დავით XI

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა დაუთ-ხანი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დავით XI – ქართლის მეფე 1569-1578 წლებში, ლუარსაბ I-ის ძე.

დავითი განუდგა თავის ძმას, ქართლის მეფეს სვიმონ I-ს და 1562 წელს მოღალატე თავადებთან ერთად შაჰ-თამაზ I-ს ესხლა ყაზვინში. აქ იგი გამაჰმადიანდა და დაუთ-ხანის სახელი მიიღო.

შაჰმა გადაწყვიტა დავითი თავისი პოლიტიკური მიზნების განხორციელებისათვის გამოეყენებინა და სვიმონ I-სთვის დაეპირისპირებინა. ამიტომ დაუთ-ხანს მან „შვილის“ წოდება მიანიჭა, თბილისისა და ქვემო ქართლის გამგებლად დანიშნა და საქართველოში გამოისტუმრა, ასე დამყარდა ქართლში „ორიანობა“ ანუ ორმეფობა (ქართლის დანარჩენი ნაწილი სვიმონ I-ს ემორჩილებოდა).

1567 დ 1568 წლებში დიღომთან და სამადლოსთან სვიმონ I-ის წინააღმდეგ ბრძოლაში დაუთ-ხანი დამარცხდა, მაგრამ თბილისი მაინც შეინარჩუნა.

1569 წელს ფარცხისის ბრძოლაში სვიმონ I-ის დატყვევების შემდეგ დაუთ-ხანი ქართლის ერთპიროვნული მმართველი გახდა. მოსახლობის დიდმა ნაწილმა მეფისა და ერის მოღალატე დაუთ-ხანს მხარი არ დაუჭირა. მისი ხელისუფლება ფაქტობრივად მხოლოდ თბილისსა და ქვემო ქართლზე ვრცელდებოდა. იგი წელიწადში 2 0 000 დუკატ უხდიდა ხარკად ირანს.

1578 წელს, როცა ოსმალთა დიდი ჯარი საქართველოში შემოიჭრა დავით XI-მ ქალაქი ტფილისი გადაწვა და თავი ლორეს შეაფარა. იმავე წელს ირანის შაჰმა სვიმონ I ტყვეობიდან გაათავისუფლა და ქართლში დააბრუნა ოსმალთა წინააღმდეგ საბრძოლველად.

დაუთ-ხანმა ქართლის ციხეები ოსმალთა სარდალს გადასცა, თვითონ კი სტამბოლში წავიდა, სადაც დიდი პატივით მიიღეს და სარჩოდ ორი სანჯაყი უბოძე.

სტამბოლში პოლიტიკურ ცხოვრებას ჩამოცილებულმა დავით XI-მ კულტურულ-საგანმანათლებლო საქმეს მოჰკიდა ხელი. მან აქ ორი ოსმალური კარაბადინისაგან ერთი ქართული საექიმო წიგნი შეადგინა და საქართველოში გამოგზავნა.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები