სვიმონ I

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „სიმონ I“ გადაიტანა გვერდზე „სვიმონ I“ გადამისამართებაზე)
ხაზი 5: ხაზი 5:
 
სვიმონ I-ს მემკვიდრეობად ერგო ხანგრძლივი [[ბრძოლა|ბრძოლებით]] დასუსტებული ქვეყანა, რომლის აღდგენა-მოშენების მიზნით რიგი ღონისძიებანი განახორციელა.
 
სვიმონ I-ს მემკვიდრეობად ერგო ხანგრძლივი [[ბრძოლა|ბრძოლებით]] დასუსტებული ქვეყანა, რომლის აღდგენა-მოშენების მიზნით რიგი ღონისძიებანი განახორციელა.
  
1559 წელს კახეთთან კავშირის განსამტკიცებლად სვიმონ I-მა ცოლად შეირთო კახთა მეფის ლევანის (1518-1574 22) ასული ნესტან-დარეჯანი.
+
1559 წელს კახეთთან კავშირის განსამტკიცებლად სვიმონ I-მა ცოლად შეირთო კახთა მეფის [[ლევანი (კახეთის მეფე)|ლევანი]]ს (1518-1574 22) ასული ნესტან-დარეჯანი.
  
 
1560-1561წლებში იგი შეეცადა [[თბილისი]]ს ყიზილბაშთაგან გათავისუფლებას, მაგრამ [[ციხედიდის ბრძოლა 1561|ციხედიდის ბრძოლა]]ში 1561 წელს დამარცხდა. ამ დამარცხების შემდეგ სვიმონ I-ის ძმა დავითი ირანში წავიდა და გამაჰმადიანდა. შაჰმა მას [[დაუთ-ხანი]] უწოდა, თბილისისა და ქვემო ქართლის გამგებლად დანიშნა და საქართველოში გამოისტუმრა. 1367 და1569 წწ [[დიღომი (სოფელი)|დიღომთან]] და სამადლოსთან გაიმართა ბრძოლა სვიმონ I-მა დაამარცხა დაუთ-ხანი. 1569 წელს ფარცხისთან ყიზილბაშების წინააღმდეგ ბრძოლაში სვიმონ I ტყვედ ჩავარდა, უარი თქვა გამაჰმადიანებაზე და 1569-1578 წლები ირანში, ალამუტის ციხეში ტყვეობაში გაატარა.
 
1560-1561წლებში იგი შეეცადა [[თბილისი]]ს ყიზილბაშთაგან გათავისუფლებას, მაგრამ [[ციხედიდის ბრძოლა 1561|ციხედიდის ბრძოლა]]ში 1561 წელს დამარცხდა. ამ დამარცხების შემდეგ სვიმონ I-ის ძმა დავითი ირანში წავიდა და გამაჰმადიანდა. შაჰმა მას [[დაუთ-ხანი]] უწოდა, თბილისისა და ქვემო ქართლის გამგებლად დანიშნა და საქართველოში გამოისტუმრა. 1367 და1569 წწ [[დიღომი (სოფელი)|დიღომთან]] და სამადლოსთან გაიმართა ბრძოლა სვიმონ I-მა დაამარცხა დაუთ-ხანი. 1569 წელს ფარცხისთან ყიზილბაშების წინააღმდეგ ბრძოლაში სვიმონ I ტყვედ ჩავარდა, უარი თქვა გამაჰმადიანებაზე და 1569-1578 წლები ირანში, ალამუტის ციხეში ტყვეობაში გაატარა.

20:49, 27 ივნისი 2024-ის ვერსია

სვიმონ I – ქართლის მეფე 1556-1569, 1578-1599 (1600) წლებში, ლუარსაბ I-ის ძე.

ჯარ კიდევ ტახტის მემკვიდრე სარდლობდა ქართველთა ლაშქარს გარისთან ბრძოლაში, სადაც ქართველებმა ბრწყინვალედ გაიმარჯვეს.

სვიმონ I-ს მემკვიდრეობად ერგო ხანგრძლივი ბრძოლებით დასუსტებული ქვეყანა, რომლის აღდგენა-მოშენების მიზნით რიგი ღონისძიებანი განახორციელა.

1559 წელს კახეთთან კავშირის განსამტკიცებლად სვიმონ I-მა ცოლად შეირთო კახთა მეფის ლევანის (1518-1574 22) ასული ნესტან-დარეჯანი.

1560-1561წლებში იგი შეეცადა თბილისის ყიზილბაშთაგან გათავისუფლებას, მაგრამ ციხედიდის ბრძოლაში 1561 წელს დამარცხდა. ამ დამარცხების შემდეგ სვიმონ I-ის ძმა დავითი ირანში წავიდა და გამაჰმადიანდა. შაჰმა მას დაუთ-ხანი უწოდა, თბილისისა და ქვემო ქართლის გამგებლად დანიშნა და საქართველოში გამოისტუმრა. 1367 და1569 წწ დიღომთან და სამადლოსთან გაიმართა ბრძოლა სვიმონ I-მა დაამარცხა დაუთ-ხანი. 1569 წელს ფარცხისთან ყიზილბაშების წინააღმდეგ ბრძოლაში სვიმონ I ტყვედ ჩავარდა, უარი თქვა გამაჰმადიანებაზე და 1569-1578 წლები ირანში, ალამუტის ციხეში ტყვეობაში გაატარა.

1578 წელს ირან-ოსმალეთის ომის დაწყებისთანავე შაჰმა იძულებით გამაჰმადიანებული სვიმონ I ტყვეობიდან გაათავისუფლა და საქართველოში დააბრუნა ოსმალეთის წინააღმდეგ საბრძოლველად. ჩამოსვლისთანავე მან უარყო მაჰმადიანობა, ისევ ქრისტიანობას დაუბრუნდა და სათავეში ჩაუდგა ქართველი ხალხის ბრძოლას ოსმალების წინააღმდეგ.

სვიმონ I-მა ოსმალთაგან გაათავისუფლა გორი, ლორე, იბრძოდა თბილისისთვის. 1582 წელს მუხრანთან გამართულ ბრძოლაში სასტიკად დამარცხდა თბილისის ოსმალური გარნიზონის დასახმარებლად წამოსული ჯარი.

1583 წელს სვიმონ I-მა დიდი ბრძოლებით გაათავისუფლა ოსმალთა მიერ ისევ დაკავებული ლორე, ასევე დმანისისა და სამშვილდის ციხეები; ზოგიერთი ცნობით, მან მცირე ხნით თბილისიც დაიკავა, მაგრამ მომდევნო წელს ოსმალებმა კვლავ დაიპყრეს ლორე, დმანისი და თბილისისკენ წამოვიდნენ. ხატისოფელთან დაბანაკებულ ოსმალებს სვიმონ I მოულოდნელად თავს დაესხა და დიდი ზიანი მიაყენა, მაგრამ თავისი მცირერიცხოვანი ჯარის სრული განადგურებისაგან გადარჩენის მიზნით, ბრძოლის ველს გაეცალა.

ქართველი მეფის სიმამაცით განცვიფრებულმა ოსმალებმა და ყიზილბაშებმა მას „დელი“ (გახელებული) სვიმონი შეარქვეს.

1588 წელს სვიმონ I ოსმალებს დაეზავა. იგი კისრულობდა ყოველწლიურ ხარკს, სამაგიეროდ ოსმალეთი ცნობდა მას ქართლის მეფედ ქრისტიანობით, აღიარებდა მის მემკვიდრეობით უფლებას და არ ერეოდა მის საშინაო საქმეებში, რაც სვიმონ I-ის მეთაურობით „ქართველობისათვის“ მებრძოლ ძალთა დიდი გამარჯვება იყო.

საგარეო მტრის წინააღმდეგ ბრძოლის პარალელურად სვიმონ I იბრძოდა საქართველოს ერთიანობის აღდგენისათვის, კერძოდ, დასავლეთ საქართველოს შემოერთებისათვის.

1588 წელს გოფანთოს ბრძოლაში სვიმონ I-მა დაამარცხა იმერეთის მეფე ლევანი, მაგრამ მოპოვებული გამარჯვება ვერ შეინარჩუნა.

1590 წელს მან ისევ ილაშქრა იმერეთში. აიღო ქუთაისი, მაგრამ ვერ შეინარჩუნა. მორიგი ლაშქრობისას ისევ აიღო ქუთაისი, კვარას, კაცხის, სვირის სიმაგრეები, მაგრამ ოფშკვითთან ბრძოლაში დამარცხდა. ასე რომ ქართლისა და იმერეთის სამეფოების გაერთიანების ცდა მარცხით დასრულდა.

1595 წელს შეიქმნა ირანის, ქართლისა და კახეთის კავშირი, რომლის მიზანი იყო ოსმალეთის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლა. ანტიოსმალური კოალიციის შექმნის სურვილს გამოთქვამდა სვიმონ I ესპანეთის მეფის ფილიპე II-ისა და რომის პაპი კლიმენტი VIII-სადმი გაგზავნილ წერილებში.

1698 წელს სვიმონ I-მა განაახლა ომი ოსმალეთთან. 1599 წელს ცხრათვიანი ალყის შემდეგ გაათავისუფლა გორის ციხე. სულთანმა დიდი ჯარი გამოგზავნა საქართველოში ჯაფარ ფაშას მეთაურობით. 1600 წელს ნახიდურთან უთანასწორო ბრძოლაში ქართველები დამარცხდნენ და უკანდახევისას სოფელ ფარცხისთან სვიმონ I ოსმალებს ტყვედ ჩაუვარდა. სვიმონის დატყვევებით გახარებულმა სულთანმა ბრძანა, მთელი მისი სახელმწიფოს ქალაქებში ქუჩები საზეიმოდ მოერთოთ და სამი დღე-ღამის განმავლობაში ეუქმათ და ეზეიმათ.

დატყვევებული სვიმონ მეფე 1600 წლის 21 ივნისს სტამბოლს ჩაიყვანეს და იედიკულის ციხეშ გამოამწყვდიეს, სადაც ხანგრძლივი ტყვეობის შემდეგ გარდაიცვალა. მისი ცხედარი ქართველებმა დიდი საფასურით გამოისყიდეს, საქართველოში ჩამოასვენეს და თავისი სახელოვანი მამის - ლუარსაბ I-ის გვერდით სვეტიცხოვლის ტაძარში დაკრძალეს.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები