ოლიმპიელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ოლიმპიელი(ბერძნ.) ასე უწოდებდნენ ყოველ ღმერთს, რომელიც ოლიმპოსზე იყო დავანებული.

ოლიმპიელები გამოირჩეოდნენ თავიანთი დიდებულებითა და მადლმოსილებით. აქედან გამომდინარე, ამ თვისებების მატარებელ ადამიანსაც ზოგჯერ „ოლიმპიელად“ აღიარებდნენ. სწორედ ეს სახელი შეარქვეს ათენელებმა თავიანთ რჩეულ პერიკლესს, რომელსაც მრავალი დიდებული საქმის აღმსრულებლად და ათენური დემოკრატიის მამად მიიჩნევდნენ. იგი ძვ. წ. 490-429 წლებში მოღვაწეობდა. მის სახელთან არის დაკავშირებული ათენის ისტორიის უბრწყინვალესი ხანა.

თანამედროვე მეტყველებაში დამკვიდრდა გამოთქმა „ოლიმპიური სიმშვიდე“, რაც ღვთაებრივ სიმშვიდეზე მიგვანიშნებს.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები