა ფუნქციებიც და უნივერსალურ, უზენაეს ღვთაებად განსახიერდა. მისი თავგადასავალი მრავალ მითოსში აისახა. მათი თავმოყრით შესაძლებელი ხდება წარმოვიდგინოთ ღმერთთა მეუფის სახე დაბადებიდან მისი

ცისიერთა და მიწიერთა მეუფე ზევსი ძლევამოსილი ღვთაებაა. ბერძნულ სამყაროში მას ყველაზე დიდი პატივი მიეგებოდა. თავდაპირველად, შესაძლოა, ძველაღმოსავლური მითოლოგიური წარმოდგენების გავლენით, იგი ამინდის ანუ ტაროსის ღმერთი იყო, თანდათანობით შეითვისა სხვა ფუნქციებიც და უნივერსალურ, უზენაეს ღვთაებად განსახიერდა. მისი თავგადასავალი მრავალ მითოსში აისახა. მათი თავმოყრით შესაძლებელი ხდება წარმოვიდგინოთ ღმერთთა მეუფის სახე დაბადებიდან მისი მამაკაცური ძალმოსილების იმ ასაკამდე, როგორიც დარჩა სამუდამოდ უკვდავყოფილი:
მამაკაცური ძალმოსილების იმ ასაკამდე, როგორიც დარჩა სამუდამოდ უკვდავყოფილი:

[[ფაილი:Arwivi itacebs ganimedess.jpg|thumb|მარცხნივ|250პქ|'''ზევსი-არწივი იტაცებს განიმედესს.'''
ლეოქარესის ქანდაკების რომაული ასლი (ძვ. წ. 360 წ.), ვატიკანის მუზეუმი.]]
[[ფაილი:Zevsi.jpg|thumb|მარცხნივ|250პქ|'''ზევსი-არწივი იტაცებს განიმედესს.'''
ლეოქარესის ქანდაკების რომაული ასლი (ძვ. წ. 360 წ.), ვატიკანის მუზეუმი.]]

[[ფაილი:Zevsi da hera.jpg|thumb|230პქ|'''ზევსი და ჰერა.'''
ამფორის [[ფერწერა]] (ძვ. წ. 500 წ.), მიუნჰენი, [[ანტიკური]] კოლექციის სახელმწიფო მუზეუმი.]]
[[ფაილი:Zevsi da hera.jpg|thumb|230პქ|'''ზევსი და ჰერა.'''
ამფორის ფერწერა (ძვ. წ. 500 წ.), მიუნჰენი, ანტიკური კოლექციის სახელმწიფო მუზეუმი.]]

როდესაც ღვთაებათა სამეფო სკიპტრას ფლობდა კრონოსი, სამყაროში ოქროს ხანა იდგა. კრონოსს მუდამ ახსოვდა ძველი მისნობა, რომ ძალაუფლებას საკუთარი შვილი წაართმევდა.

როდესაც ღვთაებათა სამეფო სკიპტრას ფლობდა [[კრონოსი]], სამყაროში ოქროს ხანა იდგა. კრონოსს მუდამ ახსოვდა ძველი მისნობა, რომ ძალაუფლებას საკუთარი შვილი წაართმევდა.

ამიტომ თავის ნაშიერებს დაბადებისთანავე ყლაპავდა. ეცოდებოდა დედა – რეას ჩვილი შვილები და როდესაც გააჩინა მეექვსე ბავშვი, მის ნაცვლად ჩვრებში გახვეული ქვა გადააყლაპა კრონოსს. ახალშობილი კი მიწაზე ჩამოიყვანა, წმინდა წყაროს წყალში განბანა და სახელად ზევსი შეარქვა. შემდეგ კუნძულ კრეტაზე დაეშვა და თავისი ძის ოქროს საწოლი [[იდა]]ს ჩრდილოვან ხეივანში დატოვა. მთის [[ნიმფები|ნიმფებმა]] მიაგნეს ზევსს და მისი აღზრდა ითავეს. მომავალი ღმერთის ოქროს საწოლს მთელი

ამიტომ თავის ნაშიერებს დაბადებისთანავე ყლაპავდა. ეცოდებოდა დედა – [[რეა|რეას]] ჩვილი შვილები და როდესაც გააჩინა მეექვსე ბავშვი, მის ნაცვლად ჩვრებში გახვეული ქვა გადააყლაპა კრონოსს. ახალშობილი კი მიწაზე ჩამოიყვანა, წმინდა [[წყარო|წყაროს]] წყალში განბანა და სახელად ზევსი შეარქვა. შემდეგ კუნძულ კრეტაზე დაეშვა და თავისი ძის ოქროს [[საწოლი]] [[იდა]]ს ჩრდილოვან ხეივანში დატოვა.
ბუნება თავს ევლებოდა. [[ოკეანოსი]]ს შორეული ნაპირებიდან მოჰქონდათ მტრედებს ზევსისთვის [[ამბროსია]]. ყოველ საღამოს მოფრინავდა მასთან არწივი და [[ნექტარი|ნექტარს]] ასმევდა. ფუტკრები თაფლს უგროვებდნენ. რძით კი, თხა [[ამალთეა]] კვებავდა. იგი განსაკუთრებულად უყვარდა ზევსს. როდესაც კეთილმა ამალთეამ თავისი სიცოცხლე დაასრულა, მისი ტყავით ზევსმა გაიკეთა ფარი, რომელსაც ვერას აკლებდა მტერი. ეს იყო [[ეგისი]], რომელიც მუდამ თან დაჰქონდა ზევსს.

პატარა ღვთაებას თავს დასტრიალებდნენ რეას [[ქურუმები]]. როდესაც ჩვილი წამოიტირებდა, ისინი ხმამაღლა მღეროდნენ და ცეკვავდნენ, რათა კრონოსს არ შეეტყო საკუთარი ძის არსებობის ამბავი. მალე ზევსი წამოიზარდა და მამასთან ბრძოლა იმით დაიწყო, რომ ჩაყლაპული და-ძმები ამოანთხევინა პირიდან. შემდეგ მათთან ერთად გამაგრდა [[ოლიმპოსი]]ს ღრუბლებით დაბურულ თხემზე და წამოიწყო დიადი ბრძოლა ძველი თაობის ღმერთების, [[ტიტანები]]ს წინააღმდეგ. ათი წელი გრძელდებოდა ეს ბრძოლა. იგი [[ტიტანომაქია|ტიტანომაქიის]] სახელით არის ცნობილი. ზევსმა გაიმარჯვა და დამარცხებული ტიტანები მიწის ქვეშ, [[ტარტაროსი|ტარტაროსში]] ჩაამწყვდია. მხოლოდ ტიტანი [[ატლასი]] დატოვა დედამიწაზე. მას ზეცის თაღი უნდა შეედგა მხრებზე სამუდამოდ. ასეთი იყო მისი სასჯელი.

მთის [[ნიმფები|ნიმფებმა]] მიაგნეს ზევსს და მისი აღზრდა ითავეს. მომავალი ღმერთის ოქროს საწოლს მთელი
[[ფაილი:Zevsi idaze.jpg|thumb|250პქ|'''ზევსი იდაზე.'''
რომაული ბარელიეფი, ავგუსტინეს ეპოქა, პარიზი, ლუვრი.]]

ბუნება თავს ევლებოდა. [[ოკეანოსი]]ს შორეული ნაპირებიდან მოჰქონდათ მტრედებს ზევსისთვის [[ამბროსია]]. ყოველ საღამოს მოფრინავდა მასთან არწივი და [[ნექტარი|ნექტარს]] ასმევდა. ფუტკრები [[თაფლი|თაფლს]] უგროვებდნენ. რძით კი, თხა [[ამალთეა]] კვებავდა. იგი განსაკუთრებულად უყვარდა ზევსს. როდესაც კეთილმა ამალთეამ თავისი სიცოცხლე დაასრულა, მისი ტყავით ზევსმა გაიკეთა [[ფარი]], რომელსაც ვერას აკლებდა მტერი. ეს იყო [[ეგისი]], რომელიც მუდამ თან დაჰქონდა ზევსს.
[[გეა]], რომელიც ეხმარებოდა ზევსს კრონოსის დამარცხებაში, განაწყენდა ტიტანების ტარტაროსში დამწყვდევის გამო და თავისი შვილები, [[გიგანტები]], აამხედრა [[ოლიმპიელი]] ღმერთების წინააღმდეგ. სასტიკი იყო ეს ბრძოლა, ზეცა და მიწა ზანზარებდა მებრძოლთა ფეხქვეშ. ზევსმა კვლავ გაიმარჯვა ამ [[გიგანტომაქია|გიგანტომაქიაში]], ამოჟლიტა შემზარავი ბუმბერაზები, რამაც

კიდევ უფრო მეტად განარისხა გეა. სასოწარკვეთილებამ იქამდე მიიყვანა, რომ ტარტაროსისგან შვა საზარელი ურჩხული [[ტიფონი]] და ახლა ის მიუგზავნა გამარჯვებულებს. როდესაც ტიფონმა ოლიმპოსს შეუტია, ღმერთთა სავანე შეტორტმანდა. შეძრწუნებულმა უკვდავებმა მთა მიატოვეს და ეგვიპტეს შეაფარეს

თავი. კინაღამ დამარცხდა ზევსი, მაგრამ ბედი მის მხარეს იყო. მან მოახერხა და ელვით განგმირა ცეცხლის ალთა მფრქვეველი ურჩხული, შემდეგ კი კუნძულ სიცილიაზე უზარმაზარი მთა, [[ეტნა]], დაამხო თავზე.

ზევსმა ბრწყინვალე ზეიმით აღნიშნა ღმერთთა ახალი თაობის გამარჯვება. იგი ამ ზეიმს გამოეცხადა დიდებულ ეტლზე აღზევებული, მეხით ხელში. ამის შემდეგ შეერქვა მას „მეხთამტყორცნელი“, ხოლო ეს ხატი უმაღლესი ძალაუფლების და ტრიუმფის სიმბოლოდ იქცა.

პატარა ღვთაებას თავს დასტრიალებდნენ რეას [[ქურუმები]]. როდესაც ჩვილი წამოიტირებდა, ისინი ხმამაღლა მღეროდნენ და ცეკვავდნენ, რათა კრონოსს არ შეეტყო საკუთარი ძის არსებობის ამბავი. მალე ზევსი წამოიზარდა და მამასთან [[ბრძოლა]] იმით დაიწყო, რომ ჩაყლაპული და-ძმები ამოანთხევინა პირიდან. შემდეგ მათთან ერთად გამაგრდა [[ოლიმპოსი]]ს ღრუბლებით დაბურულ თხემზე და წამოიწყო დიადი ბრძოლა ძველი თაობის ღმერთების, [[ტიტანები]]ს წინააღმდეგ.

კრონოსის შვილებმა სამყარო დაინაწილეს. [[პოსეიდონი]] ზღვათა მბრძანებელი გახდა, [[ჰადესი]] – მიწისქვეშეთისა, ზევსს ზეცა ერგო და უზენაესი უფლებები. ასე შეიცვალა კრონოსის ხანა ზევსის მეუფებით. სამყაროს მოევლინა ღმერთთა ახალი თაობა, რომელსაც სათავეში ედგა ზევსი თავის მშვენიერ მეუღლე [[ჰერა]]სთან ერთად. მათ შეეძინათ შვილები: [[არესი]], [[ჰებე]] და მითოსის ზოგიერთი ვერსიით, [[ჰეფესტო]]. გარდა ამისა სხვა ქალღმერთებისგანაც ჰყავდა ზევსს შვილები: [[ლეტო]]საგან

ათი წელი გრძელდებოდა ეს ბრძოლა. იგი [[ტიტანომაქია|ტიტანომაქიის]] სახელით არის ცნობილი. ზევსმა გაიმარჯვა და დამარცხებული ტიტანები მიწის ქვეშ, [[ტარტაროსი|ტარტაროსში]] ჩაამწყვდია. მხოლოდ [[ტიტანები|ტიტანი]] [[ატლასი]] დატოვა დედამიწაზე. მას ზეცის [[თაღი]] უნდა შეედგა მხრებზე სამუდამოდ. ასეთი იყო მისი სასჯელი.
[[აპოლონი]] და [[არტემისი]], [[დემეტრე]]საგან – [[პერსეფონე]], [[მაია]]საგან – [[ჰერმესი]], დიონესაგან – [[აფროდიტე]] (არის ასეთი მითოსიც), [[თემისი]]საგან – [[ჰორები]] და [[მოირები]], ევრინომესაგან – [[ქარიტები]]. მოკვდავმა [[სემელე]]მ მას [[დიონისე]] უბოძა.

[[ფაილი:Zevsi idaze.jpg|thumb|250პქ|'''ზევსი იდაზე.'''
რომაული [[ბარელიეფი]], ავგუსტინეს ეპოქა, პარიზი, ლუვრი.]]

გეა, რომელიც ეხმარებოდა ზევსს კრონოსის დამარცხებაში, განაწყენდა ტიტანების ტარტაროსში დამწყვდევის გამო და თავისი შვილები, [[გიგანტები]], აამხედრა [[ოლიმპიელი]] ღმერთების წინააღმდეგ. სასტიკი იყო ეს ბრძოლა, ზეცა და მიწა ზანზარებდა მებრძოლთა ფეხქვეშ. ზევსმა კვლავ გაიმარჯვა ამ [[გიგანტომაქია|გიგანტომაქიაში]], ამოჟლიტა შემზარავი ბუმბერაზები, რამაც კიდევ უფრო მეტად განარისხა გეა. სასოწარკვეთილებამ იქამდე მიიყვანა, რომ ტარტაროსისგან შვა საზარელი ურჩხული [[ტიფონი]] და ახლა ის მიუგზავნა გამარჯვებულებს. როდესაც ტიფონმა [[ოლიმპოსი|ოლიმპოსს]] შეუტია, ღმერთთა სავანე შეტორტმანდა. შეძრწუნებულმა უკვდავებმა მთა მიატოვეს და [[ეგვიპტე|ეგვიპტეს]] შეაფარეს

თავი. კინაღამ დამარცხდა ზევსი, მაგრამ ბედი მის მხარეს იყო. მან მოახერხა და ელვით [[განგმირვა|განგმირა]] [[ცეცხლი]]ს ალთა მფრქვეველი ურჩხული, შემდეგ კი კუნძულ სიცილიაზე უზარმაზარი მთა, [[ეტნა]], დაამხო თავზე.

თავისი პირველი ცოლი, [[მეტისი]], ზევსმა ჩაყლაპა, რათა აეცილებინა მისნობა, რომლის ძალითაც ამ ქალღმერთისაგან შობილი შვილი ძალით მასზე აღმატებული უნდა ყოფილიყო. მაგრამ მოხდა სასწაული და ბავშვი მის თავში გაიზარდა. ასე

ზევსმა ბრწყინვალე ზეიმით აღნიშნა ღმერთთა ახალი თაობის გამარჯვება. იგი ამ ზეიმს გამოეცხადა დიდებულ ეტლზე აღზევებული, მეხით ხელში. ამის შემდეგ შეერქვა მას „მეხთამტყორცნელი“, ხოლო ეს [[ხატი]] უმაღლესი ძალაუფლების და ტრიუმფის [[სიმბოლო|სიმბოლოდ]] იქცა.
მოევლინა ქვეყანას დიდებული [[ათენა]].

[[ფაილი:Zevci hestia.jpg|thumb|მარცხნივ|350პქ|'''ზევსი, ჰესტია, განიმედესი.'''
კილიქსის ფერწერა (ძვ. წ. 520 წ.), ტარკვინია, ეროვნული არქეოლოგიური მუზეუმი.]]

კრონოსის შვილებმა სამყარო დაინაწილეს. [[პოსეიდონი]] ზღვათა მბრძანებელი გახდა, [[ჰადესი (ღმერთი)|ჰადესი]] – მიწისქვეშეთისა, ზევსს ზეცა ერგო და უზენაესი უფლებები. ასე შეიცვალა კრონოსის ხანა ზევსის მეუფებით. სამყაროს მოევლინა ღმერთთა ახალი თაობა, რომელსაც სათავეში ედგა ზევსი თავის მშვენიერ მეუღლე [[ჰერა]]სთან ერთად. მათ შეეძინათ შვილები: [[არესი]], [[ჰებე]] და მითოსის ზოგიერთი ვერსიით, [[ჰეფესტოსი|ჰეფესტო]]. გარდა ამისა სხვა ქალღმერთებისგანაც ჰყავდა ზევსს შვილები: [[ლეტო]]საგან – [[აპოლონი]] და [[არტემისი]], [[დემეტრე]]საგან – [[პერსეფონე]], [[მაია]]საგან – [[ჰერმესი]], დიონესაგან – [[აფროდიტე]] (არის ასეთი მითოსიც), [[თემისი]]საგან – [[ჰორები]] და [[მოირები]], ევრინომესაგან – [[ქარიტები]]. მოკვდავმა [[სემელე]]მ მას [[დიონისე]] უბოძა.
ბერძენი წარჩინებულები ცდილობდნენ თავიანთი გვარის ისტორია ზევსის სახელთან დაეკავშირებინათ. ამის შედეგად აღმოცენდა მრავალი თქმულება ღმერთთა მეუფის სატრფიალო თავგადასავლებზე. ასე მოევლინენ ქვეყანას სახელოვან ბერძნულ

მოდგმათა მითოსური მამამთავრები. ზევსისგან შვა [[ალკმენე]]მ [[ჰერაკლე]],

თავისი პირველი ცოლი, [[მეტისი]], ზევსმა ჩაყლაპა, რათა აეცილებინა მისნობა, რომლის ძალითაც ამ ქალღმერთისაგან შობილი შვილი ძალით მასზე აღმატებული უნდა ყოფილიყო. მაგრამ მოხდა სასწაული და ბავშვი მის თავში გაიზარდა. ასე მოევლინა ქვეყანას დიდებული [[ათენა]].
[[ლედა]]მ – [[ელენე]] და [[პოლიდევკესი]], [[დანაე]]მ – [[პერსევსი]],

[[ფაილი:Zevci hestia.jpg|thumb|მარცხნივ|350პქ|'''ზევსი, [[ჰესტია]], განიმედესი.'''
კილიქსის ფერწერა (ძვ. წ. 520 წ.), ტარკვინია, ეროვნული არქეოლოგიური მუზეუმი.]]
[[ევროპე]]მ – [[მინოსი]] და [[რადამანთისი]].

ბერძენი წარჩინებულები ცდილობდნენ თავიანთი გვარის ისტორია ზევსის სახელთან დაეკავშირებინათ. ამის შედეგად აღმოცენდა მრავალი [[თქმულება]] ღმერთთა მეუფის სატრფიალო თავგადასავლებზე. ასე მოევლინენ ქვეყანას სახელოვან ბერძნულ მოდგმათა მითოსური მამამთავრები. ზევსისგან შვა [[ალკმენე]]მ [[ჰერაკლე]], [[ლედა]]მ – [[ელენე]] და [[პოლიდევკესი]], [[დანაე]]მ – [[პერსევსი]], [[ევროპე]]მ – [[მინოსი]] და [[რადამანთისი]].

ბერძენთა ფანტაზიამ უზენაეს ღვთაებას, უპირველეს ყოვლისა, სამყაროში წესრიგისა და სამართლიანობის დამფუძნებლის ფუნქცია მიანიჭა. ზევსი იქცა საერთოელინურ (პანელინურ) ღმერთად. იგი მფარველობდა სახელმწიფოებს, იცავდა კანონებს და მკაცრად სჯიდა მათ დამრღვევებს. ამიტომ ადამიანები მას განსაკუთრებული ეპითეტებით მიმართავდნენ: „მეუფეთა მეუფეო“, „მხსნელო“, „მშობლიურო“, „ძლევამოსილო“, „ნეტართაგან უნეტარესო“ და სხვა.

ბერძენთა ფანტაზიამ უზენაეს ღვთაებას, უპირველეს ყოვლისა, სამყაროში წესრიგისა და სამართლიანობის დამფუძნებლის ფუნქცია მიანიჭა. ზევსი იქცა საერთოელინურ (პანელინურ) ღმერთად. იგი მფარველობდა სახელმწიფოებს, იცავდა კანონებს და მკაცრად სჯიდა მათ დამრღვევებს. ამიტომ ადამიანები მას განსაკუთრებული ეპითეტებით მიმართავდნენ: „მეუფეთა მეუფეო“, „მხსნელო“, „მშობლიურო“, „ძლევამოსილო“, „ნეტართაგან უნეტარესო“ და სხვა.

ზევსს ემორჩილებოდა ყველაფერი, რაც ბუნებაში ხდებოდა და როდესაც იგი [[ეგისი|ეგისს]] შეარხევდა, ამოვარდებოდა ქარიშხალი, წამოვიდოდა წვიმა. ზევსი აგზავნიდა ზურგქარსაც და ნათელ დღეებსაც, განაგებდა წელიწადის დროთა ცვლასაც და ადამიანთა ბედსა თუ იღბალს, თუმცა თავად კი ემორჩილებოდა [[მოირები|მოირებს]] – ბედისწერის შემოქმედ ღვთაებებს. ვითარცა უზენაეს ღმერთს, მას

ზევსს ემორჩილებოდა ყველაფერი, რაც ბუნებაში ხდებოდა და როდესაც იგი [[ეგისი|ეგისს]] შეარხევდა, ამოვარდებოდა [[ქარიშხალი]], წამოვიდოდა წვიმა. ზევსი აგზავნიდა ზურგქარსაც და ნათელ დღეებსაც, განაგებდა წელიწადის დროთა ცვლასაც და ადამიანთა ბედსა თუ იღბალს, თუმცა თავად კი ემორჩილებოდა [[მოირები|მოირებს]] – ბედისწერის შემოქმედ ღვთაებებს. [[ვითარცა]] უზენაეს [[ღმერთი|ღმერთს]], მას გააჩნდა წინასწარჭვრეტის ნიჭი, ძალუძდა მისნობა და ჰარმონიის დამყარება ბუნების ძალთა და ადამიანთა შორის. ზევსმა დაუწესა ადამიანებს კანონები და მკაცრად სჯიდა მათ დამრღვევებს. ყოველ ქალაქს თუ დასახლებას ჰყავდა თავისი მფარველი ზევსი. იმავდროულად იგი იყო საერთო ღვთაებაც, მეტსახელად ჰელენიოსი, რომელიც აერთიანებდა ბერძენთა მრავალრიცხოვან ტომს და ირგვლივ მოსახლე ბარბაროსთაგან გამოარჩევდა. ყველა დიდ ქალაქში ზევსის ტაძარი იდგა, მისთვის განკუთვნილი წმინდა ადგილი მდებარეობდა. მათგან უმნიშვნელოვანესი იყო ელისის ოლიმპია, სადაც ოთხ წელიწადში ერთხელ ისეთი დღესასწაული იმართებოდა, რომლის მსგავსი იშვიათია კაცობრიობის ისტორიაში (ოლიმპიური დღესასწაულები).
გააჩნდა წინასწარჭვრეტის ნიჭი, ძალუძდა მისნობა და ჰარმონიის დამყარება ბუნების ძალთა და ადამიანთა შორის. ზევსმა დაუწესა ადამიანებს კანონები და მკაცრად სჯიდა მათ დამრღვევებს. ყოველ ქალაქს თუ დასახლებას ჰყავდა თავისი მფარველი ზევსი. იმავდროულად იგი იყო საერთო ღვთაებაც, მეტსახელად ჰელენიოსი, რომელიც აერთიანებდა ბერძენთა მრავალრიცხოვან ტომს და ირგვლივ მოსახლე ბარბაროსთაგან გამოარჩევდა. ყველა დიდ ქალაქში ზევსის ტაძარი იდგა, მისთვის განკუთვნილი

წმინდა ადგილი მდებარეობდა. მათგან უმნიშვნელოვანესი იყო ელისის ოლიმპია, სადაც ოთხ წელიწადში ერთხელ ისეთი დღესასწაული იმართებოდა, რომლის მსგავსი იშვიათია კაცობრიობის ისტორიაში (ოლიმპიური დღესასწაულები).

ზევსის ჭეშმარიტი სახე, ბერძენთა წარმოდგენით, იყო ცეცხლი. იგი არსებობდა ეთერში და დავანებული იყო ოლიმპოსზე იქ, სადაც მიწა ცას უერთდებოდა და სადაც ზეცა გადადიოდა ცეცხლოვან აირში. ზევსის [[ატრიბუტი|ატრიბუტები]] იყო ეგისი, სკიპტრა და ელვა.

ზევსის ჭეშმარიტი სახე, ბერძენთა წარმოდგენით, იყო ცეცხლი. იგი არსებობდა ეთერში და დავანებული იყო ოლიმპოსზე იქ, სადაც მიწა ცას უერთდებოდა და სადაც ზეცა გადადიოდა ცეცხლოვან აირში. ზევსის [[ატრიბუტი|ატრიბუტები]] იყო ეგისი, სკიპტრა და ელვა.
ხაზი 48: ხაზი 43:

[[კატეგორია:მითოლოგია]]

[[კატეგორია:მითოლოგია]]

[[კატეგორია:ბერძნული მითები]]

[[კატეგორია:ბერძნული ღვთაებანი]]

[[კატეგორია:მითოლოგიური პერსონაჟები]]

[[კატეგორია:ღმერთები]]

მიმდინარე ცვლილება 23:20, 19 სექტემბერი 2023 მდგომარეობით

ზევსი სამეფო ტახტზე
(დაახ. ძვ. წ. 325 წ.), ბერლინი, სახელმწიფო მუზეუმი

ზევსი(ბერძნ.) უზენაესი ღვთაება. „უკვდავთა და მოკვდავთა მამა“. კრონოსისა და რეას ძე. რომაულ მითოლოგიაში მისი თანაგვარია იუპიტერი.

ცისიერთა და მიწიერთა მეუფე ზევსი ძლევამოსილი ღვთაებაა. ბერძნულ სამყაროში მას ყველაზე დიდი პატივი მიეგებოდა. თავდაპირველად, შესაძლოა, ძველაღმოსავლური მითოლოგიური წარმოდგენების გავლენით, იგი ამინდის ანუ ტაროსის ღმერთი იყო, თანდათანობით შეითვისა სხვა ფუნქციებიც და უნივერსალურ, უზენაეს ღვთაებად განსახიერდა. მისი თავგადასავალი მრავალ მითოსში აისახა. მათი თავმოყრით შესაძლებელი ხდება წარმოვიდგინოთ ღმერთთა მეუფის სახე დაბადებიდან მისი მამაკაცური ძალმოსილების იმ ასაკამდე, როგორიც დარჩა სამუდამოდ უკვდავყოფილი:

ზევსი-არწივი იტაცებს განიმედესს.
ლეოქარესის ქანდაკების რომაული ასლი (ძვ. წ. 360 წ.), ვატიკანის მუზეუმი.
ზევსი და ჰერა.
ამფორის ფერწერა (ძვ. წ. 500 წ.), მიუნჰენი, ანტიკური კოლექციის სახელმწიფო მუზეუმი.

როდესაც ღვთაებათა სამეფო სკიპტრას ფლობდა კრონოსი, სამყაროში ოქროს ხანა იდგა. კრონოსს მუდამ ახსოვდა ძველი მისნობა, რომ ძალაუფლებას საკუთარი შვილი წაართმევდა.

ამიტომ თავის ნაშიერებს დაბადებისთანავე ყლაპავდა. ეცოდებოდა დედა – რეას ჩვილი შვილები და როდესაც გააჩინა მეექვსე ბავშვი, მის ნაცვლად ჩვრებში გახვეული ქვა გადააყლაპა კრონოსს. ახალშობილი კი მიწაზე ჩამოიყვანა, წმინდა წყაროს წყალში განბანა და სახელად ზევსი შეარქვა. შემდეგ კუნძულ კრეტაზე დაეშვა და თავისი ძის ოქროს საწოლი იდას ჩრდილოვან ხეივანში დატოვა.

მთის ნიმფებმა მიაგნეს ზევსს და მისი აღზრდა ითავეს. მომავალი ღმერთის ოქროს საწოლს მთელი ბუნება თავს ევლებოდა. ოკეანოსის შორეული ნაპირებიდან მოჰქონდათ მტრედებს ზევსისთვის ამბროსია. ყოველ საღამოს მოფრინავდა მასთან არწივი და ნექტარს ასმევდა. ფუტკრები თაფლს უგროვებდნენ. რძით კი, თხა ამალთეა კვებავდა. იგი განსაკუთრებულად უყვარდა ზევსს. როდესაც კეთილმა ამალთეამ თავისი სიცოცხლე დაასრულა, მისი ტყავით ზევსმა გაიკეთა ფარი, რომელსაც ვერას აკლებდა მტერი. ეს იყო ეგისი, რომელიც მუდამ თან დაჰქონდა ზევსს.

პატარა ღვთაებას თავს დასტრიალებდნენ რეას ქურუმები. როდესაც ჩვილი წამოიტირებდა, ისინი ხმამაღლა მღეროდნენ და ცეკვავდნენ, რათა კრონოსს არ შეეტყო საკუთარი ძის არსებობის ამბავი. მალე ზევსი წამოიზარდა და მამასთან ბრძოლა იმით დაიწყო, რომ ჩაყლაპული და-ძმები ამოანთხევინა პირიდან. შემდეგ მათთან ერთად გამაგრდა ოლიმპოსის ღრუბლებით დაბურულ თხემზე და წამოიწყო დიადი ბრძოლა ძველი თაობის ღმერთების, ტიტანების წინააღმდეგ.

ათი წელი გრძელდებოდა ეს ბრძოლა. იგი ტიტანომაქიის სახელით არის ცნობილი. ზევსმა გაიმარჯვა და დამარცხებული ტიტანები მიწის ქვეშ, ტარტაროსში ჩაამწყვდია. მხოლოდ ტიტანი ატლასი დატოვა დედამიწაზე. მას ზეცის თაღი უნდა შეედგა მხრებზე სამუდამოდ. ასეთი იყო მისი სასჯელი.

ზევსი იდაზე.
რომაული ბარელიეფი, ავგუსტინეს ეპოქა, პარიზი, ლუვრი.

გეა, რომელიც ეხმარებოდა ზევსს კრონოსის დამარცხებაში, განაწყენდა ტიტანების ტარტაროსში დამწყვდევის გამო და თავისი შვილები, გიგანტები, აამხედრა ოლიმპიელი ღმერთების წინააღმდეგ. სასტიკი იყო ეს ბრძოლა, ზეცა და მიწა ზანზარებდა მებრძოლთა ფეხქვეშ. ზევსმა კვლავ გაიმარჯვა ამ გიგანტომაქიაში, ამოჟლიტა შემზარავი ბუმბერაზები, რამაც კიდევ უფრო მეტად განარისხა გეა. სასოწარკვეთილებამ იქამდე მიიყვანა, რომ ტარტაროსისგან შვა საზარელი ურჩხული ტიფონი და ახლა ის მიუგზავნა გამარჯვებულებს. როდესაც ტიფონმა ოლიმპოსს შეუტია, ღმერთთა სავანე შეტორტმანდა. შეძრწუნებულმა უკვდავებმა მთა მიატოვეს და ეგვიპტეს შეაფარეს თავი. კინაღამ დამარცხდა ზევსი, მაგრამ ბედი მის მხარეს იყო. მან მოახერხა და ელვით განგმირა ცეცხლის ალთა მფრქვეველი ურჩხული, შემდეგ კი კუნძულ სიცილიაზე უზარმაზარი მთა, ეტნა, დაამხო თავზე.

ზევსმა ბრწყინვალე ზეიმით აღნიშნა ღმერთთა ახალი თაობის გამარჯვება. იგი ამ ზეიმს გამოეცხადა დიდებულ ეტლზე აღზევებული, მეხით ხელში. ამის შემდეგ შეერქვა მას „მეხთამტყორცნელი“, ხოლო ეს ხატი უმაღლესი ძალაუფლების და ტრიუმფის სიმბოლოდ იქცა.

კრონოსის შვილებმა სამყარო დაინაწილეს. პოსეიდონი ზღვათა მბრძანებელი გახდა, ჰადესი – მიწისქვეშეთისა, ზევსს ზეცა ერგო და უზენაესი უფლებები. ასე შეიცვალა კრონოსის ხანა ზევსის მეუფებით. სამყაროს მოევლინა ღმერთთა ახალი თაობა, რომელსაც სათავეში ედგა ზევსი თავის მშვენიერ მეუღლე ჰერასთან ერთად. მათ შეეძინათ შვილები: არესი, ჰებე და მითოსის ზოგიერთი ვერსიით, ჰეფესტო. გარდა ამისა სხვა ქალღმერთებისგანაც ჰყავდა ზევსს შვილები: ლეტოსაგანაპოლონი და არტემისი, დემეტრესაგანპერსეფონე, მაიასაგანჰერმესი, დიონესაგან – აფროდიტე (არის ასეთი მითოსიც), თემისისაგანჰორები და მოირები, ევრინომესაგან – ქარიტები. მოკვდავმა სემელემ მას დიონისე უბოძა.

თავისი პირველი ცოლი, მეტისი, ზევსმა ჩაყლაპა, რათა აეცილებინა მისნობა, რომლის ძალითაც ამ ქალღმერთისაგან შობილი შვილი ძალით მასზე აღმატებული უნდა ყოფილიყო. მაგრამ მოხდა სასწაული და ბავშვი მის თავში გაიზარდა. ასე მოევლინა ქვეყანას დიდებული ათენა.

ზევსი, ჰესტია, განიმედესი.
კილიქსის ფერწერა (ძვ. წ. 520 წ.), ტარკვინია, ეროვნული არქეოლოგიური მუზეუმი.

ბერძენი წარჩინებულები ცდილობდნენ თავიანთი გვარის ისტორია ზევსის სახელთან დაეკავშირებინათ. ამის შედეგად აღმოცენდა მრავალი თქმულება ღმერთთა მეუფის სატრფიალო თავგადასავლებზე. ასე მოევლინენ ქვეყანას სახელოვან ბერძნულ მოდგმათა მითოსური მამამთავრები. ზევსისგან შვა ალკმენემ ჰერაკლე, ლედამელენე და პოლიდევკესი, დანაემპერსევსი, ევროპემმინოსი და რადამანთისი.

ბერძენთა ფანტაზიამ უზენაეს ღვთაებას, უპირველეს ყოვლისა, სამყაროში წესრიგისა და სამართლიანობის დამფუძნებლის ფუნქცია მიანიჭა. ზევსი იქცა საერთოელინურ (პანელინურ) ღმერთად. იგი მფარველობდა სახელმწიფოებს, იცავდა კანონებს და მკაცრად სჯიდა მათ დამრღვევებს. ამიტომ ადამიანები მას განსაკუთრებული ეპითეტებით მიმართავდნენ: „მეუფეთა მეუფეო“, „მხსნელო“, „მშობლიურო“, „ძლევამოსილო“, „ნეტართაგან უნეტარესო“ და სხვა.

ზევსს ემორჩილებოდა ყველაფერი, რაც ბუნებაში ხდებოდა და როდესაც იგი ეგისს შეარხევდა, ამოვარდებოდა ქარიშხალი, წამოვიდოდა წვიმა. ზევსი აგზავნიდა ზურგქარსაც და ნათელ დღეებსაც, განაგებდა წელიწადის დროთა ცვლასაც და ადამიანთა ბედსა თუ იღბალს, თუმცა თავად კი ემორჩილებოდა მოირებს – ბედისწერის შემოქმედ ღვთაებებს. ვითარცა უზენაეს ღმერთს, მას გააჩნდა წინასწარჭვრეტის ნიჭი, ძალუძდა მისნობა და ჰარმონიის დამყარება ბუნების ძალთა და ადამიანთა შორის. ზევსმა დაუწესა ადამიანებს კანონები და მკაცრად სჯიდა მათ დამრღვევებს. ყოველ ქალაქს თუ დასახლებას ჰყავდა თავისი მფარველი ზევსი. იმავდროულად იგი იყო საერთო ღვთაებაც, მეტსახელად ჰელენიოსი, რომელიც აერთიანებდა ბერძენთა მრავალრიცხოვან ტომს და ირგვლივ მოსახლე ბარბაროსთაგან გამოარჩევდა. ყველა დიდ ქალაქში ზევსის ტაძარი იდგა, მისთვის განკუთვნილი წმინდა ადგილი მდებარეობდა. მათგან უმნიშვნელოვანესი იყო ელისის ოლიმპია, სადაც ოთხ წელიწადში ერთხელ ისეთი დღესასწაული იმართებოდა, რომლის მსგავსი იშვიათია კაცობრიობის ისტორიაში (ოლიმპიური დღესასწაულები).

ზევსის ჭეშმარიტი სახე, ბერძენთა წარმოდგენით, იყო ცეცხლი. იგი არსებობდა ეთერში და დავანებული იყო ოლიმპოსზე იქ, სადაც მიწა ცას უერთდებოდა და სადაც ზეცა გადადიოდა ცეცხლოვან აირში. ზევსის ატრიბუტები იყო ეგისი, სკიპტრა და ელვა.

ანტიკურ ხელოვნებაში ზევსს წარმოსახავდნენ სამეფო ტახტზე, რომელსაც მხარს უმშვენებდა ნიკე, იქვე იჯდა არწივი. ასეთი ქანდაკება ინახება ერმიტაჟში (სანკტ-პეტერბურგი).

ზევსის საუკეთესო გამოსახულებად მიჩნეულია ვატიკანში დაცული ელინისტური ხანის ქანდაკება, სახელწოდებით „ზევსი ოტრიკოლიდან“. ანტიკურ სამყაროში განსაკუთრებული აღიარებით სარგებლობდა ფიდიასის მიერ ოქროს და სპილოს ძვლისაგან შესრულებული ზევსის ქანდაკება, რომელიც იდგა ოლიმპიაში და რომელმაც, მონეტებზე აღბეჭდილმა, მოაღწია ჩვენამდე.

[რედაქტირება] წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები